ბრძენი მოხუცი, მოხუცი ჩვილი - უძველესი ჩინელი ლეგენდარული ფილოსოფოსი და მოაზროვნე ძვ. წ.6-5 საუკუნეებში.
იგი ითვლება ავტორად ფილოსოფიური ნაშრომისა, სახელწოდებით „დაო დე ძინი“, რომელმაც ,უკვე ახალი წელთაღრიცხვის 2 საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას - დაოიზმს, თუმცაღა თანამედროვე მეცნიერთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ამ პიროვნების ისტორიულობას.
„დაო დე ძინი“( ანუ „წიგნი გზასა და კეთილ ძალაზე“) წარმოადგენს წარმოადენს კლასიკურ ფილოსოფიურ ტრაქტატს, რომლის ლეგენდარული ავტორი გახდა გაღმერთების ობიექტი, დაოიზმის ჩამოყალიბების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე.
ლაო ძის პიროვნება მრავალი ლეგენდის საბურველითაა გარემოსილი. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მითოლოგიზირებული აღწერები ისტორიულად დასაბუთებული ფაქტების არარსებობის პირობებში, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ლაო ძის ბიოგრაფიის სავარაუდობის შესახებ. არის ვერსია, თითქოს ეს ლეგენდარული პიროვნება თვით დიდი კონფუციუსია.
ლეგენდები:
ლაო ძის დედას იგი ჩაესახა მოწყვეტილი ვარსკვლავიდან, 81 წელი მუცლით ატარა და შვა უკვე გაჭაღარავებული ჩვილის სახით, რომელიც მაშინათვე ალაპარაკდა. 160 წლის განმავლობაში მან იცხოვრა განდეგილივით და შემდეგ გაეშურა ქვეყნის დასავლეთით, რის შემდეგაც მასზე აღარავის სმენია.
სხვა ვერსიით იგი ჩაისახა მზის ენერგიით გაჯერებული ხუთფერიანი მარგალიტით, რომელიც დედამისმა გადაყლაპა და 81 წლის შემდეგ, ქლიავის ხის ქვეშ შვა მარცხანა ნეკნის ქვეშიდან. 9 დღის შემდეგ იგი უკვე იყო სიმაღლით 9 ჩი (3 მეტრი) და გარეგნულად, ქონდა წმინდანის ყველა თვისებები.
ლაო ძი ჩინეთის მიწაზე მოვიდა ინდოეთიდან, ხელახლა დაბადებულის სახით, წარსულის გარეშე.
ლაო ძიმ, მისი ცხოვრების მიწურულს, ხარზე ამხედრებულმა დატოვა ჩინეთი და გადაივეწა. ამის შემდეგ მასზე აღარაფერი სმენიათ.
მეტნაკლებად გავრცელებული ბიოგრაფიული ცნობები ლაო ძის შესახებ მომდინარეობს ჩინელი ისტორიკოსი ციმა ციანიას „“ისტორიული ჩანაწერებიდან“ (ძვ.წ.აღ. 145 – 186 წწ)
ამ ნაშრომში არის თავი - „ ლაო ცზი ხან ფეი-ცზის ცხოვრების აღწერა“. ლაო ძის დაბადების ადგილად დასახელებულია სამხრეთ ჩინეთის სამეფო - ჩუ, პროვინცია - კუ, სოფელი-ციუიჟზენი, სადაც იგი მოევლინა ქვეყანას ძვ.წ.აღ. 604 წ. თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი მან გაატარა იმპერატორის აქივისა და სახელმწიფო ბიბლიოთეკის მცველად. ძვ.წ.აღ. 517 წ იგი შეხვდა კონფუციუსს,რომელზეც მოახდინა ძალიან დიდი ზეგავლენა, მითუმეტეს, რომ კონფუციუსზე ნახევარი საუკუნით უფროსი იყო.
როცა უკვე ძალიან მხცოვანი შეიქმნა, ლაო ძის იმედი გაუცრუვდა გარემომცველ სამყაროზე და იგი გაემართა დასავლეთისკენ,რათა წასულიყო ქვეყნიდან. როდესაც იგი მიადგა ხანგუს ოლქში სასაზღვრო პუნქტს, იგი შეაჩერა სასაზღვრო ბადრაგმა ინ სიმ და სთხოვა გაენდო მისთვის სწავლების შესახებ. ასე იშვა 5 ათას სიტყვიანი წიგნი „დაო დე ძინი“, რომელიც ლაო ძიმ თვითონ დაწერა ან მისი კარნახით სხვამ ჩაწერა. ასე შეიქმნა წიგნი, რომელიც იქცა დაოიზმის კანონიკურ ტექსტად. ფილოსოფოსმა დატოვა ჩინეთი, გაემართა ინდოეთისაკენ და იქ ქადაგებდა თავის იდეებს, რომელთა საფუძველზეც აღმოცენდა ბუდდიზმი.
ლაო ძის გარდაცვალებასა და მის გარემოებებზე არაფერია ცნობილი.
ლაო ძის ფილოსოფიის ამოსავალი მცნება არი ‘დაო’ - საწყისი, რომლის შეცნობა და სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. რომელიც წარმოადგენს არსებობისა და არარსებობის ერთიანობას. დაოს მოძღვრების მიხედვით არსებობის შესახებ, მოქმედების ფორმა -უმოქმედობაა, რაც გულისხმობს ბრძოლაზე უარის თქმას, წინააღმდეგობის გაუწევლობას,, ჰარმონიის ძიებას. იგი მოუწოდებდა ბრძენ მმართველებს არ ეწარმოებინათ ომები და არ ეცხოვრათ ფუფუნებაში, არამედ მიეცათ თავის ხალხისთვის მაგალითი, ეცხოვრათ უბრალოდ, სუფთად და ბუნებრივად, მიეღწიათ სიმშვიდისათვის თავიანთ გულებში.
ციტატები
* როდესაც მრავლდება კანონები და ბრძანებები, ქურდებისა და ყაჩაღების რაოდენობა იზრდება.
* როცა მტრები არ არიან არც ომებია.
* რაც მეტს დააგროვებ, მით მეტი დაგეკარგება.
* თუ ხალხს არ ეშინია ხელისუფლების, მაშინ ხელისუფლება უფრო გაიზრდება.
* ის, ვინც იცის თავისი მოღვაწეობის საზღვრები, არ მიუახლოვდება საფრთხეს, დიდხანს იცოცხლებს.
* ის, ვინც ბევრი იცის, უჭირავს თავი არაფრის მცოდნედ, ზნეობრივი ადამიანია.
* ვინც ბევრს ლაპარაკობს,ხშირად განიცდის წარუმატებლობას.
* ის, ვინც არაფერი იცის,უწირავს თავი ყველაფრის მცოდნედ, ავადმყოფია.
* თუ ხალხს არ ეშინია სიკვდილის, რატომ უნდა შეაშინო სიკვდილით.
* არის ოთხი უდიდესი სფერო: გზა, ცა, დედამიწა, ადამიანი. და ადამიანი ამ სფეროებს შორის პირველ ადგილზეა.
* ღირსეულთა კანონია სიკეთის კეთება და მშვიდობისმყოფელობა.
* ზომიერების მქონე კმაყოფილია თავისი მდგომარეობით, ბევრის მცოდნე ჩუმადაა, ხოლო ბევრს ვინც ლაპარაკობს, არაფერი იცის.
* ქვეყნიერების უბედურება შედგება წვრილმანებისაგან, როგორც დიდი საქმე - მცირეთაგან.
* იყავით ყურადღებით თქვენი აზრებისადმი,რადან ისინი არიან თქვენი ქმედებების საწყისი.
* სამყაროში ყველაფერი იზრდება,ყვავის და უბრუნდება თავის ფესვებს. საკუთარ ფესვებთან დაბრუნება ნიშნავს სიმშვიდეს; ბუნებასთან თანხმობა ნიშნავს მუდმივობას; ამიტომ სხეულის ნგრევა არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.
* ჭეშმარიტების ხმა ყურისთვის აუტანელია.
* საუკეთესო იარაღსაც კი სიკეთე არ მოაქვს.
* ბრძენისთვის პატივიც და შერცხვენაც ამა სოფლის ძლიერთაგან ერთნაირად უცნაურია.
* თუ შენში რწმენის უკმარისობაა, ყოფიერებას შენი არ ჯერა.
* თუ თქვენ გაქვთ კეთილდღეობა, იფიქრეტ რას მოიმოქმედებთ უბედურების ჟამს, რადგან დიდი უბედურება უმნიშვნელოთი იწყება.
* ვინც ადამინთა სიყვარულის გამო იბრძვის, ის გაიმარჯვებს.
* ადვილად მიღწეული შეთანხმება ნდობას არ იმსახურებს.
* როცა საქმეში წარმატებას მიაღწევ, ჯობია ჩამოშორდე.
* უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველი მაღლისთვის. ამიტომ ჩინიანთ და ხელისუფალთ, რომელნიც აღიმაღლებენ საკუთარ თავს, მტკიცე საფუძველი არ გააჩნიათ, რადგან ისინი არ განიხილავენ უჩინოთ, როგორც თავის საფუძველს. ეს მცდარი გზაა.
* თუმცა სამყაროში არ არის რაიმე უფრო სუსტი და ნაზი წყალივით, მაგრამ მას შეუძლია გაანადგუროს ყველაზე მყარი საგანიც კი.
* მიზეზი იმისა,რომ ძნელია ხალხის მართვა, მდგომარეობს ხალხის განათლებაში და რომ მათ შორის ბევრი ჭკვიანია.
* ვინც იცის ადამიანები, გონიერია. ვინც საკუთარი თავი შეიცნო - განათლებული.
ვინც ადამიანები დაამარცხა ძლიერია. ვინც საკუთარ თავს მოერია - უძლიერესი.