LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში

ჰოკინგმა მეცნიერებს მოუწოდა გადააფასონ კვანტური მექანიკის ერთ-ერთი პრინციპი.

ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი  არ იკარგება, არამედ გადადის ალტერნატიულ სამყაროში, ივარაუდა ფიზიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა სტივენ ჰოკინგმა, რაც საჯაროდ განაცხადა სტოკჰოლმში ჰოკინგის გამოსხივებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

ფიზიკოსის გამოსვლა და მისი რეზიუმე მოცემულია ბრიტანეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის საიტზე.

10 მილიონიანი ტირაჟის მქონე წიგნის „დროის მოკლე ისტორიის“ ავტორმა ივარაუდა, რომ შავი ხვრელები მონაცემებს გარდაქმნიან ორგანზომილებიან ჰოლოგრამად, რომელიც შეკუმშულია ქაოსური ფორმით. ამასთანავე,  თავად ინფორმაცია არ აღწევს შავი ხვრელის შიგნით და რჩება მის განაპირას, მოვლენების ჰორიზონტზე, „სუპერტრანსლაციის“ ფორმით.

„არსი მდგომარეობს იმაში, რომ  სუპერტრანსლაცია წარმოადგენს ჰოლოგრამას, მასში შემავალი ნაწილაკებით. შედეგად ისინი შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც სხვაგვარად დაკარგული იქნებოდა.“ - განმარტა ფიზიკოსმა.

კვანტური მექანიკის ახლანდელი პრინციპები ამბობენ, რომ ინფორმაცია  არ შეიძლება ბოლომდე დაიკარგოს შავ ხვრელშიც კი; ამავე დროს, თუ ინფორმაცია მოხვდა შავ ხვრელში, მისი დაბრუნება უკვე შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია იგი ჩავთვალოთ სამუდამოდ დაკარგულად.  ჰოკინგის ვარაუდი წინააღმდეგობაში მოდის ამ პრინციპებთან და ვარაუდობს ინფორმაციის  შავი ხვრელიდან  „თავის დაღწევის“ შესაძლებლობაზე.

ჰოკინგმა ასევე განმარტა, რომ ინფორმაცია არ ნადგურდება სამუდამოდ, თუმცაღა ჩვენს სამყაროში საწყისი ფორმით უკვე ვეღარ დაბრუნდება, სამაგიეროდ შეუძლია მოხვდეს სადმე სხვაგან.

„შავი ხვრელების ალტერნატიული თეორიების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს შესაძლებელია. ხვრელი უნდა იყოს დიდი, მაგრამ თუკი იგი მბრუნავია, მასში შესაძლებელია იყოს სხვა შამყაროში გადასასვლელიც. მაგრამ  ჩვენს სამყაროში უკან დაბრუნებას, უკვე ვეღარ შეძლებთ“- აღნიშნა მან.

„ამიტომ მე არ ვისურვებდი კოსმოსში გაფრენას“ -გაიხუმრა ფიზიკოსმა, მაგრამ თქვენ თუ იგრძენით, რომ შავ ხვრელში მოხვდით, არ დანებდეთ. გამოსავალი მაინც არის“

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია