LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

 უინსტონ ჩერჩილის  ფულტონის სიტყვა

 

     პრეზიდენტო მაკკლუერ, ქალბატონებო და ბატონებო, და ბოლოს, მაგრამ არა საბოლოო რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტო:

მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვეწვიე ვესტმინსტერის კოლეჯს,  და რომ   თქვენ მომანიჭეთ სამეცნიერო ხარისხი. სახელწოდება ვესტმინსტერი მე რაღაცას მაგონებს. მგონია, რომ სადღაც უკვე მაქვს გაგონილი მის შესახებ.  მე ხომ ზუსტად  ვესტმინსტერში მივიღე ჩემი განათლების ლომის წილი პოლიტიკის დარგში, დიალექტიკაში, რიტორიკაში და კიდევ სხვა რამეში.  არსებითად, ჩვენ ერთი და იგივე, ან მსგავს სასწავლო დაწესებულებებში მივიღეთ განათლება.  ასევე პატივია,თითქმის უნიკალურიკერძო პირისთვის,  ვიყო წარდგენილი აკადემიური აუდიტორიის წინაშე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ, რომელიც გადატვირთულია სხვა დასხვა საზრუნავითა და მოვალეობებით, რომლებიც მას დიდად არ უნდა, მაგრამ არ გაურბის მათ, პრეზიდენტმა გადალახა 1000 მილი იმისთვის, რომ თავისი დასწრებით პატივი მიეგო ჩვენი  დღევანდელი შეხვედრისათვის და ხაზი გაესვა მისი მნიშვნელობისათვის, მომცა-რა შესაძლებლობა,   მიმემართა  ამ  ნათესავი  ქვეყნისათვის, ჩემი თანამემამულეთათვის  ოკეანის გადაღმა და, შესაძლოა, კიდევ ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვისაც.

პრეზიდენტმა უკვე გითხრათ თავისი სურვილის შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ ემთხვევა თქვენსას, - რომ მე ვიყო სრულიად თავისუფალი,რათა  მოგაწოდოთ ჩემი ჭეშმარიტი და ერთგული რჩევები ამ  შფოთიან და რთულ დროს.

მე, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ჩემთვის მონიჭებული ამ თავისუფლებით,  და მითუმეტეს მაქვს ამის გაკეთების უფლება, რადგან ჩემი პირადი ამბიციები, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებებიც კი    დიდი ხანია დაკმაყოფილებულია გადაჭარბებულად. თუმცაღა, სრულიად მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ მე არ მაქვს არც ოფიციალური დავალება, არც სტატუსი ამგვარი გამოსვლისათვის, და მე გამოვდივარ მხოლოდ ჩემი საკუთარი სახელით. ასე რომ, თქვენს წინაშეა  მხოლოდ  ის, რასაც თქვენ ხედავთ.

ამიტომ, შემიძლია ჩემ თავს უფლება მივცე,  ვისარგებლო ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილებით, განვიხილო პრობლემები, რომლებიც ჩაგვისაფრდა მყისიერად, ბრძოლის ველებზე ჩვენი სრული გამარჯვების შემდეგ, და შევეცადო უზრუნველვყო იმის დაცვა, რაც მოპოვებულია ასეთი მსხვერპლითა და ტანჯვით,  მომავალი დიდების სახელითა და კაცობრიობის უსაფრთხოებისათვის.

შეერთებული შტატები ამჟამად მსოფლიო სიძლიერის მწვერვალზე იმყოფება. დღეს საზეიმო მომენტია ამერიკული დემოკრატიისათვის,  რამეთუ  თავისი სიძლიერის აღმატებულობით, მან საკუთარ თავზე მიიღო წარმოუდენელი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. თუ თქვენ მიმოიხედავთ თქვენს გარშემო, თქვენ უნდა იგრძნოთ არა მხოლოდ მოხდილი ვალდებულების  გრძნობა, არამედ შფოთვაც იმის თაობაზე, რომ თქვენი მიღწევების დონე არ დაეცეს. დღევანდელი შესაძლებლობები ჩვენი ორივე ქვეყნისთვის არის ნათელი და ბრწყინვალე.  მათზე უარის თქმა, ან იგნორირება, ან  უშედეგოდ გაფლანგვა მომავალში ჩვენ გაუთავებელ  საყვედურებს მოგვიტანს.

იდეის უცვლელობა, სიჯიუტე მიზნის მისაღწევად  და გადაწყვეტილებების დიდი სიმარტივე უნდა იყოს გეზის მიმცემი და  წარმმართველი  ინგლისურენოვანი ქვეყნებისათვის მთელ მსოფლიოში მშვიდობიანობის დროს  ისევე, როგორც ეს იყო ომის დროს. ჩვენ უნდა ვიყოთ,  და ვფიქრობ, რომ ვიქნებით ამ მკაცრი მოთხოვნის გამოწვევის სიმაღლეზე.

როცა ამერიკელი სამხედროები აწყდებიან რაიმე სერიოზულ სიტუაციას, მათი დირექტივის სათავეში ისინი წერენ სიტყვებს:  "საერთო სტრატეგიული კონცეფცია". ამაში დევს თავისი სიბრძნე, რადგან ასეთი კონცეფციის არსებობას მივყავართ ნათელი აზროვნებისაკენ.  საერთო სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც ჩვენ დღეს  უნდა მივდიოთ, სხვა არაფერია, თუ არა  უსაფრთხოება და კეთილდღეობა, თავისუფლება და პროგრესი ყოველი ოჯახური კერისთვის,ყოველი მამაკაცისა და ქალისათვის  ყველა ქვეყანაში.  პირველ რიგში მხედველობაში მაქვს მილიონობით კოტეჯი და მრავალბინიანი სახლი, რომლის ჯამაგირის მომლოდინე მაცხოვრებლები  უბედური შემთხვევებისა და ცხოვრების სირთულეების  ფონზე ცდილობენ დაიცვან თავიანთი ცოლები და შვილები  სიღატაკისგან  და  აღზარდონ ისინი ღვისმოსაობაში ან ეთიკურ პრინციპებით, რაც ხშირად თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამ უთვალავი ოჯახის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი  დაცულები უნდა იყონ ორი უდიდესი მოროდიორისაგან -  ომისგან და ტირანიისგან.  ყველასათვის ცნობილია საშინელი შეძრწუნება, რომელსაც განიცდის ნებისმიერი ოჯახი, როცა მის მარჩენალს, რომელიც მისთვის შრომობს და უმკლავდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს ატყდება ომის წყევლა.  ჩვენს თვალწინ ისევ დგას  საშინელი ნგრევა  ევროპისა და  მისი გარდასული დიდებისა  და აზიის დიდი ნაწილისა. როცა ბოროტი ადამიანების ზრახვები  თუ ძლიერი სახელმწიფოების აგრესიული  ქმედებები ანადგურებენ მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცივილიზებული საზოგადოების საფუძვლებს, უბრალო ხალხი ეჯახება პრობლემებს, რომელთანაც გამკლავება მათ არ ძალუძთ. მათთვის ყველაფერი დამახინჯებულია, ყველაფერი დანგრეულია და საფუძველიც კი  შერყეულია.

ახლა, როცა აქ ვდგავარ ამ მშვიდ  დღეს, წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, თუ რა ხდება რეალურ  ცხოვრებაში  მილიონობით ადამიანისთვის  და რა მოუვათ მათ, თუ შიმშილობა ჩამოვარდება. არავის შეუძლია დათვალოს ის, რასაც ადამიანთა ტანჯვის უსაზღვრობა ქვია.  ჩვენი მთავარი  ამოცანა  და ვალდებულებაა - დავიცვათ უბრალი ხალხის ოჯახები კიდევ ერთი ომის უბედურებისა და საშინელებებისაგან. ამაში ჩვენ ყველა  ვთანხმდებით.

ჩვენი ამერიკელი სამხედრო კოლეგები, მას შემდეგ რაც მათ განსაზღვრეს "საერთო სტრატეგიული კონცეფცია"  და გათვალეს არსებული რესურსები, ყოველთვის გადადიან შემდეგ ეტაპზე - მოიძიონ მათი რეალიზაციის საშუალებები.  ამ საკითხშიც არსებობს საერთო თანხმობა.  უკვე ჩამოყალიბებულია მსოფლიო ორგანიზაცია ფუძემდებლური მიზნით - აღკვეთოს ომი. ერთა ლიგის მემკვიდრე -  გაერომ  და მასზე აშშ-ს გადამწყვეტი მიერთებითა  და ყოველივე იმითი, რასაც ეს ნიშნავს,უკვე დაიწყო თავისი მუშაობა.  ჩვენ მოვალენი ვართ უზრუნველვყოთ მისი ნაყოფიერი საქმიანობა, რათა ის იყოს რეალური და არა ფიქტიური, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენდეს ქმედუნარიან ძალას, და არა მხოლოდ  ცარიელ სიტყვებს,  და რომ ის იქცეს მშვიდობის ჭეშმარიტ ტაძრად, რომელშიც ერთ დღესაც  შევძლებთ ჩამოვკიდოთ მრავალი ქვეყნის საბრძოლო ფარები და არა უბრალოდ   ბაბილონის გოდოლში საძიძგილაო არენა.

პირველყოვლისა, სანამ  ჩვენ შევძლებთ გავთავისუფლდეთ  ეროვნული შეიარაღების აუცილებლობისაგან თვითგადარჩენის მიზნით, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი ტაძარი აგებულია არა ქვიშაზე ან ლერწამზე, არამედ  მყარ კლდეზე.  ყველამ, ვინც ფხიზლად არის, იცის რომ ჩვენი გაზა იქნება გრძელი და ძნელი., მაგრამ ჩვენ თუ მყარად მივყვებით იმ კურსს, რომელსაც მივყვებოდით ორი მსოფლიო ომის განმავლობაში (და სამწუხაროდ, არ მივყვებოდით მათ შორის დროის მონაკვეთში)  მაშინ მე არ მაქვს ევი, რომ საბოლოოდ მივაღწევთ ჩვენს მიზანს.

აქ მე მაქვს გარკვეული პრაქტიკული წინადადება სამოქმედოდ. სასამართლოები და მოსამართლეები  ვერ იფუნქციონირებენ შერიფებისა და კონსტებელების გარეშე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღჭურვილი ინტერნაციონალური შეიარაღებული ძალებით. რომლის რეალიზებისაც  ჩვენ უნდა  მოვახდინოთ ეტაპობრივად, მაგრამ უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ. ჩემი წინადადებაა ყველა სახელმწიფოს შევთავაზოთ გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციის განკარგულებაში  გარკვეული რაოდენობის სამხედრო-საჰაერო ესკადრილიები. ეს ესკადრილიები უნდა გაიწრთვნას  და მომზადდეს საკუთარ ქვეყნებშივე, მაგრამ უნდა ხდებოდეს როტაცია ერთი ქვეყნიდან მეორეში. მათ უნდა ეცათ საკუთარი ქვეყნის ფორმა, მაგრამ განმასხვავებელი ნიშნებით. ისინი არ იქნებიან ვალდებულნი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, მაგრამ ისინი მიმართული იქნებიან გაეროს მიერ სხვა ქვეყნებისაკენ, საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ძალების შექმნა შეიძლება დაიწყოს  მოკრძალებული მასშტაბებით და ნდობის გაზრდასთან ერთად გაიზარდოს. მე ვისურვებდი, რომ ეს გაკეთებულიყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, და გულწრფელად მჯერა, რომ ახლა შევძლებთ ამის გაკეთებას.

თუმცა, წინდაუხედაობა და  არასწორი იქნებოდა  გაეროსათვის გადაგვეცა ატომური ბომბის დამზადების მონაცემები და გამოცდილება, რომელსაც ფლობენ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა, გაეროსათვის, რომელიც ჯერ კიდევ ახალშობილის მდგომარეობაშია.  დანაშაულებრივი სიგიჟე იქნებოდა მიგვეშვა თავისუფალი დინებაზე ჯერ კიდევ არეულ და გაუერთიანებელ მსოფლიოში.  არავის, ნებისმიერ ქვეყანაში არ ეძინება  საკუთარ საწოლში ნაკლებად მშვიდად  იმის გამო, რომ ამ ბომბის შესაქმნელი ცოდნა, საშუალებები და ნედლეული ამჟამად კონცენტრირებულია ძირითადად ამერიკის ხელში. არა მგონია ჩვენ დღეს მშვიდად გვძინებოდა, მდგომარეობა რომ ყოფილიყო შებრუნებით, დს რომელიმე კომუნისტურ  ან ნეოფაშისტური სახელმწიფოს ქონოდა მონოპოლიზებული რაიმე ვადით ეს საშინელი იარაღი.  მხოლოდ შიში მათ მიმართ უკვე საკმარისი იქნებოდა  ტოტალიტარული სისტემებისათვის, რომ თავს მოეხვიათ საკუთარი თავი დემოკრატიული სამყაროსათვის.  ამის საზარელი შედეგების წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის ცნობიერებისათვის. ღმერთმა ინება, რომ ეს არ მოხდა, და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს  თავისუფლად სუნთქვის სივრცის შექმნის საშუალება ჩვენ სახლში,სანამ ასეთ საფრთხე წარმოიქმნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, ჩვენ მაინც უნდა ვფლობდეთ საკმარისად მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომ გვქონდეს ეფექტური დასაშინებელი საშუალებებიმისი გამოყენების ან სხვა ქვეყნების მიერ გამოყენების საფრთხის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, როცა ხალხთა  ჭეშმარიტი ძმობა  მიიღებს რეალურ განხორციელებას საერთაშორისო ორგანიზაციის სახით, რომელის  განკარგულებაშიც  იქნება ყველა აუცილებელი პრაქტიკული საშუალება, გააკეთოს ეს ეფექტურად, ეს უფლებამოსილებები შესაძლებელია გადაცემულიყო მასზე.

ახლა მე მივუახლოვდი მეორე საფრთხეს, რომელიც ემუქრება ოჯახებსა და ადამიანებს. კერძოდ - ტირანია. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ თავისუფლებები, რომლებითაც სარგებლობენ ადამიანები მთელ ბრიტანეთის იმპერიაში, არ მოქმედებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვეყნებში;  ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძლევამოსილია.  ამ ქვეყნებში უბრალო ადამიანებს თავს ახვევენ ძალაუფლებას ყოვლისმომცველი პოლიციური მმართველობები.

სახელმწიფო  მართვა ხორციელდება დიქტატორების მიერ შეუზღუდავად  ან  ვიწრო წრის ოლიგარქიების მიერ, რომლებიც  მართავენ პრივილეგირებული პარტიისა და პოლიტიკური პოლიციის დახმარებით. ამჟამად, როცა ჯერ კიდევ მრავლადაა სიძნელეები, ჩვენს  მოვალეობებში არ  შეიძლება შედიოდეს ძალადობრივი ჩარევა იმ ქვეყნების საქმეებში, რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს საომარი მდგომარეობა.  ჩვენ დაუღალავად და უშიშრად ვაღიაროთ თავისუფლების დიადი პრინციპები და ადამიანთა უფლებები, რომლებიც წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამყაროს ერთობლივ მემკვიდრეობას და რომელთა Magna Carta-მ , უფლებათა კანონ-მა, Habeas Corpu-მა , ნაფიც მსაჯულთა სასამართლომა და საერთო ინგლისურმა კანონმდებლობამ მოიპოვეს  თავისი ყველაზე ცნობილი გამოხატულება დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.  ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ადამიან  ნებისმიერ ქვეყანაში აქვს უფლება და უნდა ქონდეს საშუალება კონსტიტუციური ქმედებების საშუალებით, თავისუფალი, არაფალსიფიცირებული არჩევნების, საიდუმლო კენჭისყრით აირჩიოს, ან შეცვალოს იმ მმართველობის ხასიათი ან ფორმა, რომელშიც ის ცხოვრობს, რომ უნდა ბატონობდეს სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება, რომ სასამართლოები თავისუფალი არიან აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და არ არიან რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, უნდა გაატარონ ცხოვრებაში კანონები, რომელთაც მოსახლეობის უმეტესობისაგან მოიპოვე მხარდაჭერა, ან კურთხეულია დროისა ან ტრადიციების მიერ. ეს არის ფუძემდებლური უფლებები თავისუფლებაზე, რომელიც უნდა იცოდნენ თვითოეულ ოჯახში, ასეთია ბრიტანელი და ამერიკელი ხალხის გზავნილი მთელი კაცობრიობისადმი. მოდით ვიქადაგოთ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვაკეთოთ ის რასაც ჩვენ ვქადაგებთ.

ამგვარად, მე განვსაზღვრე ორი მთავარი საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანებსა და მათ ოჯახებს.  მე არ მისაუბრია სიღარიბესა და გაჭირვებაზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევს შფოთვას. მაგრამ თუ ჩვენ გავანეიტრალებთ ომისა და ტირანიის საფრთხეს, მაშინ მეცნიერება და თანამშრომლობა უახლოეს რამდენიმე წელში, მაქსიმუმ რამდენიმე ათწლეულში, მსოფლიოს, რომელმაც გამოიარა დაუნდობელი ომის სკოლა, მოუტანს მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, არნახულს კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელ დღეს,  ამ ნაღვლიან და სულისშემხუთავ დროს, ჩვენ გვჩაგრავს შიმშილი და უიმედობა, რომელიც ჩამოწვა ჩვენი კოლოსალური ბრძოლის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის და შეიძლება, სწრაფადაც, და არ არსებობს მიზეზი, გარდა ადამიანური უგუნურებისა, და არაადამიანური დანაშაულებისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყანას არ მიეცეს საშუალება ისარგებლოს კეთილდღეობის ეპოქის დადგომით.  მე ხშირად მომყავს ჩემი მეგობრის, ირლანდიური წარმოშობის დიდი ამერიკელი ორატორის, Bourke Cockran-ისაგან ორმოცდაათი წლის წინ გაგონილი სიტყველი: "ყველასთვის ყველაფერი სამყოფია. მიწა გულუხვი დედაა. იგი გაიღებს სრული სიუხვით საკვებს ყოველი მისი შვილისთვის, თუ ისინი დაამუშავებენ ნიადაგს მშვიდობასა და სამართლიანობაში. და ამგვარად, აქამდე ჩვენ სრულ თანხმობაში ვართ.  ახლა ვაგრძელებ-რა ჩვენი საერთო სტრატეგიული კონცეფციის მეთოდიკით, მე ვუახლოვდები მას, რისი თქმაც აქ მინდოდა.  არც ომის ეფექტური შეწყვეტა, არც მსოფლიო ორგანიზაციის გავლენის გაფართოება იქნება შესაძლებელი, ინგლისურენოვანი ქვეყნების ძმური ერთობის გარეშე.  ეს ნიშნავს  განსაკუთრებულ ურთიერთობებს ბრიტანული თანამეგობრობის, ბრიტანეთის იმპერიისა და შეერთებული შტატებს შორის.  ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ არა გვაქვს დრო ზოგადი ფრაზებით სალაპარაკოდ და გავბედავ ვიყო კონკრეტული. ჩვენი ძმური ერთობა საჭიროებს არა მხოლოდ მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ჩვენს უზარმაზარ მონათესაურ საზოგადოებრივ სისტემებს  შორის, არამედ  მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ჩვენს  სამხედროებს შორის, რომელთაც უნდა წარმართონ ერთობლივი შესწავლა პოტენციური საფრთხეებისა, შეიარაღებისა და წესდებების  თავსებადობა, და აგრეთვე სამხედრო ტექნიკური კოლეჯების კურსანტებისა და ოფიცრების ურთიერთგაცვლები. ეს აგრეთვე მოიცავს უკვე არსებული ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებას  ყველა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო საჰაერო ბაზებით სარგებლობის გზით.  ამან, შესაძლებელია გააორმაგოს ამერიკული ფლოტისა და ავიაციის მობილურობა. ეს ბევრად გაზრდიდა ბრიტანეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების მობილურობას, და აგრეთვე, როცა მშვიდობა საბოლოოდ დამყარდება, მოგვცემდა მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიკურ ეფექტს.  ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ერთობლივად  რიგი კუნძულებით;  ახლო მომავალში სხვა კუნძულებიც შეიძლება გადმოვიდნენ საერთო სარგებლობაში. აშშ-ს უკვე აქვს მუდმივი შეთანხმება თავდაცვის შესახებ კანადის დომინიონთან, რომელიც, ასევე, ღრმად ერთგულია ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობისა. ეს შეთანხმება უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე მრავალი მათგანი, რომლებიც იდებოდა ფორმალური კავშირების ჩარჩოებში. ეს უნდა გავრცელდეს ბრიტანეთის თანამეგობრობის ყველა ქვეყანაზე სრული  ნაცვალგების პრინციპით.  მხოლოდ ასე შევძლებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვიმუშაოთ ერთად დიდი და მცირე მიზნებისათვს, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის და არავისთვის ზიანი არ მოაქვს.  საბოლოო ეტაპზე შეიძლება მოხდეს ერთობლივი მოქალაქეობის იდეის რეალიძებაც (და მე ვთვლი რომ ეს რეალიზდება), მაგრამ ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია მთლიანად მივანდოთ ბედს, რომლის ჩვენდამი გამოწვდილ ხელსაც საკმაოდ ბევრი ჩვენგანი უკვე ცხადად ხედავს.

თუმცაღა არის ერთ მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ. იქნება თუ არა აშშ - სა   და ბრიტანეთის თანამეგობრობას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები თავსებადი მსოფლიო ორგანიზაციისადმი ლოიალურობასთან? ჩემი პასუხია: რომ პირიქით, ეს არის, ალბათ ერთადერთი საშუალება, რომლითაც ეს ორგანიზაცია მიაღწევს თავის ძლიერებასა და სტატუსს. უკვე არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სა და კანადას შორის და აშშ-სა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის. ჩვენც, აგრეთვე, გვაქვს 20 წლიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ რუსეთთან.  მე ვეთანხმები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ბევინს, რომ ეს ხელშეკრულება, რამდენადაც ეს ჩვენზე არის დამოკიდებული, შეიძლება დავდოთ კიდევ 50 წლით. ჩვენი ერთადერთი მიზანია ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა. პორტუგალიასთან ჩვენი ალიანსი არსებობს 1384 წლიდან და იყო ძალიან ნაყოფიერი განვლილი ომის პერიოდში.  არცერთი ეს ხელშეკრულება არ მოდის წინააღმდეგობაში  საერთაშორისო შეთანხმებების პრინციპებთან. "ღვთის სახლში ყველასათვის არის ადგილი". განსაკუთრებული ურთიერთობები ერებს ალიანსებს შორის, რომელთაც  არა აქვთ აგრესიული მიზნები რომელიმე ქვეყნისადმი და არ აქვთ გეგმები, რომლებიც არ შეესაბამება აერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოა და ,მე ვფიქრობ, აუცილებელიც.

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია