LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

გარდიანი ( ბრიტანეთი)

ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი

ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში

 

გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალური ასსამბლეის დილის სხდომაზე ნიუ იურკში შეიძლება გამოიწვიოს სიტყვიერი ფეიერვერკი

ჯულიან ბორგერი

ოთხშაბათი 29 ივლისი 2015  19.09

 

ეს მოვლენა შეიძლება გახდეს ტიტანთა რიტორიკული ორთაბრძოლა, ასეთი მასშტაბის მოვლენა არ მომხდარა ბოლო ათი წლის განმავლობაში.  სექტემბრის ბოლო ორშაბათს, დილით ბარაკ ობამას, ვლადიმერ პუტინის, ჰასან როუჰანის, ქსი ჯინპინგისა და ფრანსუა ოლანდის მიმართვები  ერთმანეთის მიყოლებით არის დაგეგმილი  გამომსვლელთა სიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიუ იორკში,  ისინი დაგვანახებენ  საკუთარ ხედვებს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ  ამ, უაღრესად გაურკვეველი ეპოქის დასაწყისში.

გაეროს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გენერალური ასსამბლეის  ასეთი უცნაური გრაფიკი ნიშნავს, რომ ეს ხუთი ლიდერი მიმართავს სიტყვით სხდომის წევრებს უაღრესად დატვირთული  2 საათის განმავლობაში, და ეს იქნება ძალიან დაძაბული საათები.  პიკანტურობას მატებს ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაიგეგმა პუტინის მონაწილეობა. ქსი-სთვისაც, ასევე, ეს იქნება დებიუტი გენერალურ ასსამბლეაზე.

ერთი თვის წინ ვენაში ირანის ბირთვული შეთანხმების მომენტიდან ეს იქნება ობამასი  და როუჰანის პირველი ერთობლივი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე და ყველას დიდი მოლოდინი აქვს რომ, შესაძლოა მოხდეს ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა.  გასულ წელს მათ ისაუბრეს ტელეფონით როუჰანის გამგზავრების წინ. ამ შემთხვევაში  კი, იმ მომენტში, როცა პრეზიდენტები ავლენ მწვანე მარმარილოს განთქმულ პოდიუმზე, ამერიკის კონგრესმა შეიძლება კენჭი უყაროს ვენის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, და  მაშინ ობამას დაჭირდება  ხმების სასწრაფო დათვლა რათა შეეცადოს  საპრეზიდენტო  ვეტო დაადოს კონგრესის ამ  კენჭისყრას.  საშინაო პოკიტიკამ ობამა - როუჰანის შეხვედრასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ ერთხელ გამოიწვიოს უხერხულობა.

2013 წლამდე ყველაზე დიდ დაზაბულობას გაეროს სხდომებზე ქმნიდა როუჰანის წინამორბედი მაჰმუდ აჰმადინეჯათი. სექტემბერში კი ობამას გამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ რუსეთის აგრესიულმა პრეზიდენტმა შეიძლება მოაწყოს რიტორიკული ფეიერვერკი. პუტინის ოფისიდან არ დაადასტურეს მისი მონაწილეობა, თუმცა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს სამზადისი  მის დასასწრებად. გაეროში მას ექნება თავდაცვითი პოზიცია  მკვეთრი კრიტიკის წინააღმდეგ  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასთან, მისი სამხედრო როლის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთში და  MH17. MH17.ვითმფრინავის ჩამოგდებიასთან დაკავშირებით.  პუტინის ტონი და შერჩეული სიტყვები გახდება სკურპულოზური დაკვირვების  ობიექტი, რათა შეეცადონ გაარკვიონ აჩვენებს თუ არა ეს მიმართვა შერიგების ნიშნებს, თუ უფრო დრეიფობს  აგრესიისაკენ ცივი ომის სტილში.

„ მთავარი  კოზირი იქნება პუტინი. იქნება ის დიდი მომლაპარაკებელი, რომელიც მხარს უჭერ ირანის შეთანხმებას, თუ  მთლიანად ჩადგება ანტიამერიკული რიტორიკის რეჟიმში?“ ამბობს რიჩარდ გოუნი გაეროს ექსპერტი ანალიტიკოსი ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.

„ ობამა აღმოჩნდება რთულ მდგომარეობაში, რადგან მას მოუწევს ორი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის წინაშე გამოსვლა. თუ მათ  შეაქებს ირანის საკითხებთან თანამშრომლობის საქმეში, მემარჯვენე ფლანგის ამერიკელი კრიტიკოსები განაცხადებენ, რომ ის ძალიან რბილი იყო რუსეთისა და ჩინეთის მიმართ.  თუ იგი მკვეთრად ილაპარაკებს უკრაინაზე, როგორც ეს გააკეთა გასულ წელს, ან  სამხრეთ-ჩინურ ზღვაზე, ქსი და პუტინი, ტრიბუნაზე გამოსვლისას შეძლებენ ბრალი დასდონ მას იმაში, რომ თავად მას შეაქვს განხეთქილება და ქმნის პრობლემებს.

შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან მჭიდრო კოორდინაციას მოსცოვთან და პეკინთან,  და რამდენად დაძაბულად იმუშავებს ცსს (CIA) რათა მოიპოვოს მათი გამოსვლების პირველი მონახაზები.’ ამბობს გოუენი.

ასეთი გავლენიანი ფიგურების ერთ დღეს გამოსვლა ბოლოს მოხდა  გაეროში ამ ორგანიზაციის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე 2005 წელს.  როცა ლიდერებად  წნეხის ქვეშ იყვნენ ჯორჯ ბუში  და ტონი ბლერი ორი წლით ადრე ერაყში კატასტროფული ინერვენციის გამო.  ქსი-ს წინამორბედი ჰუ ჯინტაო გამოვიდა ჩინეთის სახელით, ხალო საფრანგეთსა და მის პრეზიდენტს წარმოადგენდა საფრანგეთის პრემიერმინისტრი დომინიკ დე ვილპენი.  პუტინიც ესწრებოდა ამ სამიტს და ეს იყო მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა. ათი წლის შემდეგ ის ერთადერთია იმ მსოფლიო ლიდერებს შორის ვინც ისევ ხელისუფლებაშია.

გახსნის დღეს ნიუ იორკში ელოდებიან დევიდ კემერონსაც, რომელიც უნდა შეხვდეს სხვა ხელმძღვანელებს სესიის მსვლელობის დროს.  მაგრამ მან შეიძლება თავი აარიდოს გამოსვლას, რომელიც დაგეგმილია სამშაბათს საღამოს და გადააბაროს გამოსვლა  თავის საგარეო საქმეთა მინისტრს - ფილიპ  ჰამონდს. კემერონის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ თავისი გეგმების შესახებ.

დღის წესრიგი შეიძლება შეიცვალოს , მაგრამ ცვლილებები ძირითადად ხდება პროტოკოლის ჩარჩოებში. სახელმწიფოს მეთაურები გამოდიან  მთავრობის მეთაურების წინ, ხოლო ისინი წარმოთქვამენ სიტყვას მინისტრების წინ.  მაგრამ  გაეროს ისტორიაში არის ერთი წესი. ბრაზილია, , რომელიც გენერალური ასსამბლეის თავმჯდომარე გახდა პირველი დებატების დროს, ყოველთვის გამოდის პირველი სესიის დასაწყისში, ხოლო მის შემდეგ  სიტყვას იღებს შეერთებული შტატები, როგორც მასპინძელი ქვეყანა. ბრიტანეთის გამოსვლის დროა სამშაბათს, 29 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე. ამ  დროისათვის სხდომის წევრები უკვე ძალიან იღლებიან ურუგვაის, ლიტვის, სეიშელის კუნძულების, ჩეხეთის, ტანზანიისა და კიდევ 13 ქვეყნის ლიდერთა მოსმენით

პუბლიკაციის ორიგინალი:  http://www.theguardian.com/world/2015/jul/29/obama-putin-rouhani-xi-hollande-un-same-day-general-assembly-70th-anniversary

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია