LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)

ნაწილი მეოთხე: იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ საბჭოთა პოლიტიკის არაოფიციალურ და იატაკქვეშა დონეზე გატარებისგან, რომელზეც საბჭოთა მთავრობა პასუხს არ აგებს, შეიძლება ითქვას შემდეგი:

უწყებები, რომლებიც ჩართული არიან ამ დონეზე პოლიტიკის გატარებაში:

  1. სხვა ქვეყნების კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელობები. ამ კატეგორიაში შემავალი მრავალი ოფიციალური პირი, იმავდროულად იკავებენ სხვა, მთელ რიგ სახელმწიფო თანამდეობებს, სინამდვილეში  ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ მსოფლიო კომუნიზმის იატაკქვეშა ოპერატიულ მმართველობაში - საიდუმლო კომინტერნში- მოსკოვთან  კოორდინირებულად და მისი მმართველობის ქვეშ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს შინაგანი  ბირთვი სინამდვილეში მუშაობს იატაკქვეშა რეჟიმში, მიუხედავად პარტიის კანონიერებისა, რომელთანაც იგი ასოცირდება.
  2. კომუნისტური პარტიის რიგითი წევრები.  აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს რიგითი წევრები და ის პირები, რომლებზეც მითითებულია პირველ პუნქტში.  ეს განსხვავება ბოლო წლებში უფრო შესამჩნევი გახდა. თუკი ადრე საზღვარგარეთული  კომუნისტური პარტიებიწარმოადგენდნენ კონსპირაციული და ლეგალური  მოღვაწეობის  საინტერესო შეთავსებას ( მოსკოვის აზრით, ხშირად მოუხერხებელს), ახლა კონსპირაციული ელემენტი მკვეთრად კონცენტრირებულია პარტიის შიგნით და იატაკქვეშ ასრულებს განკარგულებებს, მაშინ, როცა რიგით წევრებს, რომლებსაც არარ აწვდიან ინფორმაციას კომუნისტური მოძრაობის რეალური მდგომარეობის  შესახებ, - წარმოაჩენენ როგორც  თავიანთი ქვეყნის გარკვეულ პოლიტიკური მიმდინარეობების კეთილსინდისიერ მომხრეებად, რომელთაც არა აქვთ შეხება  უცხოური ქვეყნების კონსპირაციულ კავშირებთან.  მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც კომუნისტების დიდი რაოდენობაა, ისინი ხშირად წარმოაჩენენ საკუთარ თავს და მოქმედებენ როგორც ორგანიზაცია. როგორც წესი, მათ გამოიყენებენ სიტუაციის მიხედვით, შესაღწევად, ან გავლენის მოსახდენად და კონტროლის დასამყარებლად სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც ნაკლებად განიხილებიან, როგორც საბჭოთა მთავრობის იარაღად, საკუთარი ამოცანების შესრულების მიზნით ამ ორგანიზაციების გამოსაყენებლად და არა როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტია, პირდაპირი მოქმედების საშუალებით.
  3. ფართო მრავალფეროვნება იმ ნაციონალური ასოციაციებისა და უწყებებისა, რომლებიც შესაძლებელია გახდნენ კონტროლისა და გავლენის ქვეშ ამგვარი ინფილტრაციით. ესენია პროფკავშირები, ახალგაზრდული ლიგა, ქალთა ორგანიზაციები, ნაციონალური საზოგადოებები, რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კულტურული ჯგუფები, ლიბერალური ჟურნალები, გამომცემლობები და ა.შ.
  4.  საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებშიც ადვილად შეიძლება ჩანერგვა მათ ნაციონალურ ქვედანაყოფებზე ზეგავლენის შედეგად. ამათ შორის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ პროფკავშირებს, ახალგაზრდულ და ქალთა ორგანიზაციებს.  განსაკუთრებული და უკიდურესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო მუშათა მოძრაობას.  მათში მოსკოვი ხედავს შესაძლებლობას, ჩიხში შეიყვანოს დასავლური სახლემწიფოები მსოფლიო საკითხებში და საერთაშორისო ლობის ჩამოყალიბებაში, რომელიც შეძლებს აიძულოს  მთავრობები იმოქმედოს საბჭოთა ინტერესების სასარგებლოდ  სხვადასხვა ქვეყნებში და მოახდინოს პარალიზება იმქმედებებისა, რომელიც მოსკოვს არ აძლევს ხელს.
  5. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, მისი უცხოური ფილიალები და მათი საშუალებით ყველა აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესია.
  6. პანსლავიზმი და სხვა მოძრაობები(აზერბაიჯანული, სომხური, თურქმენული და ა.შ.) დაფუძნებული ნაციონალურ ჯგუფებზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
  7. მთავრობები ან მმართველი ჯგუფები ამა  თუ იმ ხარისხით მზად მყოფი, დაემორჩილონ  საბჭოთა მიზნებს, ისეთები, როგორიცაა ბულგარეთისა და იუგოსლავიის მთავრობები, ჩრდილოეთ ირანის პოლიტიკური რეჟიმი, ჩინეთის კომუნისტები და ა.შ.  არა მხოლოდ პროპაგანდისტული აპარატი, არამედ ამ რეჟიმების ფაქტიური პოლიტიკა შეიძლება ფართოდ წარედგინოს სსრკ-ს განკარგულებაში.

მოსალოდნელია, რომ ამ ფართოდ გავრცელებადი აპარატის შემადგენელი ნაწილები გამოყენებულ იქნას მათი ინდივიდუალური ვარგისიანობის მიხედვით, შემდეგნაირად:

ა) წამყვანი დასავლეთის ქვეყნების საერთო პოლიტიკური და სტრატეგიული პოტენციალის დასასუსტებლად. ამ ქვეყნებში იქნება მცდელობები რომ შეარყიონ ნაციონალური თვითდაჯერება, დაასუსტონ ნაციონალური თავდაცვა, გააძლიერონ ეკონომიკური და სოციალური არასტაბილურობა, ყველა შესაძლებელი ფორმის განხეთქილების სტიმულირება.  მთელი მოსახლეობა, რომელთაც ექნებათ უკმაყოფილების საფუძველი, იქნება ეს ეკონომიკური, თუ ნაციონალური, ან რასობრივი ურთიერთობები, ეცდებიან გადაწყვიტონ თავისი პრობლემები არა მოლაპარაკებებისა და კომპრომისების გზით, არამედ, მოწინააღმდეგე საზოგადოებრივი სტრუქტურების  გასანადგურებლად გააფთრებული ბრძოლით. ღარიბები აღსდგებიან მდიდრებისწინააღმდეგ, შავკანიანები თეთრკანიანების წინააღმდეგ, ახალგაზრდები მოხუცების წინააღმდეგ, ჩამოსულები ადგილობრივების წინააღმდეგ და ა.შ.

ბ) არაოფიციალურ დონეზე  გატარებული იქნება კონკრეტული ძალადობრივი მოქმედებები დასავლეთის ქვეყნების  ძალისა და გავლენის დასუსტების  მიზნით სხვა ქვეყნებზე და მათ შორის კოლონიალურ, ჩამორჩენილ  ხალხებზე.   მოცემულ დონეზე მათ არ ექნებათ რაიმე წინააღმდეგობა. დასავლური კოლონიალური მმართველობის  შეცდომები და სუსტი მხარეები მაქსიმალურად იქნება გამოვლენილი და გამოყენებული საკუთარი ინტერესებისათვის. დასავლური ქვეყნების ლიბერალური მოძრაობები მობილიზებული იქნება კოლონიალური პოლიტიკის დასასუსტებლად. დამოკიდებულ ხალხებს შორის უკმაყოფილება უფრო გაძლიერდება. და სანამ ისინი იბრძოლებენ  დასავლეთის სახელმწიფოებისგან თავისუფლების მოსაპოვებლად, პროსაბჭოთა  მარიონეტული პოლიტიკური აპარატები მოემზადებიან მიიღონ ეროვნული ხელისუფლება შესაბამის კოლონიალურ ტერიტორიებზე მათი დამოუკიდებლობის მიღებისთანავე.

გ)  თუ რომელიმე ხელისუფლება წინააღმდეგობას უწევდა სსრკ-ს მიზნის მისაღწევად, ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ მის შესაცვლელად. ეს ხდებოდა  მაშინ, როცა ხელისუფლება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა საგარეო პოლიტიკურ მიზნებს (თურქეთი, ირანი), ცდილობდა საკუთარი ტერიტორიების იზოლირებას კომუნსტური ჩარევისაგან(შვეიცარია, პორტუგალია), ან უწევდა ძალზე დიდ კონკურენციას სოციალური ბაზის გაფართოებაში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო კომუნისტებისათვის (ინგლისის ლეიბორისტული მთავრობა). (ხანდახან ერთ საკითხში იყო ორი მსგავსი მოვლენა გაერთიანებული.ამ შემთხვევაში კომუნისტური ოპოზიცია  ხდებოდა მკვეთრი და დაუნდობელი).

დ) უცხოეთის ქვეყნებში კომუნისტები თავის საქმიანობაში, როგორც წესი, მიზანმიმართული იქნებიან დამოუკიდებლობის ყველა ფორმის გასანადგურწბლად, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ მორალური დამოუკიდებლობა. მათი სისტემას შეუძლია გაუსწორდეს მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, რომელნიც  სრულიად დამოკიდებულნი არიან უმაღლეს ხელისუფლებაზე. ამგვარად, ფინანსურად დამოუკიდებელი პირები, როგორიც არიან  კერძო მეწარმეები, საკუთრების მფლობელები, წარმატებული ფერმერები, ხელოსნები  და ყველა ისინი , ვინც სარგებლობს ხელისუფლებითა და ავტორიტეტით ადგილობრივ დონეზე, მათ შორის ცნობილი ადგილობრივი მღვდლები ან პოლიტიკოსები, გადაეცემიან ანათემას.  შემთხვევითი არ არის, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკებიც კი სსრკ-ში გადაყავდათ ერთი სამსახურიდან მეორეზე, რომ არ შეძლებოდათ ფესვის გადგმა.

ე) ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ წამყვანი დასავლური სახელმწიფოები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ანტიბრიტანული პროპაგანდა გავრცელდება ამერიკაში, ხოლო ანტიამერიკული-ბრიტანეთში. ევროპის კონტინენტის მაცხოვრებლებს, გერმანელების ჩათვლით, ჩაუნერგავენ  სიძულვილს ანგლოსაქსონური სახელმწიფოების მიმართ. იქ, სადაც იქნება ეჭვი, იმას გაფანტავენ; იქ,  სადაც ეჭვი არ არსებობს, მას შექმნიან. არცერთ შესაძლებლობას არ გაუშვებენ ხელიდან ბრძოლისა და დისკრედიტაციისათვის ყველა იმ მცდელობის წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლება მოყვეს დარაზმვა ან გაერთიანება, რომელშიც რუსეთის მონაწილეობა  გამორიცხული იქნება.  ამგვარად,  საერთაშორისო ორგანიზების ყველა ფორმა, რომელიც არ იქნება კომუნისტური ზეგავლენისა და კონტროლის ქვეშ, იქნება ეს საერთაშორისო კათოლიკური ეკონომიკური გაერთიანება, ან საერთაშორისო სამეფო ან არისტოკრატიული საზოგადოებები, უნდა იყონ მზად , რომ აღმოჩნდებიან ცეცხლის ქვეშ.

ვ) ერთიანობაში  მთელი საბჭოთა ძალისხმევა არაოფიციალურ საერთაშორისო დონეზე თავისი ბუნებით იქნება ნეგატიური და დამანგრეველი, განკუთვნილი ხელისუფლების იმ წყაროების გასანადგურებლად, რომლებიც საბჭოთა კონტროლის ქვეშ არ არის. საბჭოთა მსოფლმხედველობის საფუძველში დევს იდეა, რომ მოწინაარმდეგე სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კომპრომისი  და რომ კონსტრუქციული ქმედებები შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა კომუნისტური მმართველობა გახდება დომინანტური. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იდგება ჯიუტი, მუდმივი სწრაფვა, შეაღწიონ  და მართონ საკვანძო პოზიციები უცხოეთის ქვეყნების  ადმინისტრაციულ და  განსაკუთრებით პოლიტიკურ აპარატში. საბჭოთა რეჟიმი თავისი არსით პოლიციური რეჟიმია, რომელიც სათავეს იღებს მეფის დროინდელიპოლიტიკური ინტრიგებიდან  და მიჩვეულია იაზროვნოს პირველ რიგში პოლიციური კატეგორიებით. ეს არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ სსრკ-ს მოტივების შეფასებისას.

მეხუთე ნაწილი:

 ჯამში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ფანატიკურად ჯერა, რომ შეერთებულ შტატებთან შეუძლებელია უცვლელი თანაარსებობა, რომ  ჩვენი საზოგადოების შინაგანი ჰარმონიის დანგრევა არის სასურველი და აუცილებელი, რომ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესი უნდა იყოს განადგურებული, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი უნდა იქნას შერყეული  და ეს ყველაფერი საბჭოთა სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით.  ეს  პოლიტიკური ძალა, რომელმაც დაიქვემდებარა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხალხის ენერგია ყველაზე მდიდარი ნაციონალური ტერიტორიის რესურსები, თავის სათავეს იღებს რუსული ნაციონალიზმის ღრმა, ძლიერ დინებებში. გარდა ამისა, ამ ძალას გააჩნია დაწვრილებით გათვლილი და თავისი გავლენის ფართოდ გამავრცელებული  აპარატი, სხვა ქვეყნებში თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად, საოცრად მოქნილი და მრავალმხრივი აპარატი, რომელსაც მართავენ ადამიანები, რომელთა იატაკქვეშა მუშაობის გამოცდილებსა და უნარებს ისტორიაში ანალოგი არ გააჩნიათ.  და ბოლოს, ამ ძალის რეაქცა სინამვილეში შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო, მისთვის ადამიანთა საზოგადოების ობიექტური ფაქტორების უზარმაზარი  რესურსი  წარმოადგენს არა იმ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც გამუდმებით კორექტირდება და შესაბამისობაში მოდის მსოფლმხედველობა, არამედ წარმოადგენს მხოლოდ საბაზრო ჩანთას, რომლიდანაც  შერჩევით   და მიზანმიმართულად იღებენ ცალკეულ ნივთებს  უკვე არსებულის  (მსოფლმხედველობის ) დასადასტურებლად.  უნდა ვაღიაროთ, რომ არასასურველი სურათია.  ჩვენს წინაშე დგას ურთულესი ამოცანა, ვიპოვოთ საშუალება ამ ძალასთან გასამკლავებლად. ამ სირთულის პრობლემებს ჩვენი დიპლომატია ჯერ არ შეჯახებია,  გავბედავ და ვივარაუდებ, რომ რომ მომავალშიც საეჭვოა შეეჯახოს. ამჟამად ეს უნდა იყოს ჩვენი გენერალური პოლიტიკური  შტაბის მუშაობის ამოსავალი წერტილი.  ამას უნდა მივუდგეთ ისეთი ყურადღებითა და ინტერესით, როგორც ომის დროს ჩვენი სტრატეგიული პრობლემების გადაჭრას, და თუ აუცილებელობა შეიქმნება, ისეთივე მატერიალური ხარჯებით. მე ვერ გავბედავ შემოგთავაზოთ  მზა პასხები. მაგრამ მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა გადავჭრათ ეს პრობლემა საერთო სამხედრო კონფლიქტის გარეშე. ჩემი შეხედულებების დასადასტურებლად შემოგთავაზებთ ჩემივე კვლევის მეტნაკლებად იმედის მომცემ მონაცემებს:

  1. საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავებით,  არ  არის არც სქემატური და არც ავანტურისტული. იგი ახორციელებს მკაცრად გაწერილ გეგმებს. იგი არ რისკავს აუცილებლობის გარეშე, იგი შეუვალია განსჯის ლოგიკისადმი  და  მიიჩნევს მხოლოდ ძალის ლოგიკას. ამ მიზეზით მას ადვილად შეუძლია უკან დახევა - რასაც იგი ჩვეულებრივ აკეთებს ნებისმიერ მომენტში, როცა ხვდება ძლიერ წინააღმდეგობას.  ამგვარად, თუ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია და ნათლად ახდენს დემონსტრირებას, რომ მზად არის გამოიყენოს თავისი ძალა, მას იშვიათად უწევს ამ ძალის გამოყენება. თუ ავირჩევთ მოქმედების სწორ ხაზს ასეთ სიტუაციებში, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევს გავმართოთ შეურაცხმყოფელი მოლაპარაკებები მეტოქესთან.
  2.  დასავლურ სამყაროსთან შედარებით  საბჭოთა კავშირი ბევრად უფრო სუსტია. ამგვარად მისი წარმატება დამოკიდებული იქნება  იმ ერთიანობის, მიზანმიმართულობისა და გაბედულების ხარისხზე, რომელსაც დასავლეთი დაუპირისპირებს. და ამ ფაქტორზე ზეგავლენის მოხდენა ჩვენს ხელშია.
  3. საბჭოთა სისტემის , როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლების ფორმის წარმატება ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის დამტკიცებული. აუცილებელია თვალსაჩინო დემონსტრირება, რომ იმას შეუძლია გაუძლოს ისეთ გადამწყვეტ გამოცდას, როგორიცაა ხელისუფლების ერთი პირისაგან ან ჯგუფისაგან წარმატებით გადაცემას მეორე პირზე ან ჯგუფზე. ლენინის სიკვდილი იყო პირველი ასეთი ხელისუფლების გადაცემა და მისმა  შედეგებმა  დამღუპველად იმოქმედა საბჭოთა სახელმწიფოზე 15 წლის განმავლობაში.  სტალინის სიკვდილის ან გადადგომის შემდეგ იქნება  ხელისუფლების  მეორე ცვლა.  მაგრამ ესეც კი არ იქნება გადამწყვეტი გამოცდა. ამასწინანდელი ტერიტორიული ექსპანსიის შედეგად  საბჭოთა ხელისუფლება ქვეყნის შიგნით განიცდის რიგ დამატებით სინელეებს, რომლებმაც ერთხელ უკვე დააყენა მეფის რეჟიმი მკაცრი გამოცდის წინაშე. აქ ჩვენ დარწმუნებილი ვართ, რომ სამოქალაქო ომის დამთავრების შემდგომ ჯერ არასდროს არ ყოფილა საბჭოთა ხალხი ემოციური თვალსაზრისით ასე შორს კომუნისტური პარტიის დოქტრინისაგან, როგორც ახლა.  რუსეთში პარტია გადაიქცა გიგანტურ და დღეისათვის ძალიან წარმატებულ  დიქტატორული მმართველობის აპარატად, მაგრამ ემოციური შთაგონების წყაროს  უკვე აღარ წარმოადგენს. ამგვარად, კომუნისტური მოძრაობის სანაგანი სიმტკიცე და სტაბილურობა ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად.
  4. საბჭოთა უსაფრთხოების სფეროს გარდა მთელი საბჭოთა პროპაგანდა არის თავის საფუძველში ნეგატიური და დამანგრეველი. ამიტომ შედარებით ადვილია მას დავუპირისპიროთ გონიერი და კონსტრუქციული პროგრამები.

 ამ მიზეზების გამო , როორც მე მგონია, შეგვიძლია წყნარად და  კეთილი გულით მივუდგეთ რუსეთთან ურთიერთობის წარმართვის პრობლემას. თუ როორ განვახორციელოთ ეს მიდგომა, შემიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი კომენტარები:

  1. პირველ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ იმ მოძრაობის არსი, რომელთანაც გვაქვს საქმე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ იგი ისეთივე მიზანმიმართულად, მიუკერძოებლად ობიექტურად და ემოციონალური  წიგნიერებით, როგორითაც ექიმი  შეისწავლის ურჩ და არაგონიერ პიროვნებას.
  2. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ჩვენი ხალხი იყოს გათვითცნობიერებული რუსეთში დღევანდელი რეალური მდგომარეობის შესახებ.  არ შეიძლება ამის მნიშვნელობის  გადაჭარბებით შეფასება. მარტო  პრესას არ შეუძლია ეს გააკეთოს. ეა უნდა გააკეთოს ძირითადად მთავრობამ , რომელსაც უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვს ამ პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრაში .  ჩვენ ხელი არ უნდა შეგვიშალოს სურათის სიუშნოვემ.  მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად იქნებოდა ანტი-საბჭოთა ისტერიკა, თუ ამ სიტუაციის რეალურობა უკეთესად იქნებოდა გასაგები ჩვენი ხალხისთვის. გაურკვევლობაზე საშიში და  საშინელი არაფერია.  აგრეთვე შეიძლება ვიკამათო იმაზე, რომ რუსეთთან ჩვენი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ნეგატიურად აისახება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. მე მგონია, რომ თუ აქ არის რაიმე რეალური რისკი, ჩვენ უნდა გვქონდეს  საკმარისი გამბედაობა წინ აღვუდგეთ მას, და  მით უკეთესი, რაც უფრო სწრაფად იქნება. მაგრამ მე რისკის საფუძველს ვერ ვხედავ. ამ ქვეყანაში ჩვენი ფსონები დიდი არ არის, იმ შემთხვევაშიც კი თუ  რუსი ხალხისადმი ჩვენი კეთილმეგობრული დამოკიდებულება პიკსაც მიაღწევს. ჩვენ არა გვაქვს კაპიტალდაბანდებები, რომლის დაცვაც აუცილებელია,  ფაქტიურად საქონელბრუნვაც არა გვაქვს, რომელიც შეიძლება დავკარგოთ, ფაქტიურად არ გვყავს რუსეთში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება. ჩვენ მხოლოდ გარკვეული კულტურული კავშირები გაგვაჩნია , რომლის შენარჩუნებაც კარგი იქნებოდა. ჩვენ მხოლოდ იმის დაკარგვას ვრისკავთ, რისი მოპოვების იმედიც გვაქვს და არა იმისას, რაც რეალურად გვაქვს; და მე დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს დიდი შანსი ეს იმედები განვახორციელოთ, თუ ჩვენი ხალხი გათვითცნობიერებული იქნება რუსეთთან ჩვენი საქმიანობის შესახებ, რომელთათვისაც რეალური საფუძველის ჩაყრა აუცილებელია.
  3. ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენივე საზოგადოების სიჯანსაღესა და ენერგიაზე. მსოფლიო კომუნიზმი გავს დაავადების გამომწვევ პარაზიტს, რომელიც მხოლოდ დაავადებული ქსოვილებით იკვებება. ეს არის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გადაკვეთის წერტილი. გაბედული და მტკიცე ღონისძიებები, მიმართული ჩვენი საზოგადოების შიდა პრობლემების გადასაჭრელად, თავდაჯერებულობის, დისციპლინის, მორალური და საზოგადოებრივი სულის ამაღლება იქნება მოსკოვზე დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც ათას  დიპლომატიურ ნოტაზე და ერთობლივ კომუნიკეზე  მეტია. ჩვენ თუ უარს არ ვიტყვით ჩვენი საზოგადოების ფატალიზმზე და გულგრილობაზე,  მოსკოვი აქედან მიიღებს სარგებელს თავისი საგარეო პოლიტიკისათვის.
  4.  ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ და წარვუდგინოთ განსახილველად სხვა ქვეყნების მთავროებს  უფრო პოზიტიური და კონსტრუქციული სურათი იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია მსოფლიოს მომავალი.  არც თუ ისე იოლია აიძულო ხალხები მოგვბაძონ ჩვენ  პოლიტიკური მოღვაწეობის განვითარებაში. მრავალი უცხოეთის ქვეყანა და განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნები  დატანჯული და შეშინებული არიან წარსული გამოცდილებით და ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საყოველთაო თავისუფლებაში, ვიდრე საკუთარ უსაფრთხოებაში. ისინი ეძებენ რჩევას და არა პასუხისმგებლობას. ჩვენ  უნდა შევთავაზოთ მათ ასეთი დახმარება იმაზე უკეთესი სახით, ვიდრე რუსები. და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ამას იზამენ რუსები.
  5. დაბოლოს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკმარისი გაბედულება და თავდაჯერება, რომ დავრჩეთ  ერთგულნი საზოგადოების შესახებ ჩვენი საკუთარი პოლიტიკური მეთოდებისა და შეხედულებებისადმი.  საბოლოოდ, ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენ გვემუქრება საბჭოთა კომუნიზმის პრობლემების გადაჭრაში არის ის, რომ დავემსგავსოთ მათ, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვით.

                                                                                                                                                                                                  ქენანი

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია