LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

სამოტივაციო წერილის დასაწერად ორი მიდგომა არსემობს

 

1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემას წარსულიდან აწმყომდე. ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, ძალიან მოხერხებულია, მაგრამ არის საშიშროება, რომტექსტი დაემსგავსოს ავტობიოგრაფიას, რაც არასასურველია.

თემატური მიდგომა, რაც გულისხმობს კონცენტრირებას 2-4 თემაზე, რომელნიც შეგიძლიათ გადმოსცეთ როგორც თანმიმდევრობით, ასევე შერეულად.  თემატური მიდგომის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ შესაძლებელია დაუკავშიროთ სხვადასხვა დროს მომხდარი, აზრობრივად დაკავშირებული მოვლენები ერთმანეთს.

 

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

 

  • სამოტივაციო წერილს კითხულობენ სწრაფად, ეძებენ ძირითად იდეებს, ყველაზე საინტერესო ფაქტებს და გამოცდილებას, ამიტომ, შეეცადეთ ეს ყველაფერი თავშივე ჩამოაყალიბოთ, თუ შესაძლებელია, შესავალშივე.
  • განათავსეთ წერილში ფაქტები ისეთნაირად, რომ მკითხველისთვის ცხადი გახდეს თქვენი განვითარების ეტაპები, ანუ, როგორ გადაიზარდა თქვენი პირველადი ცნობისმოყვარეობა ამ საგნით გატაცებაში, ან ადრეულ ბავშვობაში გამოჩენილი ნიჭი მიყვანილი იქნა თქვენს მიერ ოსტატობის დონემდე.
  • თუ თქვენს ცხოვრებაში იყო რაიმე დრამატული გამოცდილება, ჯობია ესეც თავშივე მიუთითოთ და შემდეგ ეტაპობრივად გახსნათ ტექსტში, ხოლო პრობლემის გადაჭრა გადმოეცით ტექსტის ბოლოში.

ტექსტის ორგანიზება პარაგრაფების მიხედვით

პარაგრაფები- ეს არის სამშენებლო ბლოკები ესსესთვის ან სამოტივაციო წერილისთვის. მათი ორგანიზაცია ექვემდებარება გარკვეულ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ.

  • გამოიყენოთ გარდამავალი ფრაზები ერთი პარაგრაფიდან მეორეზე გადასვლისას. გარდამავალი ფრაზები უზრუნველყოფს აზრობრივ კავშირს და გარდა ამისა, მკითხველს აზლევს ინფორმაციას, თუ რა თემაზე იქნება მომდევნო პარაგრაფი.

 

  • გარდამავალი ფრაზები ზოგადი ხასიათისაა, ამიტომ მათი მომდევნო ფრაზა უნდა იყოს კონკრეტული და შეიცავდეს ფაქტებს, ხოლო პარაგრაფის შიდა აზრობრივი მსჯელობა უნდა იყოს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

 

 

  • სამოტივაციო წერილის ყოველი პარაგრაფი მინი ისტორიაა, ამიტომ ყოველი პარაგრაფის დასასრულს აუცილებელია აზრობრივი გახსნა. შეეცადეთ ეს გახსნა ისე ჩამოაყალიბოთ, რომ გამომდინარეობდეს პარაგარაფის შინაარსიდან.  არ გამოიყენოთ საერთო ფრაზები.

 

შესავალი და დასკვნა

შესავალი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წერილის და ზოგადად ესსეს დაწერისას.  მისი მიზანია ყურადღება მიიქციოს და დააინტერესოს მკითხველი. შესავალში აგრეთვე შეიძლება იყოს მითითებული თხრობის შემდგომი მიმართულება. მაგრამ ეს არ არის შესავალის მთავარი დანიშნულება.

არსებობს სამოტივაციო წერილის დაწყების რამდენიმე საშუალება:

  • საინტერესო ციტატა  - ამ მეთოდს ძალიან ხშირად იყენებენ და ამიტომარის რისკი გამოიყურებოდეთ არა ორიგინალულად.
  • თქვენი ცხოვრებიდან რაიმე საინტერესო ფაქტის აღწერა, რომელსაც შემდგომ პარაგრაფებში გაშლით.
  • პრობლემის კონსტატაცია. პრობლემა შეიძლება იყოს როგორც პირადი, ასევე სოციალური. შემდგომ პარაგრაფებში უნდა აჩვენოთ ამ პრობლემის შინაგანი, თუ გარეგანი გადაჭრის გზა, ან როგორ მიხვედით ამ პრობლემის უფრო ღრმად გააზრებამდე.

 

დასკვნა

ეს არის მეორე ყველაზე აუცილებელი ნაწილი სამოტივაციო წერილისა. მისი მიზანია რაც შეიძლება ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვოს მკითხველზე.  არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ დასკვნის დაწერისას.

  • ჯობის მოახდინოთ თემების სინთეზირება და არა რეზუმირება. ეს ნიშნავს რომ არ  არის საჭირო პარაგრაფების მიხედვით რეზუმირება. ამის მაგივრად დასკვნაში  კიდევ ერთხელ შეეხეთ განხილულ თემებს ოღონდ განსხვავებული კუთხით.
  • შეიძლება მიაბათ თქვენი იდეები უფრო ფართო კონტექსტს ან დარგს, რომელიც თქვენ გეხებათ, ოღონდ ყოველგვარი ფილოსოფიური  და მაღალფარდოვანი წიაღსვლების გარეშე.
  • თქვენი გრძელვადიანი გეგმების შესახებ მოთხრობა კიდევ ერთი საშუალებაა ეფექტურად დაასრულოთ თქვენი სამოტივაციო წერილი. თქვენი მიზნები ორგანულად უნდა გამომდინარეობდეს თქვენი ცოდნისა და გამოცდილებისაგან. ამგვარად,  ბუნებრივი გზით გაერთიანდება თემები თქვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.

 

რედაქტირება

შესაძლებელია, წერილს დაჭირდეს რამდენჯერმე რედაქტირება ყველა დონეზე. დაწყებული სიტყვებიდან  და წინადადებებიდან, დამთავრებული მთლიანი პარაგრაფებით.

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დაწერეთ სამოტივაციო  წერილის პირველი ვარიანტი და არ იფიქროთ დიდად რედაქტირებაზე. ეს მოგცემთ თქვენი შემოქმედებისათვის მეტ სივრცეს.
  • გადადეთ წერილის რედაქტირება ერთი-ორი დღით და შემდეგ ისევ შეაფასეთ იგი. პრობლემურ ძონებს ასე უფრო ადვლად შეამჩნევთ. წაშალეთ ისეთი წინადადებები, რომლებიც არ არის დატვირთული აზრობრივად, მოერიდეთ ბანალურობას და ზოგად ფრაზებს.
  • გააკეთეთ შესვენებები რედაქტირების ეტაპებს შორის.

 

არასოდეს მოახდინოთ მზა შაბლონების კოპირება. მიმღები კომისიის წევრები ყოველწლიურად განიხილავენ ათეულობით სამოტივაციო წერილს და მათ სწრაფად შეუძლიათ განსაზღვრონ წერილი არის თუ არა გადაწერილი ინტერნეტიდან.

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია