LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად

ანდრეი პიონტკოვსკი

ინტერნეტ გაზეთი “ ნოვოე ვრემია“

28 ივლისი 2015

დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაში. მაგრამ დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კრემლს არ მიცეს უკრაინის გათელვის ნება.

 მართლმადიდებლური „რუსული სამყაროს“ მეოთხე მსოფლიო ჰიბრიდული ომი დეკადანტურ დასავლეთთან დამთავრდა ამ უკანასკნელის უპირობო გამარჯვებით.კარპატის მთებიდან ჩამოსული  სულიერების დამატებითი ქრომოსომის მქონე ჭეშმარიტ არიელს წაგებული მესამე მსოფლიო ( ცივი ) ომისთვის რევანშის აღება არ გამოუვიდა.  ისევე , როგორც არა კარპატული, არამედ ნორდიკული წარმომავლობის  მეორე არიელს, რაღაც ვერ მოხერხდა რევანში პირველის გამო.

ომი  გამოცხადებული იქნა 2014 წლის 18 მარტს  ყირიმში სითყვით გამოსვლისას,  როდესაც ვლადიმერ პუტინმა  მოახდინა დეკლარირება უფლებისა და  წმიდათაწმინდა მოვალეობისა, დაიცვას პლანეტის ნებისმიერ წერტილში არამხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, არამედ ყველა ეთნიკური რუსი, რუსულად მოლაპარაკე, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისა  და რუსეთის იმპერიის შთამომავლები.  ამ სულიერების ამამაღლებელი დღის წესრიგის ყველაზე  მორიდებული რეალიზაციაც კი უკიდურეს შემთხვევაში გამოიწვევდა  ნატოს წევრი ორი ქვეყნის ნებაყოფლობით-იძულებითი წესით საზღვრების შეცვლას.

პუტინი დარწმუნებული იყო რომ დამამცირებლად დაამარცხებდა  მაძღარ, ამპარტავან და მანკიერ  დასავლეთს, სხვათაშორის, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძლიერებით რამდენჯერმე აღმატებულს რუსეთზე.   ბირთვული შანტაჟი- აი გამარჯვების ფორმულა, რომელიც პუტინმა ისესხა შთამომავლობითი ტერორისტი კიმ ჩენ ინისგან. მოენიშნა  ახალი  ტერიტორიები “რუსული სამყაროს„   შემდგომი ექსპანსიისთვის, ისე რომ ანგარიში არ გაეწია  მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო საზღვრებისათვის,  და ეიძულებინა დასავლეთი უკან დაეხია, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა  ბირთვული იარაღის გამოყენებით. აეყვანა „ფრაერი“ სისუსტეზე, როგორც პიტერის ქუჩებში.

მეოთხე მსოფლიო ჰიბრიდული ომი აშშ-ს  წინააღმდეგ დაიწყო ერთი წლის წინ კლოუნების წარმოდგენით - ბატონი კისილიოვის რადიოაქტიული ფერფლითა და ქალბატონი სემიონოვიჩის ხარხარით აკანკალებული „ისქანდერებით“.  შემდეგ ფსიქიატრიულში წავიდნენ  ძალიან სერიოზული თავაზიანი კაცუნები სამოქალაქო ფორმაში - რუსეთისა და საბჭოთა დაზვერვის ვეტერანები.  მათ მოახდინეს რამდენიმე გამოხტომა მტრის ბანაკში, სადაც სხვადასხვა ამერიკულ- რუსულ ფორუმებზე გადასცეს  მშიშარა ობამკასა და  კონგრესმენებს სამი პუნქტისაგან შემდგარი  ულტიმატუმი

„ ნუ ეხმარებით უკრაინას ყირიმის დაბრუნებაში. ის ჩვენია- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ცამოვაგდოთ ატომური ბომბი როგორცკი ეცდებით ამის გაკეთებას.“ - ღაღადებდა პირველი „მოსკოვის  წესი“.  მეორე  წესის თანახმად, „ ნატომ შორს უნდა დაიჭიროს ჩვენი  „უკანა ეზოდან“.  არავითარი იარაღი  უკრაინას, თორემ ჩვენ გავამწვავებთ  კონფლიქტს.  „ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ჯვარი დავუსვით  ესტონეთს, ლიტვასა და ლატვიას, მას შემდეგ, რაც ნატომ იქ ერთი მუჭა ჯარისკაცები  გაგზავნა“ - ასეთი იყო  მესამე ‘წესი“

მოკლედ,  ბიჭებო- სენატორებო, ნუ მიიმწყვდევთ კუთხეში  ჩვენს ბირთვულ ვირთხას - მას შეუძლია ცოფიანი დორბლიც შემოგანთხიოთ.  გაიგეთ, ბოლოსდაბოლოს, რომ მას უფრო  მეტად უნდა უკრაინის გაუპატიურება, ვიდრე თქვენ მისი დაცვა.  ეს  მისი ეგზისტენციალური პრობლემაა,  მოგვწონს ჩვენ ეს  თუ არა.   თქვენგან განსხვავებით,  იგი როგორც უნდა ისე გაზრდის ფსონებს. ამიტომ ჯობია მორცხვად გვერდზე გადგეთ და თვალები დახუჭოთ.  უკიდურეს შემთხვევაში გამოხატეთ ღრმა შეშფოთება.

 სულით არ ბერდებიან  ვეტერანები - ბირთვული შანტაჟისტები!  არაფრით შეუძლიათ უარი თქვან ბალტიისპირეთის დანაწევრების  მაცდურ იდეაზე. არა იმიტომ, რომ მათ ასე ჭირდებათ „რუსული სამყაროს“ რაღაც საცოდავი დამატებითი ნაგლეჯები,  არამედ იმიტომ, რომ ისინი ოცნებობდნენ ნარვაში მიეღოთ დასავლეთის სიმბოლური კაპიტულაცია და ჩაეტარებინათ იქ მეოთხე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმი,  რომელიც იქნებოდა წინა სამი ომის შემაჯამებელი შედეგი.

ნამდვილად, დასავლელი მოკავშირეების უარი შეესრულებინათ თავისი ვალდებულებები  ნატოს მე -5 პუნქტის თანახმად  და აღმოეჩინათ  ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის დახმარება „თავაზიანი მწვანე  კაცუნების“ გამოჩენის შემთხვევაში , იქნებოდა ეპოქალური ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა: რომლის არსიც იქნებოდა ნატოს დასასრული, აშშ-ს წასვლა მსოფლიო არენიდან როგორც დასავლეთის უსაფრთხოების გარანტისა  და  პუტინის რუსეთის სრული  პოლიტიკური და სამხედრო დომინირება მთელი ევროპის კონტინენტზე.

ნების  ერთი შეჯახებით  დასავლეთის დამცირებისა და გათელვის, მისი დაბნეულობის, გაუბედაობისა  და უსუსურობის ჩვენების შანსი, მიუხედავად მისი ეკონომიკური და სამხედრო კოლოსალური აღმატებულობისა, იმდენად მიმზიდველი იყო და ისეთი თავბრუდამხვევ  დივიდენდებს პირდებოდათ, რომ კოლექტიური ბირთვული ვირთხისათვის ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მან ეს ომი უკვე წააგო  სექტემბერში, როცა ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა ბალტიისპირეთში ერთი მუჭა ჯარისკაცების გაგზავნა.

კრემლის შანტაჟისტების მთელი გათვლები იგებოდა იმაზე, რომ „თავაზიანი მწვანე კაცუნების“ ბალტიისპირეთში შეყვანითა და ბირთვული კომბალის ქნევით ისინი შეაშინებდნენ და პარალიზებას მოახდენდნენ ევროპისა და აშშ-სი 1930 წლების კლასიკური შეკითხვით: „ თქვენ მზადა ხართ დაიღუპოთ ნარვისთვის (დანციგისთვის)?  სიმბოლური  - ხოლო დღეისათვის უკვე არა იმდენად სიმბოლური, რამდენადაც სრულიად რეალური - ამერიკელი სამხედრომოსამსახურეების  ყოფნა ბალტიისპირეთში, ფსიქოლოგიურად ატრიალებს მდგომარეობას 180 გრადუსით.  ახლა, ნარვაში პირველი „თავაზიანი  კაცუნას“ გამოჩენა ავტომატურად ნიშნავს  რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან ომს აშშ-სთან.   ნატო შეასრულებს თავის ვალდებულებებს ბალტიის ქვეყნების წინაშე - რის აღკვეთასაც ცდილობდა კრემლი თავისი ბირთვული შანტაჟით.

დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაში. მაგრამ დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კრემლს არ მიცეს უკრაინის გათელვის ნება, რადგანაც „რუსული სამყაროს“ ამბიციებმა უკრაინის უსაფრთხოების პრობლემა აქციეს  თავად დასავლეთის უსაფრთხოების პრობლემად.  დასავლეთმა დაამტკიცა თავისი მზაობა იომოს აუცილებლობის შემთხვევაში კრემლის მომხდურებთან ბალტიისპირეთში, მაგრამ  იგი ამჯობინებდა, რომ „რუსულმა სამყარომ“იქამდე მიბობღება ვერ შეძლოს  და კისერი მოიტეხოს  ბევრად უფრო ადრე, უკრაინაში.

რაც შეეხება „რუსული სამყაროს“ სრულ კაპიტულაციას, აქ , მეოთხე მსოფლიო ომის ისტორიკოსებს შეიძლება გაუჩნდეთ, და უკვე უჩნდებათ აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთები დაასახელებენ თარიღს 2015 წლის 19 აპრილს, როცა  გაზეთმა The Moscow Times  გამოაქვეყნა  კრემლის უიმედო მოწოდება   Putin Wants Peaceful Coexistence With the West, (პუტინს უნდა მშვიდობიანი თანაარსებობა დასავლეთთან), რომელშიც აღიარებული იყო, რომ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მოსკოვისთვის „ სახიფათოა და ძალიან ძვირი ჯდება“.

სხვები  მიუთითებენ სერგეი ივანოვის სენსაციურ ინტერვიუზე  ტელე -არხზე  Russia Today 23 მაისის წინა ღამეს, მაშინვე, როდორცკი პუტინმა მიიღო „ბედნიერების წერილები“ გაზეთებიდან   Financial Times და Wall Street Journal, სადაც იგი დადანაშაულებული იყო მასშტაბურ  ქურდობაში. ივანოვი პოზიციონირებდა როგორც კორუფციაში გაუსვრელი ხელოვნებათმცოდნე, რომელიც დილის ყავასთან ერთად რეგულარულად კითხულობს ხარისხიან დასავლურ პრესას  და რომელიც მზად არის, მრავალვარსკვლავიან გენერლებთან ერთად,  დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგისათვის.  ანა იგივე ივანოვის სხვა ინტერვიუ  ამჯერად  გაზეთ  Financial Times -ისთვის მიცემული 20 ივნისს, რომელმაც დაასრულა ნებისმიერი ვარაუდი რუსეთის ნატოსთან  შემდგომი კონფრონტაციის  შესახებ, გრანიტში ჩამოასხა  ნაწრთობი ფორმულა, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: „ ჩვენ ვართ ქინქლები ნატოს სპილოსთან შედარებით“.

დაბოლოს,  ყველაზე  კირკიტა მკვლევარები  ამტკიცებენ იმას, რომ მაფიოზურ სტრუქტურებში საბოლოოდ ძალას იძენენ მხოლოდ ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღების დროსაც დანაშაულებრივი დაჯგუფების უკლებლივ ყველა წევრი სისხლხორცეულად უკავშირებს მას მავს. ამიტომ პუტინის რუსეთის კაპიტულაციის თარიღად ისინი მიიჩნევენ მხოლოდ 17 ივლისს,  როცა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა  ( რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი,  მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარესერგეი ნარიშკინი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ,  უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიკჰაილ ფრადკოვი,  უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი  და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ბორის გრიზლოვი)  დადუდო ერთგულების კოლექტიური ფიცი ყოფილ მხდალ ობამას.  არსი მდგომარეობს შემდეგში:  „ ჩვენ, ისტორიის სანაგვისკენ მიმავალი ქინქლები, მოგესალმებით შენ, კეისარო, და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ  შენს წამყვან როლსა და კონსტრუქციულ პოზიციას. გულახდილად გვჯერა, რომ მომავალშიც  გამოგადგებით შენი წამყვანი როლის შესრულებასა და  კონსტრუქციულ მისიაში ირანში, ერაყში, სირიაში ავღანეთსა და ჩვენი მღელვარე მსოფლიოს სხვა მრავალ რეგიონში“.

როგორც არ უნდა იყოს,  კრემლის ქინქლების სამთვიანმა დეფილემ თავიანთი შეცდომების გააზრებისა,  სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა  დასავლური სამყაროს ლიდერებზე, რომლებიც ფიქრობენ ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის პრობლემებზე.  დასავლეთმა უკვე გადაჭრა ევროპული უსაფრთხოების კარდინალური პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა 18.03.2014 წელს:  ბირთვულ შანტაჟისტებს მკაცრად მიეთითათ  მათი ადგილისაკენ; მოსკოვის შემდგომი სამხედრო ექსპანსია უკრაინაში გამორიცხულია ( კრემლმა ეს აღიარა თავის დეპეშაში  19.05.2015 - dangerous and extremely expensive ( სახიფათო და კიდურესად ძვირია).

ამდენად, იქნებ  არ ღირს პუტინის კუთხეში მიმწყვდევის გაგრძელება, ფიქრობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, იქნებ უკეთესია, მივცეთ მას შესაძლებლობა  სახე შეინარჩუნოს?  და ხანდახან მოწყალება ეუფლება მათ გულებს.  და არამარტო მოწყალება, არამედ პრაგმატული გათვლაც.  შეხედეთ, რა  მეგობრულად გვიქიცინებენ კუდს ეს გზააბნეული ქინქლები კრემლში და ლუბიანკაზე თავიანთი კაბინეტებიდან!  და მართლაც, რარაცაში ისინი შეიძლება სასარგებლონიც კი იყონ, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში.  და ხვალ თუ კრემლში აღმოჩნდებიან სრულიად სხვა ადამიანები, მილიარდიანი აქტივებით დაუმძიმებელი, რომლებიც ბედნიერი დამთხვევის წყალობით ჩვენი სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა?“ შენთვის ნაცნობი სატანა უკეთესია, შენთვის უცნობ სატანაზე...“

დიახ, ჩვენ ნათელი დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ ვიბრძოლებთ ნარვასთვის, ისევე, როგორც ნატოს წევრი ქვეყნების  ტერიტორიის ნებისმიერი ნაგლეჯისათვის.  ეს პრინციპისა  და ჩვენი უსაფრთხოების საკითხია. მაგრამ, ზოგადად რომ  ვთქვათ, ჩვენთვის ღრმად სულერთია რაღაცა დონბასის საცოდავი რაიონების სტატუსი. უნდა ვურჩიოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ცოტა უფრო  დამთმობები იყონ რუსი მეზობლებისადმი.

და კიდევ, მალაიზიური ლაინერის ისტორია. რუსები რატომრაც თავგანწირვით ეწინააღმდეგებიან საჯარო გამოძიებას  და მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ, რომ დაგვარწმუნონ, უარი ვთქვათ მასზე. ამაში არის რაღაცა  დაფარული და მათთვის ძალიან საშიში საიდუმლო. იქნებ ღირდეს ცოტა დათმობაზე წასვლა და მოცდა ტრიბუნალთან დაკავშირებით.

დაახლოებით ასეთი განწყობებია დღეს პოპულარული ვაშინგტონის ისტებლიშმენტში.

ხოლო კრემლის ისტებლიშმენტი ახდენს თავისი ავადმყოფური ცნობიერების მრავალჯერად დაშლას. ფედერალური კანალების დონეზე, გენშტაბის  ვარსკვლავებით დახუნძლული გენერლებისა და სამეცნიერო რეგალიებით დახუნძლული კონცერნ „ალმაზ-ანთეის“ ექსპერტების მიერ თავგანწირული სიგიჟით ინერგება ხალხის ცნობიერებაში ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია - „ბოინგი“ ჩამოგდებული იქნა უკრაინული მოიერიშის მიერ და „ბოინგი“ ჩამოგდებული იქნა უკრაინული „ბუკით“.

ამავდროულად, მედიავარსკვლავები, რომლებიც მუშაობენ  ინტელიგენციაზე და დასავლურ აუდიტორიაზე  თითქოსდა თავისუფალ მოსაზრებების სახით აგდებენ ვერსია- ბ-ს,  რომელსაც ვიტალი ჩურკინი ეს-ეს არის შეახტება უშიშროების საბჭოს  კულუარულ საუბრებში, - არის „ მაიმუნი ყუმბარათი“.  სხვათა შორის,  ცისფერ თვალში ჩურკინმა უკვე განაცხადა, რომ ოფიციალურ დონეზე მოსკოვს არასოდეს დაუდანაშაულების  კიევი ამ კატასტროფაში. ჩანს რუსეთის ფედერაციის გენშტაბი  საგარეოსამინისტროელი ჩურკინისთვის  არასაკმარისად ოფიციალური დონეა.

როგორი მოთმინებითა და სიმშვიდით განმარტავდა ალექსეი ვენედიქტოვი ვაშინგტონში, ლაინერი ჩამოაგდეს სეპარატისტებმა,  საიდან ქონდათ მათ „ბუკი“ - რუსეთიდან თუ უკრაინელებს  წაართვეს - მნიშვნელოვანი არ არის, ხოლო სრულ სიმართლეს ჩვენ მაინც ვერასოდეს გავიგებთ. და არსებობს კი საერთოდ ეს სრული სიმართლე, ფილოსოფიურად აღნიშნა ბატონმა სკოლის მასწავლებელმა, - ზოგიერთ იფიქრებს ასე, ზოგიერთი კი სხვაგვარად....   გაზეთმა „ ნოვაია გაზეტა“ ამ ვერსიის განვითარებას მიუძღვნა  სპეციალური გამოშვება.  18 ივლისს იულია ლატინინამ  მოასდინა თავისი მსმენელის ფსიქოდელიური შტურმი  მანტრის „მაიმუნი ყუმბარათი“ ორ ათეულჯერ  განსაკუთრებული ემოციურობით გამეორებით.

მაგრამ ამ კრემლისგადამრჩენელი ვერსიის პირველგამკვალავი იყო ერთი წლის წინ „ მეფის საყვარელი მასხარა“  ანდრეი კოლესნიკოვი, რომელიც მოულოდნელად გამოვიდა მისთვის დაუჯერებლად ყალბი გულისგამგმირავი ტექსტით: რა მოხდა სინამდვილეში იქ? იქნებ, მართლაცდა ამბოხებულები (როგორც მათ ამ ბოლო დროს უწოდებს, წინააღმდეგობის მეომრები)  არაფერ შუაში არიან?  და რუსი სამხედროები მითუმეტეს?  და თუ ბოლო-ბოლო, რაღაც მომენტში უცაბედად აღმოჩნდება, რომ  ამბოხებულები ამასთან  მაინც კავშირში არიან, -ეს რადიკალურად შეცვლის მათდამი დამოკიდებულებას. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს, მაგალითად,   რაღაც საბედისწერო შემთხვევა იყო... არაფრისგულისათვის დაღუპული ბავშვები, და უფროსებიც აგრეთვე, და მოხუცებიც -  ეს, მიუხედავად ყველაფრისა,  მისთვის  წითელი ხაზია, რომლის გადაბიჯებასაც ის ვერ შეძლებს. იცოდეს რა ვინც ეს ჩაიდინა, - დაფაროს ისინი....  არა, ამ ცოდვას ის ვერ აიღებს. ეს ამად არა ღირს. დიახ, პუტინი უარყოფს მათ.“

ერთი წუთით, ეს არის ნატიფი სულის მქონე ადამიანზე, ვინც გასცა ბრძანება ცეცხლმფრქვევებით მიეტანა იერიში ბავშვებით სავსე სკოლაზე ბესლანში  და გაზით მოეწამლა მძევლები ტერორისტებთან ერთად დუბროვკაზე.

და თუ მართლაც აპირებს კრემლი შეცვალოს კონცეფცია  „ყუმბარიან მაიმუნზე“, მაშინ რატომ არ გააკეთა პუტინმა ეს ერთი წლის უკან?  იმიტომ რომ საჭირო გახდებოდა ამ მაიმუნის  საერთაშორისო სამართალისთვის გადაცემა, მაშინ, როცა არავითარი მაიმუნი არ არსებობდა.  და ამას მშვენივრად აცნობიერებდა კოლესნიკოვი, რომელიც, იმედი მაქვს, არაერთხელ გაგვახარებს  თავისი გონებამახვილური  და მწვავე  რეპორტაჟებით ჰააგადან.

ამას ხვდებიან ამ ვერსიის დღევანდელი ადეპტებიც. უბედურება იმაშია, რომ უფრო მეტი ყურადღებით გაცნობისას, იგი უფრო ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე გიჟური სატელევიზიო ვერსია უკრაინის ორმაგი დარტყმის შესახებ.  მაიმუნები - მოტოროლა, გივი, ბეტმენი, მოჩვენებები და სხვანი- ვერ შეძლებდნენ საზენიტო სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გამოყენებას. ამისათვის საჭიროა პროფესიონალების მაღალკვალიფიციური, აწყობილი ეკიპაჟი.

ნიდერლანდელმა გამომძიებლებმა უკვე დაუგზავნეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, მოხსენება კომენტარებისთვის, რომელშიც მითითებულია რუსი სამხედრო მოსამსახურეების, საზენიტო სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ ეკიპაჟის წევრების  სახელები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან გადავიდნენ დონეცკის ოლქში, 2014 წლის 17 ივლისს გაანადგურეს მალაიზიის სამგზავრო ავიალაინერი და დაუყოვნებლად გაბრუნდნენ უკან.  იმედი მაქვს ეს ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუმცა ინტერნეტში ბევრი ხმები დადის საწინააღმდეგოს შესახებ. ამ პროფესიონალებს არ შეეძლოთ შეშლოდათ 10 000 მეტრის სიმაღლეზე მფრინავი სამგზავრო  „ბოინგი“  უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავ „ან“ -ში, რომელიც 5 000 მეტრზე მიფრინავდა.  მათ შეგნებულად, ხელმძღვანელების მიერ ბრძანებაში მითითებულ კორიდორში მფრინავი „ბოინგი“ გაანადგურეს.  ზუსტად რომელი იყო ეს „ბოინგი“- ეს უკვე მათი კომპეტენციის საკითხი აღარ იყო. თუ თავიდანვე მიზნად დასახული იყო მალაიზიური  „ბოინგის“ განადგურება, მაშინ რაში იყო ასეთი სპეცოპერაციის არსი?  მრავალი ქვეყნის 283 მგზავრის დაღუპვის პოლიტიკური შედეგები რუსეთის ხელმძღვანელობისათვის იყო საშინელი.

მინიშნება ცნობიერების სიღრმიდან უნებურად წამოსცდა ვენედიქტოვს ვაშენგტონში საუბრისას.  მას  მოულოდნელად  გაახსენდა ასეთივე, ოღონდ სხვა „ბოინგის“ შესახებ, რომელიც აეროფლოტს ეკუთვნოდა და რომელმაც ორი საათით ადრე გაიფრინა იგივე საჰაერო კორიდორში.  „აბა ახლა წარმოიდგინეთ, სეპარატისტებს შეცდომით ეს „ბოინგი“ რომ ჩამოეგდოთ.  რა დარჩებოდა პუტინს მაშინ გასაკეთებელი?  რუსული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული რუსეთის ტერიტორიაზე.  მე პუტინის ადგილას ტანკებს გავაგზავნიდი კიევზე.“  მოკვდი, ალექსეი,  უფრო ზუსტად ვერ იტყვი! უკიდურესად კეთილგანწყობილი  დისკუსიის წამყვანი ეენდრიუ ვაისიც  კი  იმდენად შოკირებული იყო ამ სენტენციით, რომ იძულებული იყო ჩარეულიყო და საკმაოდ მკვეთრი შენიშვნა გაეკეთებინა  „ ამას არა აქვს ლოგიკური აზრი“ .

მაინც რატომ, ბატონო ვაის? ეს თქვენთვის ბურჟუაზიული გონებაშეზღუდულთათვის არა აქვს ლოგიკური აზრი. ხოლო მასშტაბური ადამიანებისთვის პუტინ-ვენედიქტოვის  მენტალობით, ეს სრულიად ნორმალური აზრთა დინებაა.  ვენედიქტოვი ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ მშვენივრად ესმის პრეზიდენტის ფასეულობათა სისტემა და ქმედებების მოტივაცია. აი ამ ცოდნით, რომელშიც ბევრი ნაღველია, ვენედიქტოვმა გააჟღერა დღეისათვის ერთადერთი, ლოგიკურად თანმიმდევრული პასუხი კითხვაზე: რაში მდგომარეობდა „ბუკის“ ეკიპაჟის შეცდომა, რომელმაც ჩამოაგდო მალაიზიური ლაინერი?                                        

ძალიან  ამაზრზენი სცენარია?  ნუ დაივიწყებთ, რომ საქმე ეხება იმავე ადამიანებსა და იმავე ორგანიზაციას, რომლებიც თექვსმეტი  წლის წინ გამოჭერილი იქნენ  რიაზანში სახლის აფეთქების მცდელობისას, მას შემდეგ, რაც სხვა სახლები უკვე აფეთქებული იყო უცხო პირების მიერ. ხოლო ერთ-ერთი აფეთქება ვოლგოდონსკში,  წინასწარ საჯაროდ იყო გამოცხადებული სახელმწიფო დუმის სხდომაზე მაშინდელი თავმჯდომარის მიერ.

29 ივლისს ჩატარდება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩვენ გავიგებთ ბევრ საინტერესო რამეს. შესაძლო ჩურკინი რაიმე ვერსიას გაახმოვანებს. რაც მთავარია, დასავლეთმა ამ დღისთვის უნდა გადაწყვიტოს: ჭირდება კი მას პუტინის სახის გადარჩენა?

 

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია