რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
1.შეისწავლეთ ყველა შესაძლო საშუალება. ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესია, რაც მოიცავს ყოველდღიურ ძიებას ინტერნეტრესურსებში. ჩვენ შევეცდებით ეს პროცესი შეგიმსუბუქოთ და დავდოთ ჩვენს საიტზე უკვე მოძიებული ან აპრობირებული რესურსები. როცა საჭირო ინფორმაცია თქვენს ხელთ აღმოჩნდება, დაიწყეთ ამ ინფორმაციის გაფილტვრა იმის მიხედვით, თუ რომელი საგრანტო პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს თქვენი მონაცემები.
2. არ შეზღუდოთ თქვენი შანსები. ანუ არ შემოიფარგლოთ მარტო იმ გრანტებზე განაცხადების შევსებით, რომლებიც მთლიანად ფარავენ ხარჯებს, არამედ მიიღეთ მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრ პროგრამაში. ნაწილობრივი ანაზღაურება იქნება ეს, თუ მხოლოდ მცირე სახის დახმარება. ეს ზრდის თქვენს შანსს შეაგროვოთ საჭირო თანხა და ზოგჯერ ჯიბის ფულადაც კი დაგრჩეთ. ზედმეტი თანხის დაბრუნებას უკან არავინ მოგთხოვთ.
3. აუცილებლად მიაქციეთ დიდი ყურადღება ვადებს. ადრე ან გვიან გაკეთებული განაცხადი შეიძლება ავტომატური დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა ზოგჯერ მითითებულია გრანტის მინიჭების ვადაც და ესეც ყურადსაღებოა, იმიტომ რომ სწავლის დაწყების მომენტში ეს თანხები უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.
4. შეადგინეთ გრაფიკი. ეს აუცილებელია იმიტომ რომ გრანტის დამტკიცება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და არ მოხდეს ისე, რომუნივერსიტეტში გაკეთებული აპლიქეიშენი არ დაემთხვეს დროში გრანტის მიღებას. ამას გარდა ძალიან ბევრი სამუშაო იქნება საბუთების მოსაგროვებლად, რაც ასევე დროს მოითხოვს.
5. ნუ დაკარავთ დროს ტყუილად ისეთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებთ!!! ამიტომ საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ საკონკურსო პირობებს!
6. შეადგინეთ წინასწარ ისეთი სამოტივაციო წერილი, რომ შემდგომში მისი მოდიფიცირება იოლი იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ამა თუ იმ კონკურსზე ბენეფიციარების შერჩევა იქნება ეს აკადემიური მოსწრების ბაზაზე(merit based), თუ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობის ნიადაგზე (need based).
7. ყურადღებით და სწორად შეავსეთ ანკეტა, მაგრამ არ გადატვირთოთ ზედმეტი ინფორმაციით, ანუ ისეთით, რომელსაც არ გეკითხებიან. მსავსი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს სამოტივაციო წერილში. თუ ანკეტის რომელიმე კითხვა თქვენ არ გეხებათ, ჩაწერეთ “Not applicable”.
8. ყურადღება მიაქციეთ საბუთებში გრამატიკულ თუ სხვა სახის შეცდომებს და დაიცავით შრიფტის და ინტერვალის მოთხოვნები, აგრეთვე დაიცავით აბზაცისა და ველის ფორმები.
9. აუცილებლად გააკეთეთ დოკუმენტების ასლები გაგზავნის წინ და შეინახეთ, იმის მიუხედავად ონლინით აგზავნით თუ ჩვეულებრივი ფოსტით.
10. არ დაელოდოთ დედლაინს და გააგზავნეთ საბუთები ოპტიმალურ ვადაში, მითუმეტეს თუ ფოსტით აგზავნით.
11. გაგზავნის წინ კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ყველაფერი. არასწორად შედგენილი ან გაუფორმებელი დოკუმენტების პაკეტი შეიძლება არც მოხვდეს იმ პირების ხელში, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობენ.