LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

სწავლა საზღვარგარეთ

უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, არის ფინანსები. ბევრმა არ იცის, რომ შეიძლება მინიმალური ხარჯებით მიიღონ უმაღლესი განათლება დასავლეთის რომელიმე, თუნდაც ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში.

არსებობს რამდენიმე გზა საჭირო ფინანსების მოსაძიებლად და ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ამ წერილში განვიხილავთ, ფინანსური დახმარების რა ფორმები არსებობს უფასო ან მცირე დანახარჯით უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად.

გრანტები

ეს ტერმინი მიესადაგება ნებისმიერ  უანგარო ფინანსურ დახმარებას გარკვეული მიზნით,რაც არ გულისხმობს თანხის უკან დაბრუნებას ბენეფიციარის მიერ.

გრანტები ეძლევათ მაძიებლებს, რომელთაც არ აქვთ  საშუალება ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარონ უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ასეთ შემთხვევაში ხანდახან  მაძიებლისაგან მოითხოვენ რაიმე სახის დამამტკიცებელ საბუთს, რომ ნამდვილად ესაჭიროება ეს დახმარება. რიგ შემთხვევებში ამ საბითსაც არ ითხოვენ.

არსებობს აგრეთვე გრანტების სახეობა, რომელსაც იძლევიან რაიმე სამეცნიერო, ან პროფესიონალური პროექტის განსახორციელებლად. მაგ. სადიპლომო ნამუშევარისთვის, ან პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე კურსებში მონაწილეობისათვის, კვალიფიკაციის ასამეღლებლად და ა.შ.  ასეთ შემთხვევებში, მაძიებლის ფინანსურ მდგომარეობას ყურადღება არ ექცევა და გრანტის გამცემი ორგანიზაცია დაინტერესებულია მიიზიდოს და წაახალისოს საუკეთესო მაძიებლები.

გრანტებს გასცემენ როგორც თავად სასწავლო დაწესებულებები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები.

გრანტი მიენიჭება ერთჯერადად, ავტომატური გაგრძელების გარეშე, დათქმული პერიოდით.ამ პერიოდის ამოწურვამდე  სტუდენტს შეუძლია ხელმეორედ შეიტანოს განაცხადი გრანტის ხელახლა მოსაძიებლად.

სტიპენდიები

ესეც უანგარო ფინანსური დახმარების კიდევ ერთი ფორმაა, რომელსაც ბენეფიციარი უკან არ აბრუნებს. ხშირ შემთხვევაში სტიპენდია ნაწილობრივ ან მთლიანად ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიის მინიჭება არ არის მაძიებლის ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. სტიპენდიის მინიჭება დამოკიდებულია  იმ კრიტერიუმებზე, რომლებშიც ასახულია დონორთა მიზნები  და ფასეულობები. როგორც წესი, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ითხოვენ სამოტივაციო წერილს, რომელშიც მაძიებელმა უნდა დაასაბუთოს თუ რატომ არის ის  ღირსეული კანდიდატი ამ სტიპენდიის მისაღებად.

განასხვავებენ შემდეგი სახის სტიპენდიებს:

ტალანტისა და მიღწევებისათვის - რომელიც მიენიჭებათ მაძიებლებს, რომელთაც გამოიჩინეს თავი აკადემიური მოსწრებით,სპორტული მიღწევებით, ხელოვნებაში ან ვოლონტიორული საქმიანობით და ა.შ. 

კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის -   რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის,გარ-კვეული ეთნიკური,რელიგიური,ასაკობრივი ჯგუფებისათვის. მაგ. მარტოხელა დედებისათვის, ქალებისათვის და ა.შ.  ეს პირობა არ ნიშნავს რომ ავტომატურად მიიღებს სტიპენდიას; პირობა განსაზღვრავს მხოლოდ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

პრიორიტეტული სპეციალობებისთვის  -  ამ პირობით კატეგორიაში მოიაზრება  სტიპენდიები, რომელთა მიზანია წაახალისოს მაძიებლები, რომლებიც აპირებენ პრიორიტეტულ სპეციალობებზე სწავლის გაგრძელებას. როგორც წესი ასეთ სპეციალობებზე მ სტუდენტების წვავე დეფიციტია ხოლმე.

ინსტიტუციონალური. ეს სტიპენდიები მიენიჭებათ მაძიებლებს მხოლოდ კონკრეტული  სასწავლო დაწესებულების მიერ. ამ სტიპენდიების მიზანია მიიზიდოს საუკეთესო უცხოელი სტუდენტები. ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდიანტების რაოდენობა დამოკიდებულია სასწავლებლის ბიუჯეტსა და მაძიებელთა რაოდენობაზე. ზოგჯერ ეს სტიპენდიები გამოიყოფა არკვეული პირობით, რომ ბენეფიციარმა უნდა მიიღოს მონაწილეობა რაიმე ვოლონტიორულ პროექტში ან რაიმე სხვა სახის ღონისძიებებში.

სტიპენდიები კვლევებისთვის fellowships

ფინანსური დახმარების ეს ფორმა საშუალებას იძლევა მიიღოთ უფასო განათლება მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში ან დააფინანსოთ თქვენი კვლევითი პროექტი. სასწავლო პროგრამის მიხედვით შეიძლება მიიღოთ დაფინანსება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე როორც სწავლისათვის, ასევე საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის.

ამ დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ან საზოგადოებრივი ფონდები. შეფასების კრიტერიუმებიც შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა პროგრამისთვის. მაგ. აკადემიური მოსწრება, კვლევითი მიღწევები ან მაძიებლის ფინანსური მდგომარეობა. ზოგ შემთხვევაში განაცხადი კეთდება პირდაპირ სასწავლო დაწესებულების სახელზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა განაცხადუ უნდა შეიტანო რომელიმე ფონდში ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც ახდენს სტიპენდიალური პროგრამის ადმინისტრირებას.

ასისტენტურა assistantship

ფინანსური დახმარების ეს ფორმა ძირითადად განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისათვის,მაგრამ იშვიათად მაგისტრატურის სტუდენტებსაც აფინანსებენ.  ეს დახმარება გულისხმობს, რომ სტუდენტი ღებულობს ფასდაკლებას სწავლაზე და /ან ხელფასს, რომელსაც გამოიმუშავებს სწავლისგან თავისუფალ დროს როგორც პროფესორის ასისტენტი. მაგ. ასისტენტს შეუძლია წაიკითხოს შესავალი ლექციები თავისი სპეციალობით  (teaching assistantship) ან მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის კვლევით პროექტში (research assistantship)

ეს არის ზოგადი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით

გისურვებთ წარმატებებს!                                                       

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია