LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი

კითხვაზე, თუ როგორ გამოიყურება გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.  ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს ესათუ ის საგრანტო კონკურსი ან სასტიპენდიო პროგრამა.

ასეულობით სხვადასხვა საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამა არსებობს. ზოგიერთი მათგანი ფარავს მხოლოდ მცირე, ხარჯებს, ხოლო სხვები კი სწავლის წლიური გადასახადს ათეულ ათასობით დოლარს.

თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხოვნილებები გააჩნია მაძიებლის მიმართ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა თვითეული ასეთი პროგრამისადმი. არ არსებობს საერთო კლიშე, რითიც შესაძლებელი იქნებოდა ესარგებლა მაძიებელს.  ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია დაწვრილებით გაეცნოთ თვითოეული პროგრამის მიზნებსა და მაძიებლისადმი მოთხოვნილებებს და განაცხადები შეავსოთ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. ეს არ ნიშნავს რომ რაიმე არარსებული მიაწეროთ საკუთარ თავს.  უბრალოდ, აუცილებელია, პროგრამის მოთხოვნილების მიხედვით შეცვალოთ  თქვენი მიღწევებისადმი, უნარ-ჩვევებისადმი  თუ გამოცდილებისადმი ხედვის რაკურსი, რათა თქვენთვის ხელსაყრელი კუთხით წარუდგინოთ ეს ყველაფერი საგრანტო ადმინისტრაციას.

მართალია ერთიანი კლიშე იდეალური მაძიებლისათვის არ არსებობს, მაგრამ არის ზოგადი რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

  1. თქვენი აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებლები, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა (არ არის აუცილებელი გამარჯვება ან საპრიზო ადგილებზე გასვლა), ძალიან დიდი პლიუსია უცხო ენის იმაზე უფრო მაღალ დონეზე ცოდნა, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნით.
  2. აჩვენეთ რომ გაქვთ ლიდერის თვისებები. ლიდერობის პოტენციალს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ამ თვისებების ჩვენება გამოიხატება სხვადასხვა სტუდენტურ არჩევით ორგანოებში მონაწილეობით, მაგ. სტუდენტური თვითმმართველობაში აქტიურობით, ვოლონტიოტულ ღონისძიებებში მონაწილეობითადგილობრივ სამზოგადოებრივ ორგანიზაციების ცხოვრებაში მონაწილეობით. ამით თქვენ აფიქსირებთ, რომ გაქვთ აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია.
  3. აჩვენეთ რომ ხართ მოტივირებული, დეტალებისადმი ყურადღებიანი  და პროფესიონალურად უდგებით თქვენ საქმეს.  ეს გამოიხატება იმაში, თუ რამდენად კვალიფიციურად და მოთხოვნების გათვალისწინებით შეავსებთ და გააფოორმებთ თქვენს განაცხადს. ამას უდიდესი ყურადღება ექცევა, რადგან  საკონკურსო კომისიას სწორედ ეს უქმნის თქვენს შესახებ პირველად შთაბეჭდილებას.  ანკეტა, ესსე და სარეკომენდაციო წერილები უნდა ასახავდეს თქვენს მოტივაციას და პროფესიონალიზმს. ზუსტად მისდიეთ ინსტრუქციებს, თუ მოითხოვენ რომ წარადგინოთ   500 სიტუვიანი ესსე  და თქვენ გააგზავნით 1000 სიტყვიანს, შეიძლება განაცხადის განუხილველადვე დისკვალიფიკაცია მიიღოთ. დაუშვებელია უყურადღებობა და გრამატიკული შეცდომების დაშვება, რომ არაფერი ვთქვათ ფაქტობრივ შეცდომებზე.
  4. იქონიეთ ძლიერი  სარეკომენდაციო წერილები თქვენი პედაგოგებისაგან, სამეცნიერო ხელმძღვანელისაგან ან დამსაქმებლისაგან, რაც საბოლოო სიტყვას იტყვის თქვენს სასარგებლოდ.

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია