LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში

იური ფელშტინსკი

რუსეთ- ამერიკის ისტორიკოსი

როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ბორის ნემცოვის მკვლელობა ხელს უქწყობს ბოსტონში  მომხდარი ტერაქტში გარკვევას.

სტატია პირველად ავტორის თხოვნით დაიბეჭდა ინტერნეტ გამოცემაში http://nv.ua/ და იგი ეხება 2013 წლის 15 აპრილს ბოსტონში მომხდარი ტერაქტის გამოძიებას.

2013 წლის 15 აპრილს ბოსტონში მოხდა  ტერაქტი. ორი წლის შემდეგ საქმე დაიხურა, ხოლო ტერორისტები დასჯილ იქნენ: ერთი მოკლული იქნა, ხოლო მეორეს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. თუმცა დადგენილი და დასჯილი იქნა ბოსტონის ტერაქტის მხოლოდ ორი  შემსრულებელი, მაინც არასწორი იქნებოდა გვევარაუდა, რომ მთელი ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა ერთმა პიროვნებამ - 26 წლის ტამერლან ცარნაევმა - თავისი ერთგული 18 წლის ძმის - ჯოხარის დახმარებით. მე შევეცდები ვაჩვენო, რომ საყოველთაოდ აღიარებული თეორია მარტოხელა შეთქმულზე -მცდარია, რომ შეთქმულთა წრე იყო უფრო ფართო, და ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზზე მომხდარი ტერაქტის უკან შეიძლება იდგეს ჩეჩნეთის ახლანდელი პრეზიდენტი რამზან კადიროვი და მისი სპეცსამსახურები.

უკეთესად რომ გავერკვეთ ამ ტერაქტის სათავეებში, მე ვისურვებდი შემეხსენებინა  კიდევ ერთ დანაშაულზე, რომელიც ამერიკელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაასამარეს, დანაშაული, რომელიც დღემდე ოფიციალურად გაუხსნელი რჩება. დაახლოებით ხუთი წუთის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც 2013 წლის აპრილში  ორმხრივი  სროლები იყო პოლიციასა და ძმებ ცარნაევებს შორის, ბოსტონის უოლსამის რაიონში ტერაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე მოკლული იქნა სამი ადამიანი: 25 წლის ბრენდან მესსი, 31 წლის ერიკ ვეისმანი  და 37 წლის რაფაელ ტექენი. ისინი მოკლული იქნენ მესსის სახლში, რომელიც მდებარეობს ჰარდინგ ავენიუ 12 -ის მისამართზე. სამივეს ყელი ქონდა გადაჭრილი. დანაშაულის ადგილზე მიმოფანტული იყო ფული და მარიხუანა; პოლიციამ დანაშაული ჩათვალა  ნარკოსაქმისნების გარჩევად და დატოვა გაუხსნელი.

თამერლან ცარნაევი ახლოს იცნობდა მესსის. ისინი მეგობრობდნენ და იყვნენ პარტნიორები რინგზე და ვარჯიშებზე. ეჭვმიტანილი მკვლელობის საქმეში გარკვეული პერიოდი იყო ტამერლანის ახლო ნაცნობი - იბრაგიმ ტოდაშევი. მაგრამ  პოლიციამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები  ბრალის წაყენებისთვის. დაკითხული იყვნენ ტოდაშევიც და ტამერლან ცარნაევიც( როგორც მესსისა და ტოდაშევის მეგობარი), მაგრამ  ჩათვალეს, რომ ტოდაშევი  ამ სამმაგ მკვლელობასთან არ იყო დაკავშირებული. ტამერლან ცარნაევი კი თითქოს ფორმალურად ეჭვმიტანილი არასოდეს ყოფილა, უფრო მოწმედ განიხილებოდა.  მნიშვნელოვანი დეტალი: უოლსამში სამი მოკლული მუსიკოსები იყვნენ და  მკვლელობის მომენტში, როგორც ორკესტრანტებს რეპეტიცია ქონდათ. ტამერლანის ნაცნობი ამერიკელი სპორტსმენების  მოწმობით, იგი კარად უკრავდა  ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე, რადგან რუსეთში, აშშ-ში ემიგრაციამდე  მუსიკას სწავლობდა.

უოლსამის მკვლელობის საქმეში ტოდაშევი მეორეჯერ გახდა ეჭვმიტანილი 2013 წლის 15 აპრილის ბოსტონის ტერაქტის შემდეგ. იმ დროისათვის 27 წლის ტოდაშევი უკვე ფლორიდის შტატშ, ორლანდოში ცხოვრობდა. 22 მაისს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ორი თანამშრომელი მასთან მორიგ გასაუბრებაზე მივიდა.  დაკითხვისას ტოდაშევმა აღიარა სამი ადამიანის მკვლელობა უოლსამში და მიუთითა ტამერლან ცარნაევის თანამონაწილეობაზეც.

ამგვარად 2013 წლის ბისტონის ტერაქტის შემდეგ ფსბ-მ ეჭვი შეიტანა, რომ ტამერლან ცარნაევი შეიძლებოდა ყოფილიყო ხარდინგ ავეიუზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის თანამონაწილე.  ცხადი ხდებოდა, რომ თავისი სპორტსმენი-მუსიკოსი კოლეგები 2011 ისევე არ დაინდო, როგორც კოლეგა სპორტსმენები 2013 წელს.

ვისურვებდი ყურადღების გამახვილებას   ბოსტონის პოლიციის, რომელიც იძიებდა ამ მკვლელობას,  თვალს  მიღმა დარჩენილ  ორ დეტალზე: მსხვერპლთა ეროვნების შესახებ და დანაშაულის თარიღზე.  სამიე მსხვერპლი ებრაელი იყო. მკვლელობა უოლსამში მოხდა 2011 წლის 11 სექტემბერს, ნიუ იორკის სექტემბრის ტერაქტის 10 წლისთავზე. ეს მკვლელობა არ იყო ნარკომოვაჭრეების გარჩევა. ეს იყო ტერაქტი, რომელიც  დარჩა შეუმჩნეველი, გაუხსნელი და დაუსჯელი. 2011 წელს ბოსტონის პოლიციასა და ფსბ სერიოზული ინტერესი რომ გამოეჩინათ ბოსტონელი  სამი ებრაელის მკვლელობაზე 11 სექტემბრის 10 წლისთავზე, შესაძლოა, 2013 წლის ბოსტონის ტერაქტი  ვეღარ მომხდარიყო.

მაგრამ დავუბრუნდეთ ტერაქტის შემკვეთებსა და ორგანიზატორებს: უფრო ზუსტად, ორი ტერაქტის - 2011 და 2013 წლების. ბოსტონში 2011წელს მოკლული ებრაელი, იმის გარდა რომ ქონდათ პატარა ორკესტრი, იყვნენ ასევე  სპორტსმენები- ბოქსიორები და მოჭიდავეები, ფიზიკურად ძლიერი ადამიანები.  მათ მოსაკლავად საჭირო იყო დიდი გამოცდილება ყელის გამოჭრაში. ჩანს, მკვლელებს, რომლებიც რამდენიმე იყო, ეს გამოცდილება ქონდათ.

მკვლელობიდან ოთხი თვის შემდეგ, 2012 წლის 12იანვარს ტამერლან ცარნაევი რუსეთში გაფრინდა და იქ დარჩა 17 ივლისამდე (ზოგიერთი ცნობით 19 ივლისამდე).   2012 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით  ის იმყოფებოდა მახაჩკალაში, დაღესტანში, სადაც 2012 წლის აპრილში ჩავიდა მამამისი, ხოლო დედამისი  - ივნისში. უცნობია სად იყო ტამერლანი 13 იანვრიდან მარტამდე. ტამერლანის მამა ანზორი ამტკიცებდა, რომ  იგი იმყოფებოდა ჩეჩნეთში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. როგორც ჩანს, ჩეჩნეთში იგი იმყოფებოდა 2012 წლის იანვრიდან მარტამდე.

2013 წლის ტერაქტის შემდეგ ფსბ-მ  განაცხადა, რომ რუსეთის ფედ. უსაფრთხოების სამსახურიდან 2011 წლის მარტში მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტამერლანი იყო რადიკალური ისლამის მომხრე, 2010 წელს იგი მკვეთრად შეიცვალა და ემზადებოდა აშშ-ს დასატოვებლად.  ფედ. უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრებით, ტამერლანი გეგმავდა რუსეთში გამგზავრებას  რათა გამხდარიყო ტერორისტი.  შეიძლება მხოლოდ მარჩიელობა იმაზე, თუ რა გზით მიიღო ფედ. უსაფრთხოების სამსახურმა ცნობები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა და აპირებდა ტამერლანი.  შეიძლება ვარაუდი, რომ თვალყურს ადევნებდნენ  დაღესტნელი და ჩეჩენი იატაკქვეშელთა კავშირებს და გამოარკვიეს, რომ მათთან კონტაქტზე გავიდა ტამერლან ცარნაევი.  ასევე შეიძლება ვარაუდი, რომ მათ ყავდათ თავისი აგენტი  ტამერლანის ნაცნობებსა და ნათესავებს შორის.

ფსბ- ს მოწმობით, დოკუმენტი, რომელიც მათ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღეს შეიცავდა ძალიან მწირ ინფორმაციას. უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობდა, რომ ტამერლანი ექსტრემისტი გახდა, მაგრამ არავითარი დაკონკრეტება, მაგალითები ან დეტალები არ იყო შეტყობინებული.  ამასთანავე რუსეთის უსაფრთხოების სამსახური მოითხოვდა, რომ ტამერლანი ყოფილიყო დაკავებული თუკი იგი დააპირებდა აშშ-ს დატოვებას. ფსბ- რუსეთს გაუგზავნა თხოვნა, დამატებითი ინფორმაციის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.  მიუხედავად ამისა, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის გამოთქმული ეჭვის გამო ფსბ  რამდენჯერმე გაესაუბრა ტამერლანსა და მისი ოჯახის წევრებს, მაგრამ რადგან ვერ ნახეს ტამერლანის დანაშაულებრივი ქმედებების სამხილები, რუსეთიდან მიღებული მასალები დარჩა რეაგირების გარეშე. საქმე დაიხურა 2011 წლის ივნისში.  მეორე შეტყობინება  რუსეთიდან  ფსბ-მ მიიღო  2011 წლის სექტემბერში. ამ შეტყობინების ზუსტი თარიღი გაურკვველია, ამიტომ გაურკვეველია აშშ-ში იგი  გამოგზავნილი იქნა უოლსამის მკვლელობამდე თუ მას შემდეგ. შეტყობინება არ შეიცავდა პრინციპულად ახალ ინფორმაციას და ამიტომ ფსბ-მ იგი დატოვა რეაგირების გარეშე. თუმცა მკვლელობისა და პოლიციის  და არა ფსბ-ს მიერ ტამერლანის დაკითხვის შემდეგ ( ფსბ არ იყო ჩართული უოლსამის „წვრილმანი“ მკვლელობის გამოძიებაში), 2012 წლის 12 იანვარს ტამერლანი აშშ-ს სამართალდამცავების მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაემგზავრა ამერიკიდან.  საერთო ჯამში,უოლსამში მომხდარი მკვლელობაში მასზე შესაძლო ეჭვის მიტანის გამო,  მისთვის საფრთხის შემცველი რუსეთი  გახდა უსაფრთხო ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა მოეცადა სანამ პოლიცია გამოძიებას არ დაამთავერებდა.

რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს ტამერლანი იყო უსაფრთხოების სამსახურის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. რის შედეგადაც ახდა ცნობილი, რომ იგი შევიდა კონტაქტში დაღესტნის იატაკქვეშეთის აქტივისტებთან - წარმოშობით პალესტინელ 18 წლის  მახმუდ ნიდალთან და რუსი წარმოშობის კანადელ 21 წლის უილიამ  პლოტნიკოვთან. მას შემდეგ, რაც 2012 წლის 19 მაისს ნიდალი იქნა მოკლული სპეცოპერაციის დროს, ტამერლანი მშობლებისგან გადავიდა ნათესავებთან და განსაკუთრებული საჭიროების გარდა ბინიდან არ გამოდიოდა.  2012 წლის 13-14 ივლისს  რუსეთის სამხედრო დანაყოფმა დაღესტანში გაანადგურა დაღესტნული იატაკქვეშეთის ორი ხელმძღვანელი ისლამ და არსენ მაგომედოვები და მათთან ერთად კიდევ ხუთი ტერორისტი. ამ ხუთ ტერორისტს შორის აღმოჩნდა პლოტნიკოვიც. პლოტნიკოვის დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტამერლანი ჯერ გაემგზავრა გროზნოში, შემდეგ მოსკოვში და იქიდან აშშ-ში.

როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ბოსტონის ტერაქტში გარკვევას ხელს უწყობს ცოტა ხნის წინ მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა. უკვე დღეს ჩვენს ხელთ არის საკმარისი მინიშნებები იმაზე, რომ ნემცოვის მკვლელობა ორგანიზებული იყო კადიროვის ხალხის მიერ. სხვა ეჭვმიტანილები ამ მომენტისთვის გამოძიებას არა ყავს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ  ძალიან ბევრი არა მარტო რუსეთში , არამედ მის ფარგლებს გარეთაც მომხდარი  მკვლელობის კვალი,( მაგ. ავსტრიაში, თურქეთში) ასევე მიდის ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვამდე.  ამ საზღვარგარეთული მკვლელობების სია საკმაოდ შთამბეჭდავია, მათზე ბევრს წერდნენ როგორც რუსულ, ასევე საერთაშორისო პრესაშიც. თავად რუსეთში გახმაურებული მკვლელობებიდან აღსანიშნავია ცნობილი ჟურნელისტის ანა პოლიტკოვსკაიას  საქმე, რომელიც ბევრს წერდა ჩეჩნეთში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და კადიროვის მოწინააღმდეგე კლანის ძმები იამადაევებთან ანგარიშსწორებაზე.

გასაგებია, რომ ამ ლიკვიდაციების ჯაჭვი - დაწყებული საკუთარ სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეზე მოკლულ პოლიტკოვსკაიადან, 2015 წლის 27 თებერვალს კრემლის კედლებთან მოკლულ ნემცოვით დამთავრებული, კადიროვს არ შეეძლო ჩეადინა  პუტინთან წინასწარი შეთანხმების გაერეშე.  პუტინისაგან  თანხმობის მიღების გარეშე, ჩეჩნეთის საზღვრებს გარეთ კადიროვი თითის განძრევასაც კი ვერ გაბედავდა. იგი დამოუკიდებელია იმდენად, რამდენადაც ამ დამოუკიდებლობას უშვებს და მხარს უჭერს  რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად აფასებს კადიროვის მოღვაწეობას მრავალრიცხოვანი ჯილდოებით. ბოლო ჯილდო- ღირსების ორდენი კადიროვმა მიიღო 2015 წლის მარტში  ბორის ნემცოვის მკვლელობის წარმატებული ორგანიზების აღსანიშნავად. ასე რომ, რუსეთში კადიროვი უპირობოდ ყველაზე საყვარელი და წახალისებული  პოლიტიკური მოღვაწეა პუტინისათვის.

სხვათა შორის, კადიროვი ფულს ღებულობს არა მხოლოდ პუტინისაგან, არამედ  არაბეთის ქვეყნებიდანაც, რომლებიც აფინანსებენ კადიროვის ჩეჩნეთის მუსულმანურ რესპუბლიკას.  შეიძლება მხოლოდ ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვალდებულებებს ღებულობს კადიროვი საკუთარ თავზე ამასთან დაკავშირებით. უფასო ფულს არავინ იძლევა, არც კრემლი და არც არაბეთის ემირატები.

ეს მასალა გახლავთ იური ფელშტინსკის საავტორო გამოძიება. გაგრძელება იქნება.

 

 

 

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია