LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი

(ოთხი თავისუფლება)

ბატონო სპიკერო, 77 -ე კონგრესის წევრებო!

  მოგმართავთ თქვენ, ახალი კონგრესის  წევრებს, ჩვენი კავშირის ისტორიის უპრეცედენტო მომენტში.  მე ვიხმარე სიტყვა „უპრეცედენტო“, რადგან  დღემდე ამერიკის უსაფრთხოებას არასოდეს დამუქრებიან ასე სერიოზულად გარედან, ისე როგორც დღეს.

  იმ დროიდან, როცა ჩვენ 1789 წელს საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად,  ჩვენი ისტორიის კრიზისული პერიოდების უმეტესობა  დაკავშირებული იყო ჩვენს შიდა საქმეებთან.  და, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი მათგანი - ოთხწლიანი ომი შტატებს შორის - პირველად დაემუქრა ჩვენს ნაციონალურ ერთობას. დღეს, მადლობა ღმერთს,  130 მილიონიმა ამერიკელმა 48 შტატში  დაივიწყა, საით მიანიშნებდა ჩვენი ნაციონალური ერთობის კომპასის ისრები.  მართალია, 1914 წლამდე შეერთებულ შტატებს ხშირად აწუხებდა სხვა კონტინენტებზე მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ორ ომშიც კი მივიღეთ მონაწილეობა ევროპულ სახელმწიფოების წინააღმდეგ და რამოდენიმე გამოუცხადებელ ომში ვესტ ინდოეთში, ხმელთაშუა ზღვასა და წყნარ ოკეანეში, ვიცავდით რა  ამერიკის უფლებებსა  და  მშვიდობიანი ვაჭრობის პრინციპებს.  მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ აღმოცენებულა სერიოზული საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის  ანდა  ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

  მე მინდა მოვიტანო თქვენს ცნობიერებამდე  ისტორიული სიმართლე, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ  შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო, ყველა დროში  გამოდიოდა- მკაფიოდ და განსაზღვრულად - ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ , ჩავეკეტეთ უძველესი ჩინური კედლის მიღმა, მაშინ, როცა  ცივილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა ჩვენი გვერდის ავლით. დღეს, ვფიქრობთ -რა ჩვენს შვილებზე და მათ შვილებზე, ჩვენ გამოვდივართ თავსმოხვეული იზოლაციის წინააღმდეგ ჩვენდამი ან  ამერიკის ნებისმიერი სხვა ნაწილისადმი.

   ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რომლის  დემონსტრაციას ვახდენდით მთელი ეს წლები, ჩვენ დავამტკიცეთ, მაგალითად, 25 წლიანი ომის პერიოდის დასაწყისში, რომელიც მოყვა ფრანგულ  რევოლუციას.  ნათელია, არც მაშინ, როცა ნაპოლეონის მებრძოლები ნამდვილად ემუქრებოდნენ შეერთებული შტატების ინტერესებს, ვესტ ინდოეთსა და ლუიზიანაში ფრანგული დასაყრდენის გათვალისწინებით, არც მაშინ, როცა ჩვენ მონაწილეობას ვღებულობდით 1812 წლის ომში,  ჩვენი მშვიდობიანი ვაჭრობის უფლებების დასაცავად, არც საფრანგეთი, არც დიდი ბრიტანეთი,  არც რომელიმე  სხვა სახელმწიფო არ მიისწრაფოდა  მსოფლიო ბატონობისაკენ.

 ანალოგიურად,  1815 დან 1914 წლამდე- 99 წლის განმავლობაში- ევროპის ან აზიის არცერთი ომი  არ უქმნიდა რეალურ საფრთხეს ჩვენს მომავალს  ან ამერიკის რომელიმე ნაციის მომავალს.

მექსიკაში  მაქსიმილიანის ხანმოკლე ეპიზოდის გამოკლებით, არცერთი უცხოური სახელმწიფო არ ილტვოდა დამკვიდრებულიყო ჩვენს ნახევარსფეროში. ხოლო ატლანტიკის ოკეანის ბრიტანული ფლოტის ძალა ჩვენდამი მეგობრული იყო და ასეთად  რჩება დღემდე.

მაშინაც კი, როცა 1914 წელს მსოფლიო ომი გაჩაღდა, იგი მოიცავდა მხოლოდ მცირედ  საფრთხეს ჩვენი ამერიკული მომავლისათვის. მაგრამ, როგორც ჩვენ გვახსოვს, დროთა განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა დაიწყო იმის გაცნობიერება, თუ რას შეიძლება  ნიშნავდეს ჩვენი დემოკრატიისათვის სხვა დმოკრატიული ქვეყნების დამხობა.

  ჩვენ არ უნდა გავაზვიადოთ ვერსალის ზავის ნაკლოვანებები.  ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ გაუთავებლად, რომ დემოკრატიები უუნარონი გამოდგნენ, რათა გაუმკლავდნენ მსოფლიოს ხელახალი  მოწყობის პრობლემებს.  ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ  ზავი, დადებული 1919 წელს, უფრო ნაკლებად  უსამართლო იყო  ვიდრე  „მშვიდობის“ ის ფორმა, რომელიც დაიწყო მიუნხენამდე და რომელიც გრძელდება ახალი ფორმის ტირანიის  პირობებში,  რომელიც მიილტვის  გავრცელდეს ყველა კონტინენტზე.  ამერიკელი ხალხი შეუვალად დადგა პირისპირ ამ ტირანიის წინააღმდეგ.  მე ვფიქრობ , რომ  თვითოეულმა რეალისტმა იცის, რომ ამ მომენტში, მსოფლიოს ყველა კუთხეში  ცხოვრების დემოკრატიული გზა განიცდის თავდასხმას - თავდასხმას იარაღით ან  შხამიანი პროპაგანდის მალულად გავრცელებით  იმათი მხრიდან, ვინც  მიილტვის  დაანგრიოს ერთიანობა  და დათესოს შუღლი  ჯერ კიდევ მშვიდობიან სახელმწიფოთა შორის.

ხანგრძლივი თექვსმეტი თვის განმავლობაში ამ თავდასხმებმა დაანგრიეს დემოკრატიული ცხოვრების მოდელი უზარმაზარი რაოდენობის დიდსა თუ მცირე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.  და თავდამსხმელი ქვეყანა კვლავინდებურად  მარშზეა, ემუქრება -რა სხვა დიდ თუ მცირე სახელმწიფოებს.

ამგვარად, როგორც თქვენი პრეზიდენტი, ვასრულებ ჩემს კონსტიტუციურ მოვალეობას -წარვუდგინო კონგრესს ანგარიში კავშირის მდგომარეობის შესახებ, სამწუხაროდ, იძულებული ვარ  გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი  და უსაფრთხოება  და ჩვენი დემოკრატია განსაკუთრებით  დამოკიდებულია მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი საზღვრებიდან შორს.

დემოკრატიული ცხოვრების წესის  შეიარაღებული დაცვა მამაცურად მიმდინარეობს ოთხ კონტინენტზე. თუ ეს თავდაცვა განიცდის მარცხს, ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის მთელი მოსახლეობა და მთელი რესურსები აღმოჩნდება დამპყრობელთა განკარგულებაში.  და მოდით გავიხსენოთ, რომ  ამ ოთხი კონტინენტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა  და რესურსების საერთო მოცულობა დიდად აღემატება დასავლეთის ნახევარსფეროს მოსახლეობის საერთო რაოდენობასა და რესურსების საერთო მოცულობას - დიახ, მრავალჯერ.

  ასეთ დროს , ვგონებ,  არაგონიერია, და ამასთანავე არასწორი ზოგიერთების  მტკიცება, თითქოს მოუმზადებელი ამერიკა მარტო, ცალი ხელით ზურგსუკან აკრული, შეძლებს მთელი მსოფლიოს შეკავებას.  არცერთ საღად მოაზროვნე  ამერიკელს არ შეუძლია ქონდეს დიქტატორის  მიერ თავსმოხვეული  საერთაშორისო მშვიდობისა და სულგრზელობის მოლოდინი, ჭეშმარიტი თავისუფლების მინიჭების,  საყოველთაო განიარაღების, სიტყვის თავისუფლების დაცვის, რელიგიური თავისუფლებისა და სამეწარმეო საქმიანობის ღირსეული პირობების მოლოდინიც კი.  სგავსი მშვიდობა ვერ მოგვიტანდა უსაფრთხოებას ვერც ჩვენ და ვერც ჩვენს მეზობლებს.  ის, ვინც მზად არის მსხვერპლად შეწიროს ფუძემდებლური თავისუფლება დროებითი შეზღუდული უსაფრთხოებისათვის, არ იმსახურებს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას.

  როგორც სახელმწიფომ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმითი, რომ ვართ კეთილმოსურნეები, მაგრამ ვერ მივცემთ უფლებას ჩვენ თავს, ვიყოთ სულელები. ჩვენ ყოველთვის უნდა გვეშინოდეს იმათი, ვინც სცემს ბუკსა და ნაღარას და ქადაგებს ვიყოთ ყოველგვარი „იზმ“-ების შემწყნარებლები.  ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ ეგოისტურად განწყობილი ადამიანების იმ პატარა ჯგუფს, რომლებიც მზად არიად შეკვეცონ ფრთები ამერიკულ არწივს, რათა მისი ბუმბულით მოფინონ თავიანთი საბუდარი.

  ცოტახნისწინ  მე მივუთითებდი, თანამედროვე საომარი ხელოვნების პირობებში რამდენად სწრაფად შეიძლება ჩვენი  ყოველდღიური ყოფა გახდეს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი,  საბოლოო ჯამში, რომლის მოლოდინიც უნდა გვქონდეს, თუ სახელმწიფო-დიქტატორი მოიპოვებს ამ ომში გამარჯვებას.

დღეს ადგილი აქვს უსაგნო საუბრებს  ჩვენი იმუნიტეტის შესახებ ოკეანის გაღმიდან  სწრაფი და პირდაპირი ინტერვენციის საწინააღმდეგოდ.  ცხადია, რომ მანამ, სანამ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი ინარჩუნებს თავის ძლევამოსილებას, ასეთი საფრთხე არ არსებობს.ბრიტანეთის საზღვაო ფლოტს რომც არ  ეარსება, საეჭვოა, რომ მტერი გამოდგეს იმდენად სულელი, რომ დაგვესხას თავს, გადმოსხას ათასობით საოკეანო მილიდან ჩამოყვანილი ჯარები  ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდე, სანამ  შექმნიან სტრატეგიულ  ბაზებს, საიდანაც მათ მოუწევთ მოქმედება.  მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ევროპაში გასულ წლებში მომხდარ გაკვეთილებზე, განსაკუთრებით, ნორვეგიის გაკვეთილებზე, რომლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტები დაპყრობილი იქნა ღალატის შედეგად, ასევე თავდასხმის მოულოდნელობის გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მზადდებოდა.

ჩვენს ნახევარსფეროში შემოჭრის პირველი ფაზა არ იქნება რეგულარული ჯარების გადმოსხმა.  მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები იქნება ოკუპირებული საიდუმლო აგენტებისა და მათი ხელშემწყობების მიერ, მათი დიდი რაოდენობა უკვე არიან აქ და ლათინურ ამერიკაში.

რამდენადაც აგრესორი სახელმწიფო აგრძელებს სამხედრო აგრესიას, სწორედ ისინი აირჩევენ დროს, ადგილს და თავდასხმის ფორმას.

სწორედ ამიტომ  ყოველი ამერიკული რესპუბლიკის მომავალი დღეს უდიდესი საფრთის წინაშე დგას.

სწორედ ამიტომ ეს ყოველწლიური მიმართვა კონგრესისადმი არის უნიკალური ჩვენს ისტორიაში.

სწორედ ამიტომ  აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეული წევრისა და კონგრესის თითოეული წევრის წინაშე დგას უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ანგარიშვალდებულება.

ახლანდელი მდგომარეობის  მოთხოვნილება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოქმედებები და ჩვენი პოლიტიკა დაქვემდებარებული უნდა იყოს -პრაქტიკულად ექსკლუზიურად - გარეშე საფრთხი წინააღმდეგ ბრძოლისადმი. ყველა ჩვენი საშინაო პრობლემა ახლა წარმოადგენს ამ დიდი საგანგებო მდგომარეობის  მხოლოდ ნაწილს.

სწორედ ისევე, როგორც ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა საშინაო საქმეებში ეფუძნებოდა ყოველი ჩვენი თანამემამულის  უფლებებისა და  ღირსების სათანადოდ პატივისცემას, ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა საგარეო საქმეებში ეფძნებოდა ყოველი სახელმწიფოს, დიდისა თუ პატარის უფლებებისა და  ღირსების სათანადოდ პატივისცემას. და ზნეობრივმა სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, და საბოლოოდ,  გაიმარჯვებს კიდეც.

ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში.

პირველი. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, ჩვენ ვართ ყოვლისმომცველი ნაციონალური თავდაცვის ერთგული გამტარებლები.

მეორე. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი  პარტიული მიკერძოების გარეშე, ჩვენ  ყველგან  ერთგულად მოვახდენთ სრულ მხარდაჭერას  იმ შეუდრეკელი ადამიანებისა, რომლებიც წინაღუდგებიან აგრესიას და ამით ჩვენ სნახევარსფეროს დაიცავენ ომის გავრცელებისგან.  ამ მხარდაჭერით ჩვენ გამოვხატავთ  რწმენას, რომ დემოკრატიის გზა უპირატესია და ვაძლიერებთ თავდაცვასა და ჩვენი ნაციის უსაფრთხოებას.

მესამე. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, ერთგულად დავიცავთ მაღალ მორალურ პრინციპებსა და ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს, რათა არასოდეს დავთანხმდეთ აგრესორისა და შემრიგებლური პოლიტიკის გამტარებლების  მიერ ნაკარნახევ   ზავს. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა მტკიცე ვერ იქნება  სხვა ხალხების  თავისუფლების ფასად.

 ამასწინანდელი საერთონაციონალური არჩევნებისას ორ ძირითად პარტიას შორის არ აღინიშნებოდა  მნიშვნელოვანი განსხვავებები ეროვნული პოლიტიკის საკითხებში. არცერთ საკითხს არ გამოუწვევია  სერიოზული დაპირისპირება ამერიკული ელეკტორატის წიაღში.  და დღეს აბსოლიტურად ცხადია, რომ ამერიკის მოქალაქეები,  აღიარებენ რა რეალური საფრთხის არსებობას,  ყველგან მოითხოვენ გადაუდებელ  და  ყოვლისმომცველ მოქმედებებს.  ასე რომ,  გადაუდებელი მოთხოვნილებას წარმოადგენს  სასწრაფო და აუცილებელი გაზრდა ჩვენი სამხედრო წარმოებისა. საწარმოებისა და პროფკავშირების ლიდერები გამოეხმაურნენ ჩვენს მოწოდებას. განისაზღვრა ტემპის ზრდის  საბოლოო მიზნები.  რიგ შემთხვევებში ამ მიზნებს  ვადაზე ადრე ვაღწევთ. რიგ შემთხვევებში ჯდება ვადებში. ზოგიერთ შემთხვევაში  აღინიშნება უმნიშვნელო შეფერხებები. ხოლო რიგ შემთხვევებში - მეც არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი,- რიგ ძალიან სერიოზულ შემთხვევებში ჩვენ ყველას გვაღელვებს ჩვენი გეგმების განხორციელების ნელი ტემპი.

თუმცაღა ბოლო წლებში არმიამ და სამხედრო- საზღვაო ფლოტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს.  ყოველდღიურად გროვდება  პრაქტიკული გამოცდილება ხდება ჩვენი მრეწველობის საშუალებების სრულყოფა. და ჩვენი დღევანდელი საუკეთესო სახვალიოდ უკვე არასაკმარისად კარგია.

მე არ ვარ კმაყოფილი მიღწეული წარმატებით. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ პროგრამით, არიან საუკეთესონიმომზადების თვალსაზრისით, ნიჭითა და პატრიოტიზმით, და ისინი არ არიან კმაყოფილნი მიღწეული წარმატებით.  ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ სამუშაო არ შესრულდება.

იმის მიუხედავად, ძალიან გაზრდილია თუ შემცირებულია ჩვენი საწყისი გეგმები, ჩვენ მიზანია მივაღწიოთ სწრაფ და საუკეთესო რეზულტატებს.

ჩვენ ჩამოვრჩებით თვითმფრინავების წარმოების პროგრამაში.  ჩვენ ვმუშაობთ დღდაღამ, რომ  გადავჭრათ ურიცხვი პრობლემები და ჩავდგეთ გრაფიკში.

ჩვენ ვუსწრებთ სამხედრო გემების მშენებლობის გრაფიკს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე  რომ მომავალშიც ვუსწრებდეთ ამ გრაფიკს.

მთელი ქვეყნის მშვიდობიანი სამრეწველო წარმოების მშვიდობიანი პერიოდში გარდაქმნა სამხედრო წარმოებაზე ომიანობის პერიოდში არ არის იოლი ამოცანა. ყველაზე სერიოზული სირთულეები წარმოიშობა სამხედრო პროგრამის საწყის ეტაპზე, როცა უპირველესად საჭიროა შეიქმნას  ახალი ინსტრუმენტები, ახალი ქარხნების ნაგებობები, ახალი ამწყობი კონვეიერები, გადაზიდვებისტვის ახალი გზები მანამ, სანამ გაიმართება მასალებისა და პროდუქციის სწრაფი და სტაბილური მიწოდება.

რათქმა უნდა, კონგრესი ყოველთვის უნდა ფლობდეს ინფორმაციას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.  თუმცაღა არსებობსგარკვეული მონაცემები, რომლებსაც, თავად კონგრესიც კი აღიარებს, რომ  აუცილებლად უნდა იყოს გასაიდუმლოებული  როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,  ასევე იმ სახელმწიფოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ახლადაღმოცენებული გარემოებები გამუდმებით  წარმოქმნის ახალ მოთხოვნილებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად..

მე მივმართავ კონგრესს თხოვნით ასიგნაციების მნიშვნელოვნად გასაზრდელად და უფლებამოსილებების გასაფართოებლად იმ საქმის განსახორციელებლად, რომლის კეთებაც უკვე  დავიწყეთ.

მე ასევე ვთხოვ ახლანდელ კონგრესს დაამტკიცოს საკმარისი უფლებამოსილებები და ასიგნაციები, დამატებითი შეიარაღებისა  და სხვადასხვა სახის ტყვია-წამლის  საწარმოებლად საწარმოებლად  იმ ქვეყნებისთვის გადაცემის მიზნით რომლებიც მოცემულ მომენტში არიან საომარ მდგომარეობაში აგრესორ ქვეყნებთან.

(გაგრძელება იქნება)

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია