ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შეცვალოს ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ.
მას მოიხსენიებენ როგორც ახალ სტივ ჯობსს, სილიკონის ხეობის საუკეთესო ტვინსა და ამერიკული ოცნების ფრთაშესხმის მაგალითს, მისმა ქონებამ 12 მილიარდს მიაღწია.
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეწარმემ და ინჟინერმა ერთბაშად სამ სფეროში მიაღწია თავბრუდამხვევ წარმატებას: ელექტრომობილები (Tesla Motors), კოსმოსის ათვისება(SpaceX) და მზის ენერგია (SolarCity) ეს უკანასკნელი ოფიციალურად მისი ბიძაშვილების დაარსებული კომპანიაა, მაგრამ აქაც მასკი იყო სულისჩამდგმელი და იგი შედის დირექტორთა საბჭოში.
„ ჩვენ ყველანი ვმუშაობდით დღეში 20 საათს, მაგრამ ის ( მასკი) მუშაობდა 23 საათს“ - მოგვითხრობს ტესლა მოტორსის ერთ-ერთი თანამშრომელი.
თავად ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბავშვობაში მან გადაწყვიტა სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ, რადგან სხვა საქმიანობას აზრი არა აქვს“.
ილონ მასკი დაიბადა 1971 წელს პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). მისი მამა იყო ინჟინერი, ხოლო დედა - მოდელი და დიეტოლოგი. მოზარდი იგი წავიდა კანადაში, ხოლო 1992 წელს გახდა პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის სტუდენტი.
პირველი კომპანია, რომელიც მასკმა დააარსა, ახდენდა რუკებისა და ბიზნეს- ცნობარების გაციფრიანებას. იგი შესყიდული იქნა კომპანია Compaq Computer - ის მიერ, რომელმაც მასკს 22 მილიონი დოლარი მოუტანა. ონლაინ ბანკინგისადმი ინტერესმა იგი მიიყვანა PayPal ის საგადასახადო სისტემის შექმნამდე, და როცა ეს კომპანია eBay -იმ იყიდა იგი კიდევ 250 მილიონით გამდიდრდა.
ახლა მის გეგმებში შედის მარსის კოლონიზაცია. ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ 10-15 წლის წინ მასკის მებისმიერი იდეა ფანტასტიკად გამოიყურებოდა. იგი თვლის, რომ ეკოლოგიური კატასტროფა ან ომი სრულიად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის, და მისი აზრით, მხოლოდ კოსმოსს შეუძლია იხსნას მსოფლიო.
ამავდროულად, ტესლა მოტორსის ჯგუფი ქმნის შთამბეჭდავი სიმძლავრის ელექტრომობილებს, ხოლო ელექტროგასამართი სადგურების ქსელ სოლარ სიტით უკვე დაფარულია აშშ-ს მთავარი სატრანსპორტო არტერიები. 2016 წლის მარტში უკვე გამოვა გაყიდვაში ტესლას ხელმისაწვდომი ელექტრომობილი.