LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

მონტესკიე, ადვოკატი და ფილოსოფოსი

    შარლ დე სეკონდა ბარონ დე მონტესკიე განმანათლებლობის ეპოქის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ფილოსოფოსია.
    მონტესკიე გახლავთ პოლიტიკური ფილოსოფიის  ფუძემდებელი. ლოკის,არისტოტელესა და ციცერონის ლიბერალიზმით შთაგონებულმა  მონტესკიემ  ნაწარმოებში "კანონთა გონი" აღწერა თავისი სოციოლოგიური შეხედულებები საზოგადოებისა და მისი კანონების შესახებ, მოძღვრება სახელმწიფოსა და   სამართალზე .
    უდავოდ დიდია მონტესკიეს გავლენა  კანტის ,რუსოსა და როლსის ფილოსოფიაზე .
მონტესკიე,  კანონისა  და თავისუფლების შესახებ
   -მონტესკიე ცდილობს ჩასწვდეს კანონთა არსს და დაუქვემდებაროს ის მეცნიერულ ანალიზს.მონტესკიეს კანონთა გონის მიზანი ადამიანური კანონებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსის გაგებაა. მონტესკიე თვლის, რომ სხვადასხვა კანონისა და საზოგადოებრივი სისტემების ახსნის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ადაპტირებულ უნდა იქნას სხვადასხვა ფაქტორებთან და მათი ახსნა ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად  შეუძლებელია. კანონები უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანებს, ვისთვისაც არის შექმნილი, მათ  შორის შესაბამისობაში იყოს ყოველი მთავრობის ბუნებასა და პრინციპებებთან,  კავშირში უნდა იყოს თავისუფლების ხარისხთან, აღმსარებლობასთან, ტრადიციებსა და ქცევებთან.

⦁    რა არის თავისუფლება? მონტესკიე თავისუფლებას განიხილავს პოლიტიკურ ჭრილში და ამბობს რომ ეს არის კანონმორჩილება.

  -თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონი გაძლევს და არა ის რაც შენ გინდა.
მონტესკიეს დასახურება ის არის,რომ თავისუფლებას განიხილავს კანონთან მიმართებაში და სახელმწიფოს -საზოგადოებად, სადაც კანონი ზეობს.
მონტესკიეს მიხედვით პოლიტიკური თავისუფლება, კანონი და სახელმწიფო არის ერთიანი რაციონალური სისტემა
მონტესკიე მმართველობის სხვადასხვა ფორმების შესახებ: ტირანია,რესპუბლიკა და მონარქია.
მონტესკიე სახელმწიფო მმართველობის სამ ძირითად  ფორმაზე მიუთითებს. მონარქია, როდესაც მმრთველობა ერთი ადამიანის ხელშია და მას ახორციელებს კანონების საშუალებით; რესპუბლიკა ეს არის მმართველობა,რომლის უმაღლესი ძალაუფლება მთლიანად ან ნაწილობრივ ხალხის ხელშია; ტირანიას  ის განსაზღვრავს,როგორც სახელმწიფოებრივ წყობას, რომელიც სრულიად ემორჩილება ერთი ადამიანის სურვილს და ადგილი აქვს კანონების სრულ იგნორირებას. ტირანია ემყარება  შიშის და ძალიან ხშირად ეს არის რელიგიური შიში.
-პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დემოკრატიასთან და მეორე შემთხვევაში არისტოკრატიასთან.

   მონტესკიე ხელისუფლების გაყოფის შესახებ:
მონტესკიე განასხვავებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. ამგვარი დანაწილებით, მონტესკიეს აზრით, შეუძლებელია მთელი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირება და შესაბამისად, შესაძლებელია ტირანიის თავიდან აცილება.
მონტესკიეს დოქტრინა პოლიტიკური თავისუფლების შესახებ საფუძვლად უდევს თანამედროვე  პოლიტიკურ ხედვას.

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია