LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

გრძელი ტელეგრამა (გაგრძელება)

ეს, რაც შეეხება საფუძვლებს. და საბჭოთა პოლიტიკის თვალსაზრისით  რა დასკვნებამდე მივყავართ მათ? დასკვნები ასეთია:

ა) საჭიროა გაკეთდეს ყოველივე აუცილებელი სსრკ-ს პოზიციების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში. მეორე მხრივ, არ შეიძლება ხელიდან გავუშვათ თუნდაც მცირე  შესაძლებლობა კაპიტალისტური სახელმწიფოების ძალისა და გავლენის დასასუსტებლად კოლექტიური ან ინდივიდუალური მოქმედებების საშუალებით.

ბ) საბჭოთა ძალისხმიერება, ისევე როგორც რუსეთის საზღვარგარეთელი  მომხრეების  ძალისხმიერება, უნდა იქნას მიმართული კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების შესასწავლად და გამოსაყენებლად. თუ ასეთ  კონფლიქტებს გადავაქცევთ „იმპერიალისტურ“ ომად, ის შემდგომში უნდა გადაიზარდოს მთელი რიგი კაპიტალისტური ქვეყნების შიდა რევოლუციურ აჯანყებად.

გ) საზღვარგარეთის  „დემოკრატიული და პროგრესული ძალები“ მაქსი,ალურად უნდა იქნან ჩართულნი კაპიტალისტური ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლის მიზნით, საბჭოთა ინტერესების სასარგებლოდ.

დ) აუცილებელია გავაჩაღოთ დაუნდობელი ბრძოლა საზღვარგარეთის სოციალისტურ და სოციალ-დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა.

ნაწილი მეორე: საბჭოთა ცნობიერების საფუძვლები

სანამ დავიწყებდე პრაქტიკაში საბჭოთა პოლიტიკური კურსის  განხილვას, მე ვისურვებდი ყურადღება გამემახვილებინა  ამასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ასპექტებზე.

პირველ რიგში, განსახილველი ცნობიერება არაბუნებრივია რუსი ხალხისათვის. უმეტესწილად, რუსი ხალხი კეთილმეგობრულად იყო განწყობილი გარე სამყაროსადმი, დაინტერესებული იყო გამოეკვლია იგი,  აღმოეჩინა მათი ტალანტები და ყველაზე მეტად სურდა ეცხოვრა მშვიდობიანად და ესარგებლა  საკუთარი შრომის შედეგებით.

პოლიტიკური კურსი წარმოადგენს მხოლოდ თეზისს, რომელსაც ოფიციალური პროპაგანდისტული აპარატი თავს ახვევს საზოგადოებას, რომელიც ნაწილობრივ ეწინააღმდეგება კიდეც მას. მაგრამ პოლიტიკური კურსი ეფუძნება იმ ადამიანების შეხედულებებსა და მოქმედებებს, რომლებიც შეადგენენ ხელისუფლების აპარატს, ეს არის პარტია, საიდუმლო პოლიცია  და მთავრობა, და სწორედ მათთან გვაქვს საქმე.

მეორე: გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ საფუძვლები, რომლებსაც ეყრდნობა მოცემული პოლიტიკური კურსი, დიდწილად არის ყალბი. გამოცდილებამ აჩვენა რომ კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოების მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანაარსებობა სრულიად დასაშვებია. წარმოების საშუალებებზე კაპიტალისტური საკუთრება უკვე აღარ წარმოადგენს მოწინავე ქვეყნებში ძირითადი შიდა კონფლიქტების წყაროს, დიდწილად ეს კონფლიქტები ჩნდება დაჩქარებული   ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის მიზეზით, რომლის გარეშეც რუსეთი იოლად გადიოდა დღემდე მისი ჩამორჩენილობის გამო. კაპიტალიზმის შიდა კონკურენცია ყოველთვის არ იწვევს ომებს; და არც ყველა ომი წარმოადგენს ამ კონკურენციის შედეგს.

აბსოლიტურად უაზროა, ილაპარაკო დღეს საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესაძლებლობაზე გერმანიისა და იაპონიის განადგურების შემდეგ და ასევე ახლახანს დამთავრებული ომის  მაგალითზე. თუ   აღკვეთილი იქნება პროვოკაციები მიუღებელი და დივერსიული ‘კაპიტალისტური“ სამყაროს მხრიდან, მაშინ  სრულიად შესაძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რუსეთთან მიმართებაში.  და ბოლოს, არცერთ  საღად მოაზროვნე ადამიანს არ აქვს მიზეზი ეჭვი შეიტანოს ზომიერი სოციალისტური ლიდერების დასავლური ქვეყნებისადმი გულწრფელ დამოკიდებულებაში. უსამართლო იქნებოდა ასევე უარგვეყო მშრომელი ხალხის პირობების გაუმჯობესების წარმატებული მცდელობა, იქ სადაც ამისთვის რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ სკანდინავიის ქვეყნები.

ამ წინაპირობების მცდარობა, რომელიც წინ უსწრებდა ცოტა ხნის წინანდელ ომს, საფუძვლიანად იქნა დემონსტრირებული თავად კონფლიქტის პერიოდში. ანგლო- ამერიკული უთანხმოებები არ გადაიქცა მთავარ უთანხმოებად დასავლურ სამყაროში. განსხვავებით  ღერძის ქვეყნებისა, სხვა კაპიტალისტურმა ქვეყნებმა არ მოისურვეს გადაელახათ თავიანთი უთანხმოებები და  ჯვაროსნული ომის ორგანიზება მოეხდინათ სსრკ-ს წინააღმდეგ. იმის მაგივრად, რომ იმპერიალისტური ომი გადაექცია სამოქალაქო ომად და რევოლუციად, სსრკ-მ აიღო საკუთარ თავზე მოვალეობა ებრძოლა კაპიტალისტური ქვეყნების მხარდამხარ საერთო მიზნებისათვის.

მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ყველა ეს თეზისი, რომლებიც უსაფუძვლო და უარგუმენტოა, დღეს ისევ შემოაქვთ დღის წესრიგში.  რას ნიშნავს ეს?  ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა პოლიტიკური კურსი  ეფუძნება რუსეთის საზღვრებს მიღმა არსებული სიტუაციის არა ობიექტურ ანალიზს, არამედ იგი ემყარება რუსეთის საზღვრებს მიღმა პოლიტიკურ მდგომარეობაზე მწირ წარმოდგენებს; რომ  დიდწილად  იგი გამოწვეულია  რუსეთის შიდა ძირითადი საჭიროებებით, რომლებიც არსებობდა ომამდე და არსებობს დღესაც.

საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ კრემლის მანიაკალური შეხედულებების სათავეებთან დგას რუსეთისათვის ტრადიციული და ინსტინქტური დაუცველობის შეგრძნება. თავიდან ეს იყო დაუცველობის გრძნობა აგრარული ხალხებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ფართო, გაშლილ ტერიტორიებზე  აგრესიული მომთაბარე ტომების მეზობლად.  ეკონომიკურად უფრო  განვითარებულ დასავლურ ქვეყნებთან ეკონომიკური კონტაქტების დამყარების კვალდაკვალ, ამ გრძნობას დაემატა  უფრო  კომპეტენტური, უფრო ძლიერი, უფრო ორგანიზებული საზოგადოების წინაშე შიში. მაგრამ ეს დაუცველობა  იწვევდა შიშს უფრო რუსეთის მმართველებში, და არა რუს ხალხში, რადგანაც რუსეთის მმართველები აცნობიერებდნენ თავიანთი მმართველობის ფორმის  არქაულობას, თავისი ფსიქოლოგიური ორგანიზაციის სისუსტესა და ხელოვნურობას, იმას, რომ არ შეეძლოთ შედარებისთვის გაეძლოთან დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებთან  შესულიყვნენ კონტაქტში. ამ მიზეზით  ისინი ყოველთვის უფრთხოდნენ უცხოელთა შემოჭრას,  თავს არიდებდნენ პირდაპირ კონტაქტებს დასავლეთის სამყაროსა და საკუთარ სამყაროს შორის.  ეშინოდათ იმისი,  თუ რა მოხდებოდა, თუ რუსი ხალხი  გაიგებდა სიმართლეს გარე სამყაროზე, ან გარე სამყარო გაიგებს სიმართლეს  რუსეთის შიდა ცხოვრების შესახებ.  და ისინი ეძებდნენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებს  მხოლოდ  და მხოლოდ ჯიუტ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში  კონკურენტი სახელმწიფოების  სრულიად გასანადგურებლად, არასოდეს შედიოდნენ მათთან შეთანხმებაში და არასოდეს მიდიოდნენ კომპრომისზე.

არ შეიძლება ვუწოდოთ შემთხვევითი იმას, რომ სწორედ რუსეთში შეჩერდა და გაიდგა ფესვები მარხსიზმმა, რომელიც მანამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ინავლებოდა დასავლეთ ევროპაში.  მხოლოდ ამ ქვეყანაში, რომელმაც არასოდეს იცოდა მეგობრული თანამეზობლობა ან დამოუკიდებელი ძალების ჭეშმარიტად მდგრადი წონასწორობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, შეეძლო  გამოეწვია გამოხმაურება  ამ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ საზოგადოების ეკონომიკური კონფლიქტები არ შეიძლება გადაჭრილ იქნას მშვიდობიანი გზით.  ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდგომ მარქსიზმის დოგმა, რომელიც  კიდევ უფრო აგრესიულად და ფანატიკურად ჟღერდა ლენინის ინტერპრეტაციით, გახდა შესანიშნავი გამტარი დაუცველთა გრძნობებისა, რომელმაც ბოლშევიკთა გონებაში იმაზე უფრო მეტად გაიდგა ფესვი, ვიდრე რუსეთის მანამდელ მმართველებში. მიზნების ალტრუიზმზე დამყარებულ ამ დოგმაში მათ ჰპოვეს გამართლება თავიანთი ინსტინქტული  შიშისა გარე სამყაროს მიმართ: დიქტატურა, რომლის გარეშეც მათ ვერ წარმოედინათ სახელმწიფოს მართვა; დაუნდობლობა, რომლის გარეშეც ისინი ვერ იარსებებდნენ; მსხვერპლი, რომლის შეწირვასაც თავის მოვალეობად თვლიდნენ. მარქსიზმის სახელით ისინი თავის მეთოდებსა და ტაქტიკაში ნებისმიერ მორალურ ფასეულობებს სწირავდნენ. დღეს მათ არ შეუძლიათ ამის გარეშე არსებობა.  ეს არის მათი ინტელექტუალური და მორალური რესპექტაბელურობის ლეღვის ფოთოლი. ამის გარეშე ისინი წარსდგებოდნენ ისტორიის სამსჯავროზე უკეთეს შემთხვევაში რუსეთის დაუნდობელი და მფლანგველი მმართველების გრძელი რიგის ბოლოს, რომლებიც შეუბრალებლად უბიძგებდნენ ქვეყანას სამხედრო სიძლიერის ახალი მწვერვალების დასაპყრობად, რათა უზრუნველეყოთ გარეგანი უსაფრთხოება თავისი სუსტი  შინაგანიპოლიტიკური რეჟიმისა.  ამიტომ საბჭოთა მიზნები ოფიციალურად ყოველთვის შენიღბული იყო მარქსიზმის საბურველით, და ამიტომ არავის უნდა შეეტანა ეჭვი ამ დოგმის მნიშვნელობაში საბჭოთა პოლიტიკის საკითხებში. ამვარად, საბჭოთა ლიდერები, თავისი წარსულისა და აწმყოს გამო იძულები იყვნენ წინ წამოეწიათ დოგმა, რომელიც გარე სამყაროს განიხილავდა როგორც ბოროტს, მტრულსა და მრისხანეს,  მაგრამ როგორც თავის თავში მატარებელ, ნელა განვითარებადი ავადმყოფობის მარცვლებს,  რომელიც განწირულია სრული განადგურებისთვის შიდა კატაკლიზმების გაძლიერების გამო.  საბოლოო მომაკვდინებელი დარტყმა მიყენებული იქნება ამ სამყაროსათვის  სულ უფრო მძლავრი  სოციალიზმის მიერ. და შედეგად, იგი უკან დაიხევს  ახალი და უკეთესი სამყაროს წინაშე. მოცემული თეზისი  მოიცავს თავის თავში რუსული სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების გამართლებას, რუსი ხალხის გარე სამყაროსგან იზოლაციას, ასევე  რუსული პოლიტიკური ხელისუფლების საზღვრების გამუდმებულ  გაფართოებას, რაც ერთიანობაში შეადგენს რუსეთის მმართველების ბუნებრივ და ინსტინქტურ რწმენას. თავის საფუძველში ეს მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი მოძრაობის-არამდგრადი რუსული ნაციონალიზმის წინ წამოწევაა, რომელშიც შეტევისა და თავდაცვის ცნებები წარმოუდგენლად აღრეულია. მაგრამ  საერთაშორისო მარქსიზმი ახალი სახით,თავის თაფლივით  დაპირებებით,  გარე სამყაროსათვის, რომელიც ძალაგამოცლილი და  სასოწარკვეთამდეა მისული, ეს დოგმა წარმოადგენს ისე საშიშსა და მზაკვრულს, როგორც არასდროს.

აქედან არ შეიძლება დავასკვნათ ის, რომ სსრკ-ს პოლიტიკური კურსი დამყარებულია პირმოთნეობასა და  არაგულწრფელობაზე  მათი მხრიდან, ვინც ამაზე მუშაობს. მრავალი მათგანი იმდენად გაუთვითცნობიერებელია საგარეო პოლიტიკის სკითხებში და იმდენად არიან თვითშთაგონების გავლენის ქვეშ, რომ  ძალდაუტანებლად შეუძლიათ დაიჯერონ ის, რისი დაჯერებაც  მათთვის ხელსაყრელი და კომფორტულია. საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ამოუხსნელი გამოცანა იმის თაობაზე, თუ ვინ ღებულობს გარე სამყაროზე ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას ამ უზარმაზარ მიწაზე. საიდუმლოებითა და კონსპირაციით მოცულ ატმოსფეროში, რომელიც გამეფებულია მთავრობაში, არსებობს ინფორმაციის დამახინჯებისა და ფალსიფიკაციის უსაზღვრო შესაძლებლობები.  ობიექტური სინამდვილისადმი რუსების უნდობლობა - უფრო ზუსტად კი მისი არსებობის რწმენის უქონლობა- უბიძგებს იქითკენ, რომ ისინი განიხილავენ წარმოდგენილ ფაქტებს, როგორც იარაღს ამა თუ იმ საიდუმლო მიზნის განსახორციელებლად.  ეს შესანიშნავი მიზეზია ვივარაუდოთ, რომ მთავრობა სინამდვილეში არის კონსპირაცია კონსპირაციის შიგნით; და მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რიმ თავად სტალინიც კი ღებულობს ობიექტურ წარმოდგენას მსოფლიოში პოლიტიკურ სიტუაციაზე.  აქ  იშლება უსაზღვრო შესაძლებლობები  ეშმაკური ინტრიგებისათვის, რაშიც რუსები შეუდარებელი ოსტატები გახლავან.  უცხოური მთავრობების უსუსურობა,   ნათელი გახადონ თავიანთი საქმეების ჭეშმარიტი მდგომარეობა რუსეთის პოლიტიკური ლიდერების წინაშე- ფაქტია, რომელიც მიუთითებს რუსეთთან ურთიერთობების ხასიათზე, რომლებიც მიღწეულია  საეჭვო და საიდუმლო მრჩეველთა საშუალებით, რომელნიც თვალით არავის უნახავს, და რომლებზეც შეუძლებელია გავლენის მოხდენა,- ჩემის აზრით წარმოადგენს ყველაზე საგანგაშო ფაქტორს დიპლომატიური ხაზისთვის მოსკოვში. ამის შესახებ დასავლელ პოლიტიკურ მოღვაწეებს გამუდმებულად უნდა ახსოვდეთ, თუკი მათთვის გასაგებია ამ პრობლემის არსი.

ნაწილი მესამე:  საბჭოთა მსოფლმხედველობის გავლენა რეალურ პოლიტიკაზე ოფიციალურ დონეზე

  ახლა ჩვენ გვაქვს  ნათელი წარმოდგენა საბჭოთა პოლიტიკური პროგრამის ბუნებასა და საფუძვლებზე. რას უნდა ველოდოთ მისი პრაქტიკული გამოყენების შედეგად? საბჭოთა პოლიტიკა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოდგენით, ხორციელდება ორ დონეზე: (1) ოფიციალური დონე, როცა ყველა ქმედება ხორციელდება ოფიციალურ დონეზე საბჭოთა მთავრობის სახელით; და (2) საიდუმლო დონე, როცა ქმედებები ხდება სხვადასხვა უწყებების მიერ, რომელზეც  მთავრობა პასუხს არ აგებს.

ორივე დონეზე მოქმედი პოლიტიკა მოწოდებულია ემსახუროს ძირითად პოლიტიკურ ინტერესებს, რომლებიც წარმოდგენილია პირველი ნაწილის ა-დ პუნქტებში. სხვადასხვა დონეებზე ხორციელდება თავისი შინაარსით სხვადასხვა მოქმედებები, მაგრამ მათი მიზნები, დროსთან კავშირი და შედეგები მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

ოფიციალურ დონეზე აუცილებელია განვიხილოთ შემდეგი ამოცანები:

ა) შინაგანი პოლიტიკა, მიმართული საბჭოთა სახელმწიფოს  პოტენციალისა და პრესტიჟის  ყოველმხრივი გაზრდისაკენ: ინტენსიური სამხედრო ინდუსტრიალიზაცია: შეიარაღებული ძალების მაქსიმალური განვითარება;  გარე დამკვირვებლებისათვის უმაღლესი მიღწევების დემონსტრირება; ხელშეუხებელი გასაიდუმლოება საშინაო საქმეებისა, რომლებიც ემსახურებიან დაფარონ სუსტი მხარეები და  ყავდეთ ოპონენტები გაურკვევლობაში.

ბ) საჭიროა ძალისხმევის გამოჩენა საბჭოთა გავლენის ოფიციალური საზღვრების გასაფართოებლად, ამ ქმედებების თანადროულობისა და პერსპექტიულობის პირობით.  დღევანდელ დღეს ეს ძალისხმევა მიმართულია კონკრეტული მეზობელი ტერიტორიებისაკენ, რომლებიც განიხილებიან როგორც პირველხარისხოვანი სტრატეგიული აუცილებლობები. ესენია ჩრდილოეთ ირანი, თურქეთი და კუნძული ბორნხოლმი. თუმცაღა მათ  რიცხვს ნებისმიერ დროს შეიძლება დაემატოს სხვა გეოგრაფიული რაიონებიც, თუკი სსრკ-ს პოლიტიკური გავლენა გავრცელდება ახალ ტერიტორიებზე. ამგვარად, შეიძლება შეიძლება დადგეს აუცილებლობა მიმართონ  კეთილმეზობლურ ირანს თხოვნით, დაუთმონ რუსეთს პორტი სპარსეთის ყურეში. თუ ესპანეთი აღმოჩნდება კომუნისტების კონტროლის ქვეშ, დადგება საკითხი გიბრალთარის სრუტეში საბჭოთა ბაზირების შესახებ. მაგრამ ამგვარი მოთხოვნები ოფიციალურ დონეზე ფორმულირებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამთავრდება არაოფიციალურ დონეზე სამზადისი.

გ) რუსეთი ოფიციალურად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც იქნება რეალური შესაძლებლობა საბჭოთა გავლენის გასაძლიერებლად, სხვა სახელმწიფოების გავლენის დასათრგუნად და დასასუსტებლად. მოსკოვი გაეროს განიხილავს არა როგორც  ფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობის  მართვის მექანიზმს, დაფუძნებულს ურთიერთხელსაყრელ ინტერესებზე  და ყველა ხალხების საკეთილდღეოდ, არამედ მათი მიზნების  განსახორციელებელ საუკეთესო არენად.  მანამ, სანამ გაერო მოემსახურება ამ მიზნებს საბჭოთა კავშირი დარჩება მის წევრად. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდება, რომ გაერო ეწინააღმდეგება ან ანგრევს საბჭოთა გეგმებს მისი გავლენის გასაძლიერებლად, ანდა სსრკ დაინახავს  მისი მიზნების რეალიზაციისათვის  უკეთეს პერსპექტივებს, იგი დაუყოვნებლივ გავა გაეროს შემადგენლობიდან. ეს იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ საბჭოელები საკუთარ თავს თვლიან საკმაოდ ძლიერად, რომ მათი წასვლით დაარღვიონ  სხვა ერების ერთობა, გამოაცხადონ გაერო უუნაროდ საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებისა და მიზნების დაცვაში., და ეძებონ, მათი აზრით, საერთაშორისო ზეგავლენის უფრო ეფექტური საშუალება. ამგვარად, საბჭოთა კავშირი დამოკიდებულება გაეროსადმი უმთავრესად იქნება, სხვა ხალხების ჩართულობის ექვივალენტური, აგრეთვე იმ რწმენისა და ერთიანობის ექვივალენტური, რომლითაც ეს ხალხები გაეროში იცავდნენ  საერთაშორისო ურთიერთობების მშვიდობიან და იმედის მომცემ იდეას. ისევ გავიმეორებ, რომ მოსკოვს არა აქვს გაეროს იდეალებისადმი რწმენა . მისი დამოკიდებულება ორგანიზაციისადმი არის პრაგმატული და ატარებს ტაქტიკურ ხასიათს.

დ) კოლონიალური ტერიტორიებსა და ჩამორჩენილი და დამოკიდებულ ხალხებთან მიმართებაში საბჭოთა პოლიტიკა ოფიციალურ დონეზე მიმართული იქნება მოწინავე დასავლური ქვეყნების ხელისუფლებისა და გავლენის დასასუსტებლად, თეორიულად ეს აიხსნება იმით, რომ მანამ, სანამ ეს პოლიტიკა წარმატებით განხორციელდება, შეიქმნება  ხელსაყრელი ვაკუუმი საბჭოთა კომუნიზმის დასანერგად. საერთაშორისო მეურვეობის შეთანხმებებში მონაწილეობაზე საბჭოთა აქცენტი, ჩემის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის გავლენის გაძლიერებას; და  ის, რომ გაზარდოს საბჭოთა გავლენის შესაძლებლობები.  უკანასკნელი მოტივი საკმაოდ წონადია, მაგრამ  ამ მიზნებისთვის საბჭოები უპირატესობას აძლევენ სხვა საშუალებებს, და არა მეურვეობაზე ოფიციალურ შეთანხმებებს. ამგვარად, უნდა ველოდოთ, რომ საბჭოები მიმართავენ განცხადებით ჩავრთოთ ისინი საერთაშორისო მეურვეობაზე მსგავს შეთანხმებებში და გამოიყენებენ მიღებულ ბერკეტებს  ამ ქვეყნებში  დასავლეთის გავლენის დასასუსტებლად.

ე) რუსები ენერგიულად ცდილობენ გააფართოვონ საბჭოთა წარმომადგენლობები და ოფიციალური კავშირები იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს რეალური შესაძლებლობები წინ აღუდგნენ დასავლურ ქვეყნებს. ეს ეხება ერთმანეთისგან ისეთ შორი-შორს არსებულ გეოგრაფიულ ზონებს, როგორიცაა გერმანია, არენტინა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ა.შ.

ვ)  მსოფლიო ეკონომიკის სფეროში საბჭოთა პოლიტიკა იქნება დაქვემდებარებული საბჭოთა კავშირისა  და საბჭოეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ერთობლივი მოქმედებისაკენ. ეს იქნება  მათი  პოლიტიკის საფუძველი. ოფიციალურ დონეზე ეს პოზიცია მთლად ნათელი არ არის. საგარეო ვაჭრობის საკითხებში, მშვიდობის დამყარებისთანავე, საბჭოთა მთავრობა  მოქმედებდა განსაკუთრებულად დაფარულად. მე ვვარაუდობ, რომ მოსალოდნელ  ფართომასშტაბიან და გრძელვადიანი კრედიტის საბჭოთა მთავრობისათვის გამოყოფის საქმეში მისი ქმედებები იქნება არაგულწრფელი, ისევე, როგორც 1930 -იან წლებში; და მთლიანად საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთგაცვლის შექმნის მიზანშეწონილობაშიც. მეორე მხრივ, მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ სსრკ-ს საგარეო ვაჭრობა შეიძლება შემოიფარგლოს უმთავრესად საკუთარი უსაფრთხოების არეალით ოკუპირებული გერმანიის ტერიტორიების ჩათვლით, და ხალხთა შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპების ღია უგულვებელყოფით.

ზ) რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას, აქაც უნდა ველოდოთ ცარიელ დაპირებებს ხალხთა შორის კულტურული კონტაქტების გაღრმავების  მიზანშეწონილობაზე, მაგრამ პრაქტიკაში  ეს არანაირად არ განხორციელდება , რათა არ დააყენონ რისკის ქვეშ საბჭოთა ხალხის უსაფრთხოება. კულტურული თანამშრომლობის საკითხებში საბჭოთა პოლიტიკის ფაქტიური გამოვლინებები შემოფარგლული იქნება მშრალი ოფიციალური ვიზიტებითა და მკაცრი კონტროლის ქვეშ მოწყობილი ღონისძიებებით, არაყისა და სადღეგრძელოების სიუხვითა და რაიმე სახის რეზულტატების გარეშე.

თ)  ამას გარდა, ოფიციალური საბჭოთა ურთიერთობები გატარებული იქნება ე.წ. „კორექტული“ კურსით ცალკეულ უცხოურ მთავრობებთან. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ საბჭოთა კავშირისა და მისი მთავრობის  პრესტიჟს და დაუთმობენ სკურპულოზურად ყურადღებას პროტოკოლს და არა კარგ მანერებს.

 

 

 

 

ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგან მსოფლიოში. მეორე - ეს არის თითოეული ადამიანის თავისუფლება თაყვანი სცეს ღმერთს იმ სახით, რომელსაც თავად აირჩევს - ყველგან მსოფლიოში. მესამე - ეს არის გაჭირვებისგან თავისუფლება, რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ , ნიშნავს ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახელმწიფოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელ და მშვიდობიან ცხოვრებას, - ყველგან მსოფლიოში. მეოთხე - შიშისგან თავისუფლება, რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს მთელ მსოფლიოში შეიარაღების ისეთ საფუძვლიან შემცირებას, რომ არცერთ სახელმწიფოს არ შეეძლოს განახორციელოს ფიზიკური აგრესიის აქტი რომელიმე თავისი მეზობლის მიმართ,- ყველგან მსოფლიოში. ეს შორეული ათასწლეულების ოცნება არ არის. ეს არის იმ სამყაროს საფუძველი, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს დროში და ჩვენი თაობის სიცოცხლეშივე.
1 2
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია