Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
პარასკევს, 11 სექტემბერს, საუდის არაბეთმა უარი განაცხადა ნაცთობის მწარმოებელ ქვეყნებთან შეხვედრაზე, რამაც გამოიწვია ნავთობის ფასის კიდევ უფრო დაცემა. ამას დაემატა დოლარის კურსის გამყარებაც და შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დაეცა 0,12 ცენტით და შეადგინა 48,77 დოლარი ბარელზე, ხოლო WTI-ის მარკისა 0,31ცენტით და შეადგინა 45,61 დოლარი.
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათბირის აუცილებლობას, რადგანაც თვლის, რომ ისინი ვერ მივლენ შეთანხმებამდე ბაზრის დასტაბილურების მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად.
მანამდე სპარსეთის ყურის ქვეყნების პროფილური მინისტრები შეხვდნენ კატარის ემირს, რომელზეც განიხილეს ვენესუელას წინადადება ოპეკის წევრი ქვეყნებისა და არაწევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე.
ამას წინ უსწრებდა ირანის მიერ ნავთობის ფასის გაიაფებით აზიის ქვეყნებში მოზიდვის მცდელობა. მან თავის ძირითად პროდუქტის Iranian Light -ის ფასი ოქტომბრის თვისათვის 35 ცენტიდან 25 ცენტამდე შეამცირა.
აზიის ქვეყნები, თავის მხრივ, მოითხოვენ ნავთობის ფასების კიდევ უფრო გაიაფებას იმ მოტივით, რომ მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის მნიშვნელოვანი ჭარბწარმოებაა.
გარდა ფასებით მანიპულაციისა, ოპეკის ისეთი წევრები, როგორიცაა ერაყი და ქუვეიტი, ცდილობენ კლიენტების მოზიდვას გადახდების გადავადებითა და უფასო ტრანსპორტირებით