LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

უინსტონ ჩერჩილის  ფულტონის სიტყვა (გაგრძელება)

 

 

  მე უკვე ვილაპარაკე მშვიდობის ტაძარზე. ეს ტაძარი უნდა აღმართონ ყველა ქვეყნის მშრომელებმა. თუ ამ მშრომელთაგან ორი ერთმანეთს უკეთ იცნობენ  და არიან ძველი მეგობრები, თუ მათი ოჯახები გადაჯაჭვულია და ვციტირებ  ჭკვიანურ  ფრაზას, რომელიც თვალში მომხვდა გუშინწინ : "თუ მათ აქვთ რწმენა ერთმანეთის მიზნებისადმი, იმედი ერთმანეთის მომავლისადმი და მიტევება ერთმანეთის ხარვეზებისადმი" რატომ არ შეუძლიათ მათ იმუშაონ ერთად საერთო მიზნებისადმი როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა?  რატომ არ შეუძლიათ მათ ერთობლივად ისარგებლონ  შრომის იარაღებით და ამგვარად  გაზარდონ ერთმანეთის შრომისნაყოფიერება? მათ არამხოლოდ შეუძლიათ, არამედ ვალდებულიც არიან ეს გააკეთონ, სხვაგვარად ტაძარი ვერ აშენდება, ანდა დაინგრევა უნიჭო შეგირდების მიერ აშენებისთანავე, და ჩვენ ისევ მოგვიწევს, უკვე მესამედ გავიაროთ ომის გაკვეთილები, რომელიც იქნება უკვე შეუდარებლად მეტად შეუბრალებელი, ვიდრე ის, რომელსაც ახლახან დავაღწიეთ თავი.

შეიძლება დაბრუნდეს შუასაუკუნეების ერა, და მეცნიერების ელვარე ფრთებზე დაბრუნდეს ქვის ხანა, და ყველაფერმა, რამაც შეიძლება კაცობრიობას მოფინოს უსაზღვრო მატერიალური კეთილდღეობა, შესაძლოა მიიყვანოს ის სრულ ანადგურებამდე.  ამიტომ მე მოგიწოდებთ: იყავით ფრთხილად. შესაძლებელია, უკვე ცოტა დრო დაგვრჩა.  მოდით,არ მივცეთ მოვლენებს თვითდინების საშუალება, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა. თუ ჩვენ გვინდა, იყოს ასეთი ძმური კავშირი, რამელზეც მე ახლახანს ვისაუბრე, ყოველივე იმ დამატებითი სიძლიერითა და უსაფრთხოებით, რომელიც ჩვენს ორივე ქვეყანას შეუძლია აქედან მიიღოს, მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ეს დიადი საქმე გახდეს ცნობილი ყოველგან, და ითამაშოს თავისი  მშვიდობის საფუძვლების გამყარებაში. უკეთესია ავადმყოფობის პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა.

მოკავშირეთა ამ გამარჯვებით გასხივოსნებულ სცენას ჩრდილი მიადგა. არავინ იცის, რის გაკეთებას აპირებს საბჭოთა კავშირი და მისი საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაცია ახლო მომავალში  და რა არის  მისი საზღვრები, თუკი ასეთი არსებობს, მათი ექსპანსიონიზმისა და მისიონერული ტენდენციებისა.  მე ღრმად ვარ  აღფრთოვანებული და პატივს მივაგებ მამაც რუს ხალხსა და ჩემს საომარი დროის ამხანაგს მარშალ სტალინს. ინგლისში - ეჭვი არ მეპარება, რომ აქაც, - განიცდიან ღრმა თანაგრძნობასა და კეთილმოსურნეობას  რუსეთის ყველა ხალხებისადმი და მზად ყოფნას გადავლახოთ მრავალრიცხოვანი უთანხმოებები და  წყვეტები მტკიცე მეგობრობის დამყარების სახელით.

ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს სურს უზრუნველყოს თავისი დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოება, გერმანული აგრესიის შესაძლო განახლებისშემთხვევაში.  ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ იგი მის კანონიერ ადგილზე წამყვა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის.  ჩვენ მივესალმებით მის დროშას ზღვაზე. და უპირველეს ყოვლისა,ჩვენ მივესალმებით გამუდმებულ ხშირ და  მზარდ კონტაქტებს  რუს ხალხსა და ატლანტიკის ორივე მხარეს ჩვენს ხალხებს შორის. თუმცაღა, თავს მოვალედ ვთვლი გააცნოთ ზოგიერთი ფაქტი- დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გსურთ, რომ მე გაგაცნოთ ფაქტები, ისე როგორც მე მათ ვხედავ, - ევროპაში დღევანდელ მდგომარეობას.

ბალტიის შეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა.ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და აღმოსავლეთ  ევროპის უძველესი ქვეყნების ყველა დედაქალაქი - ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს განთქმული ქალაქი, და მოსახლეობა მის რაიონებში, დარჩა იმ საზღვრებში, რასაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს, ყოველი მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ გავლენას, არამედ მოსკოვის  მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ კონტროლს. მხოლოდ ათენს, მისი უკვდავი დიდებით, შეუძლია თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი არჩევნებზე ბრიტანელი, ამერიკელი, ფრანგი დამკვირვებლების მონაწილეობით.  რუსეთის დომინირებით, პოლონეთის მთავრობის წახალისება ხდება გერმანიაზე უზარმაზარი და უსამართლო თავდასხმებისათვის, რის შედეგადაც მიმდინარეობს მილიონობით  გერმანელის მასობრივი გაძევება ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მასშტაბებით.  კომუნისტური პარტიებმა, რომლებიც ძალიან მცირერიცხოვანი იყო ამ აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებში, მიაღწიეს ანსაკუთრებულ სიძლიერეს, ბევრად გადამეტებულს მათ რაოდენობაზე, და მიილტვიან რომ ყველაფერზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი. თითქმის ყველა ეს ქვეყანა დღემდე იმართება პოლიციური მთავრობების მიერ, ჩეხოსლოვაკიის გარდა, იქ არ არის ნამდვილი დემოკრატია. თურქეთი და სპარსეთი ღრმად არიან შეშფოთებული და შეძრულნი  იმ პრეტენზიების გამო, რომლებიც მათ მიმართ წარედგინება და იმ წნეხის გამო, რასაც მოსკოვის მთავრობის მხრიდან განიცდიან.  რუსები ცდილობენ ბერლინში, ოკუპირებული გერმანიის თავის ზონაში  შექმნან კვაზიკომუნისტური პარტია მემარცხენე გერმანელი ლიდერებისათვის სპეციალური პრივილეგიების მინიჭების საშუალებით.

გასული წლის ივნისის ბრძოლების შემდეგ ამერიკულმა და ბრიტანულმა არმიებმა, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ფრონტის ხაზის თითქმის 400 მილის სიგრძეზე დასავლეთისაკენ  სიღრმეში გადაინაცვლეს, ზოგიერთ ადგილას 150 მილსაც კი მიაღწია, იმისთვის, რომ ჩვენ რუს მოკავშირეებს დაეკავებინათ ეს ვრცელი ტერიტორიები, რომელიც დასავლელმადემოკრატიებმა ომით მოიპოვეს.

თუ ახლა საბჭოთა მთავრობა შეეცდება ცეპარატისტული ქმედებებით შექმნას თავის ზონაში პროკომუნისტური გერმანია, ეს გამოიწვევს ახალ სერიოზულ სიძნელეებს ბრიტანულ და ამერიკულ ზონებში და მისცემს დამარცხებულ გერმანელებს საშუალებას მოაწყონ ვაჭრობა  საბჭოეთსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის.  როგორი დასკვნებიც არ უნდა გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან, და ეს ყველაფერი ფაქტია,- ეს არ იქნება ის განთავისუფლებული ევროპა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. არა ის ევროპა, რომელსაც ექნება აუცილებელი წინაპირობები მტკიცე მშვიდობის შესაქმნელად.  მშვიდობის უსაფრთხოება  მოითხოვს ევროპაში ახალ ერთობას, რომლისგანაც არცერთი მხარე არ უნდა იყოს სამუდამოდ გარიყული. ამ ევროპაში ძლიერი ადგილობრივი რასების დაპირისპირების შედეგად ხდებოდა მსოფლიო ომები, რომლის მოწმეებიც ჩვენც ვართ, ან წარსულში მომხდარი ომები. ჩვენს სიცოცხლეში ორჯერ შეერთებული შტატები თავისი სურვილისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ და არგუმენტების შეუსაბამოდ, რომელიც შეუძლებელია გაუგებარი იყოს, გადაულახავი ძალების მიერ ჩათრეული იქნენ ამ ომებში იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ მართალი საქმის გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ საშინელი სასაკლაოებისა და  განადგურების შემდეგ. შეერთებული შტატები ორჯერ გახდა იძულებული გაეგზავნა  ატლანტიკის ოკეანის გადაღმა ომში  თავისი მილიონობით ახალგაზრდა. მაგრამ ამჟამად  ნებისმიერ ქვეყნამდე შეუძლია მიაღწიოს ომმა შებინდებიდან გამთენიამდე.  ჩვენ, რასაკვირველია,  უნდა ვიმოქმედოთ გაცნობიერებული მიზნით  ევროპაში გრანდიოზული მშვიდობის მისაღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში და მისი წესდების შესაბამისად. ეს, ჩემის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკაა. "რკინის ფარდის" მიღმა, რომელიც დაეშვა ევროპის მთელ სიგრძეზე, შეშფოთების სხვა მიზეზები აქვთ. იტალიაში  კომუნისტური პარტიის მოღვაწეობა შერიოზულად იზღუდებაკომუნისტების მიერ გამოწრთვნილი მარშალ ტიტოს პრეტენზიების მხარდაჭერის აუცილებლობით ადრიატიკის ცენტრში, ყოფილი იტალიის ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა იტალიაში რჩება გაურკვეველი. ისევ და ისევ წარმოუდგენელია აღდგენილი ევროპა ძლიერი საფრანგეთის გარეშე. მთელი ჩემი ცხოვრება მე გამოვდიოდი ძლიერი საფრანგეთის არსებობის მომხრედ და არასდროს, ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, არ დამიკარგავს იმედი მისი მომავლის შესახებ. და ახლაც, მე არ ვკარავ ამ რწმენას. თუმცაღა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებიდან შორს, შექმნილია კომუნისტური მეხუთე კოლონები, რომლებიც მოქმედებენ სრული ერთიანობითა  და დირექტივრბზე აბსოლუტური დაქვემდებარებით, რომელთაც ისინი ღებულობენ კომუნისტური ცენტრიდან. ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების გამოკლებით, სადაც კომუნიზმი ჩანასახის სტადიაშია, კომუნისტური პარტიები ან მეხუთე კოლონები წარმოადგენენ სულ უფრო მზარდ გამოწვევასა და საფრთხეს ქრისტიანული ცივილიზაციისათვის.  ეს ყველაფერი მძიმე ფაქტებია, რომელზეც გვიწევს საუბარი მშვიდობისა და დემოკრატიის მიზნით ძალზე შესანიშნავი საბრძოლო ამხანაგობის მიერ მოპოვებული  გამარჯვებისთანავე. მაგრამ უაღრესად არაგონივრული იქნებოდა, არ დაგვენახა ეს (პრობლემები), სანამ კიდევ არის დრო.  შეშფოთებას იწვევს აგრეთვე შორეული აღმოსავლეთის პერსპექტივები, განსაკუთრებით მაჯურიაში.  იალტაში მიღწეული შეთანხმება, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, იყო განსაკუთრებით ხელსაყრელი საბჭოთა რუსეთისათვის, მაგრამ ეს გაკეთდა იმ დროს , როცა შეუძლებელი იყო ვინმეს ეთქვა, რომ  დამთავრდებოდა ომი გერმანიასთან  1945 წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, და იყო მოლოდინი , რომ იაპონიასთან ომი გაგრძელდებოდა კიდევ 18 თვის განმავლობაში, გერმანიასთან ომის დამთავრების შემდეგ. თქვენს ქვეყანაში თქვენ იმდენად კარგად ხართ ინფორმირებული შორეულ აღმოსავლეთზე და ხართ ჩინეთის ისეთი ერთგული მეგობრები, რომ მე არ მაქვს აუცილებლობა განვავრცო იქაური მდგომარეობის შესახებ თემა.

მე ვგრძნობდი თავს ვალდებულად მომეხაზა თქვენთვის ის ჩრდილი, რომელიც ეცემა მშვიდობას დასავლეთშიცა და აღმოსავლეთშიც. ვერსალის შეთანხმებაზე ხელისმოწერის დროს მე ვიყავი მინისტრი და ახლო მეგობარი  ბატონ  ლოიდ ჯორჯის, რომელიც მეთაურობდა ბრიტანეთის დელეგაციას ვერსალში. მე არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეს, რაც იქ იქნა გაკეთებული, მაგრამ მე დამრჩა ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იმდროინდელი სიტუაციის შესახებ, და ჩემთვის მტკივნეულია დავუკავშირო ახლანდელს (გარემოებებს).  ეს იყო დიდი მოლოდინების  დრო და უსაზღვრო რწმენისა რომ ომი აღარ იქნება და რომ ერთა ლიგა გახდება ყოვლისშემძლე. დღეს მე ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ ასეთ რწმენას  და ასეთ იმედებს ჩვენს დატანჯულ მსოფლიოში.

მეორეს მხრივ, მე ვიგერიებ აზრებს, რომ ახალი ომი გარდაუვალია, მითუმეტეს ახლო მიმავალში. და სწორედ ამიტომ, რომ მე მჯერა, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა და ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მომავალი, მე თავს მოვალედ ვთვლიგამოვთქვა ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ, მადლობა ღმერთს მე მაქვს ამის გაკეთების შემთხვევა და შესაძლებლობა. მე არ მჯერა, რომ რუსეთს უნდა ომი. რაც მას უნდა, ეს არის ომის შედეგები და თავისი ძლევამოსილებისა და დოქტრინის უსაზღვრო გავრცელება. მაგრამ ის, რაზეც უნდა დავფიქრდეთ ჩვენ დღეს აქ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, არის ომის სამუდამო აკრძალვაზე და დემოკრატიისა და თავისუფლების პირობების შექმნაზეყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად.  ჩვენი საფრთხეები და სიძნელეები არ გაქრება, თუ ჩვენ მათზე თვალს დავხუჭავთ ან უბრალოდ დაველოდებით, რა მოხდება, ან გავატარებთ შერიგების პოლიტიკას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დარეგულირებას, და რაც უფრო მეტ დროს დაიკავებს ეს, მით უფრო რთულად მიიღწევა და ჩვენს წინაშე მდგარი საფრთხეები მით უფრო მრისხანე გახდება. იმის მიხედვით, ტუ რა დასკვნები გავაკეთე ჩვენი რუსი მეგობრებისა და ომის დროინდელი მოკავშირეების  საქციელიდან, მე განმიმტკიცდა რწმენა, რომ ისინი არაფერს ისე არ ცემენ პატივს, როგორც ძალას, და არაფერს ისე არ ეპყრობიან უპატივცემულოდ, როგორც სისუსტეს,  განსაკუთრებით სამხედრო სისუსტეს.  ამ მიზეზით, ძველი დოქტრინა ძალთა ბალანსის შესახებ, არის უსარგებლო. ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რამდენადაც ამის უნარი შეგვწევს, ვიმოქმედოთ მცირე უპირატესობის პოზიციიდან, რომელსაც მივყავართ ძალთა მოსინჯვის ცდუნებამდე.  თუ  დასავლური დემოკრატიები იდგებიან ერთად თავისი მტკიცე თანმიმდევრობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისადმი, მათი გავლენა ამ პრინციპების გასავითარებლად იქნება უზარმაზარი და საეჭვოა, რომ ვინმემ დათრგუნოს ისინი. მაგრამ, თუ ისინი იქნებიან დაშორიშორებულნი და ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, დათუ ხელიდან გაუშვებენ ამ გადამწყვეტ წლებს, მაშინ ჩვენ ნამდვილად დაგვატყდება კატასტროფა.

წინა ჯერზე, როცა ვხედავდი მოვლენების ასეთ განვითარებას,  მთელი ძალით მოვუწოდებდი ხმამაღლა ჩემს თანამემამულეებსა და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ყურადღების მოქცევაც კი არავინ ისურვა.  1933 წლამდე და თუნდაც 1935 მდე კიდევ შეიძლებოდა გადაგვერჩინა გერმანია იმ საშინელი ბედისაგან, რომელი მას დაატყდა თავს, და ჩვენც გადავრჩებოდით, იმ უბედურებებს, რაც ჰიტლერმა კაცობრიობას დაატეხა თავს. ისტორიულად  აქამდე არასოდეს ყოფილა ომი, რომლის თავიდან აცილებაც ასეთი ადვილი იქნებოდა, ვიდრე ეს, რომელმაც ახლახანს გაანადგურა მსოფლიო მასშტაბით  უზარმაზარი ოლქები. მე დარწმუნებული ვარ, ერთი გასროლის გარეშეც კი შესაძლებელი იყო თავიდან აგვეცილებინა ის, და დღეს გერმანია იქნებოდა ძლიერი, აყვავებული და პატივსაცემი ქვეყანა; მაგრამ მაშინ არ მოისურვეს ჩემთვის მოესმინათ, და ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ჩათრეულები აღმოვჩნდით საშინელ მორევში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღარ უნდა დავუშვათ ეს.

ჩვენ ახლა, დღეს, 1946 წელს ამის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ კარგი ურთიერთგაგებით ყველა საკითხში რუსეთთან გაერთიანებული ორგანიზაციის საერთო ეგიდით, ამ მსოფლიო ინსტრუმენტის გამოყენებით   კარგი ურთიერთგაგების შენაჩუნება მრავალი წლის განმავლობაში,  ინგლისურენოვანი სამყაროს სიძლიერეზე დაყრდნობითა და ყოველი მათგანის, ვინც მასთან კავშირშია . ეს არის გადაწყვეტილება, რომ პატივისცემით შემოგთავაზოთ ჩემს ამ მიმართვაში, რომელსაც  დავარქვი "მშვიდობის მყესები"  "The Sinews of Peace")

დაე ნურავის  შეეპარება ეჭვი ბრიტანეთის იმპერიისა და  თანამეგობრობის ურევ ძალაში იმის გამო, რომ ხედავთ 46 მილიონიანი კუნძულის მაცხოვრებლების სიძნელეებს პროდუქტების ნაკლებობის გამო, რომელიც მხოლოდ ერთნახევარჯერ იზრდება მიუხედავად ომისა,  და დაე ჩვენ გვაქვს სირთულეები ჩვენი მრეწველობისა  და საექსპორტო ვაჭრობის აღდგენაში 6 წლიანი  დაძაბული საომარი ძალისხმევის გამო, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ გავიაროთ სიდუხჭირის ეს მძიმე წლები, ისევე, როგორც ჩვენ გავიარეთ  ეიფორიის დიადი წლები, ან ის რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენ არ ვიქნებით 70 ან 80 მილიონი ბრიტანელებისა, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ყოველ კუთხეში და ერთიანები ჩვენი ტრადიციების  დაცვაში, ჩვენი ცხოვრების წესის და იმ მსოფლიო გამოწვევებისა , რომელსაც  ჩვენ და თქვენ ვღებულობთ.

თუ ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების  ხალხები იმოქმედებენ ერთობლივად, ყოველივე იმის გათვალისწინებით, რასაც ეს თანამეგობრობა ნიშნავს, ჰაერში, ზღვაზე, მეცნიერებაში და ინდუსტრიაში, და მორალურადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ  გამოირიცხება ის ის არასტაბილური და მშფოთვარე  ძალთა ბალანსი, რომელმაც შეიძლება უბიძგოს  ამბიციებისა და თავგადასავლებისაკენ.  პირიქით იქნება აბსოლუტური გარანტია უსაფრთხოებისა. თუ ჩვენ კეთილსინდისიერად დავიცავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, და წავალთ წინ მშვიდი და ფხიზელი ძალით, არ გვექნება პრეტენზია სხვის მიწებზე და სიმდიდრეზე,   და არ შევეცდებით დავამყაროთ თვითნებური კონტროლი ადამიანთა შეხედულებებზე, თუ ბრიტანეთის ყველა მატერიალური და მორალური ძალა გაერთიანდება თქვენთან ძმური კავშირით, მაშინ გაიხსნება ფართო გზები მომავლისაკენ- არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ მომავალი საუკუნეების განმავლობაშიც.

[Sourec: Winston Churchill, The Sinews of Peace. Quoted  in Mark A. Kishlansky, ed., Sources of World History (New York, Harper Collins, 1995) pp. 298-302.]

 

 

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია