კოსმოსური პეპელას ფრთები
კოსმოსურმა ორბიტალურმა ტელესკოპმა „ჰაბლ“-მა მიიღო ახალი დაწვრილებითი გამოსახულებები M2-9 ნისლის გველისმჭერის (ლათ. Ophiuchus) თანავარსკვლავედში. გამოსახულებებზე შესაძლებელია ამ უცნაური ბიპოლარული ნისლის „ფრთების“ დეტალების დათვალიერება. ეს უცნაური ნისლი გაჩნდა წითელი გიგანტის მიერ გარსების გამოტყორცნის შედეგად რამდენიმე ათასწლეულის წინ. ფოტოები გამოქვეყნდა ტელესკოპის საიტზე.
M2-9 ნისლი აღმოჩენილი იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ამერიკელი ასტრონომის რუდოლფ მინკოვსკის მიერ. იგი დედამიწიდან დაშორებულია 2,1 ათასი სინათლის წელიწადით და წარმოადგენს წითელი გიგანტის, რომელმაც თითქმის ამოწურა თავისი წყალბადის მარაგი, მიერ გამოტყორცნილ გარე შრეების ნარჩენებს.
ეს ნისლი გახდა ერთ-ერთი პირველი ობიექტი, რომელიც „ჰაბლ“-ის ობიექტივში მოხვდა მისი სტარტისა და სარკეების შეცვლის შემდეგ. 23 წელის შემდეგ ორბიტალურმა თელესკოპმა თავისი „მზერა“ მიაპყრო ამ ობიექტს და მიიღო ამ კოსმოსური პეპელას ფრთების ახალი ფოტოსურათები, რომლებზეც შეიძლება დაინახო ყველა ის ცვლილება , რაც ამ ნისლმა განიცადა.
როგორც ასტრონომები ვარაუდობენ, ამ ნისლის უჩვეულო ფორმა განპირობებულია იმით, რომ მის ცენტრში მდებარეობს არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავი- მომაკვდავი წითელი გიგანტი და მის გარშემო მბრუნავითეთრი ჯუჯა, რომელიც „გრეხს“ წითელი გიგანტისგან გამოტყორცნილ ნივთიერებათა შრეებს, რითაც წარმოიქმნება ეს დამახასიათებელი „ფრთები“.
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ამერიკელი ასტრონომის რუდოლფ მინკოვსკის მიერ. იგი დედამიწიდან დაშორებულია 2,1 ათასი სინათლის წელიწადით და წარმოადგენს წითელი გიგანტის, რომელმაც თითქმის ამოწურა თავისი წყალბადის მარაგი, მიერ გამოტყორცნილ გარე შრეების ნარჩენებს.