LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

სამოტივაციო წერილის შედგენა

რა არის სამოტივაციო წერილი?

Statement of Purpose  ან  Personal Statement   ეს არის 1-2 გვერდისაგან  შემდგარი ესსე, რომელშიც კანდიდატი გადმოცემს საკუთარი აკადემიური ინტერესების შესახებ, თავის გამოცდილებაზე და მიღწევებზე, ცხოვრებისეულ პოზიციაზე  და მიზნებზე.

ითვლება, რომ სამოტივაციო წერილის მიხედვით შეიძლება იმსჯელო ადამიანის პიროვნების შესახებ, მისი კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის  შესახებ. სწორედ ამიტომ ამ წერილის დაწერას უნდა მიუდგეთ განსაკუთრებული სერიოზულობით.

არსებობს ორი სახის სამოტივაციო წერილი:

  1. არასტრუქტურირებული ესსე. კანდიდატს ეძლევა საშუალება წარადგინოს საკუთარი მეტნაკლებად თავისუფალი ფორმით, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ რო ესსეს დაწერასაც თავისი ფორმები აქვს.
  2. ესსე - კითხვაზე პასუხის ფორმაში. კანდიდატისგან მოითხოვენ დაწერონ რამოდენიმე მოკლე ესსე, რომელთაგან თვითოეული წარმოადგენს პასუხს მოცემულ კითხვაზე. როგორც წესი, ასეთი ესსეს დაწერას ითხოვენ ძირითადად  MBA -ზე ან ბაკალავრიატის პროგრამაზე.

 

განვიხილოთ სამოტივაციო წერილის შედგენის ეტაპები:

 

  1. 1.   განვსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორიის მოლოდინი  

 

სამოტივაციო წერილის ძირითადი მიზანია - დაარწმუნოთ საგრანტო კომისიის წევრებიიმაში, რომ თქვენხართ  სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. ეს არის  საგრანტო კომისიასთან თქვენი კომუნიკაციის ინსტრუმენტი  და ეს კომუნიკაცია რომ ეფექტური იყოს, თქვენ უნდა გააცნობიეროთ რის გაგებას ელოდება თქვენგან ეს მიზნობრივი აუდიტორია. სწორედ ამის გაცნობიერება უნდა იყოს საფუძველი თქვენი სამოტივაციო წერილისა.

ნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სხვადასხვა ფაკულტეტის მიმღები კომისია სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასებს თქვენს სამოტივაციო წერილს. მაგალითად, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის აბიტურიენტის სამოტივაციო წერილი შეფასდება სხვა კრიტერიუმებით, ვიდრე ფიზიკის ფაკულტეტისა.

 

რა მოწონთ მიმღები კომისიის წევრებს?

 

მათ მოწონთ ის, რაც ყველაზე უკეთესად აძლევს მათ საშუალებას, შეაფასონ პოტენციური სტუდენტი. კერძოდ:

 

  • პირადი თვისებების ანალიზი. საერთო ფრაზების მაგივრად ჯობია მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები თქვენი ცხოვრებიდან, რაც მეტყველებს თქვენს ამა თუ იმ თვისებაზე.

 

  • გულახდილობა. აქ ჯობია ზედმეტად არ მოახდინოთ კონცენტრირება იმაზე, თუ რისი გაგონება სურს კომისიას, ამის მაგივრად, ჯობია, მოუთხროთ რაიმე საკუთარი ისტორია.

 

 

  • მომზადება და მოტივაცია.  თქვენი მონათხრობიდან უნდა ჩანდეს, რომ თქვენ გაქვთ რეალისტური წარმოდგენა თქვენთვის საინტერესო დისციპლინაში. გადმოეცით თქვენი გამოცდილების შესახებ, (სამუშაო, კვლევა, და ა.შ.), განვლილი კურსების, სემინარებისა თუ წაკითხული წიგნებისა  და ინფორმაციის წყაროების შესახებ, რომელთაც გავლენა მოახდინეს თქვენი სპეციალობის არჩევაზე. ასევე დაასაბუთეთ, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი. აქცენტირება მოახდინეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სასურველია მოცემული პროგრამისთვის. მაგ. თუ თქვენ აბარებთ დოქტორანტურაზე, კვლევითი გამოცდილება იქნება დიდი პლიუსი.  თუ საქმე ეხება მაგისტრატურას  რომელიმე გამოყენებით პროფესიაში, მაშინ აჩვენეთ თქვენი პრაქტიკული გამოცდილება.

 

  • მიზნის ქონა. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანია  თქვენი არჩევანის არგუმენტირება, კერძოდ, თუ რა დახმარებას გაგიწევთ მოცემული პროგრამით სწავლა პროფესიონალური მიზნების მიღწევაში.

 

 

  • მოცემული პროგრამის  არჩევის დასაბუთება.  საჭიროა განმარტოთ, კონკრეტულად რითი დაგაინტერესათ ამ პროგრამამ. შეგიძლიათ მიუთითოთ სასწავლო გეგმის კონკრეტულ ასპექტებზე, ფაკულტეტის პედაგოგთა სამეცნიერო ინტერესებზე, რომლებიც ძალიან საინტერესოა თქვენთვის.

 

  • უნდა შეგეძლოთ კარგი წერა.  იმისდა მიუხედავად, თუ რომელ პროფესიის წარმომადგენელი ხართ, უნდა შეგეძლოთ გამართული წერითი მეტყველება. ანუ არა მხოლოდ გრამატიკული თვალსაზრისით, არამედ ტექსტის თანმიმდევრული და ლოგიკური სტრუქტურირების მხრივაც.

 

 

რა არ მოწონთ მიმღები კომისიის წევრებს.

 

  • უყურადღებობა. გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები, ხშირი გამეორებები და  აბზაცისა და ველის დაუცველობა.

 

  • კლიშეები და საერთო ფრაზები.
  • რეზიუმეს მოთხრობა.
  • ტექსტის ძალიან დიდი მოცულობა
  • მაღალფარდოვანი სიტყვები.

 

 

  1.   შინაარსის მომზადება

 

ყოველთვის ძნელია საკუთარი თავის ქება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც  ზუსტად ამას ელიან შენგან.  ეს საქმე რომ გაიადვილოთ,  დაუსვით თავს შემდეგი შეკითხვები, რომლებიც დაჯგუფებულია თემატიკის მიხედვით.  

 

  1. 1.    გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები

 

  • რა  გიზიდავთ ყველაზე მეტად მოცემულ სასწავლო პროგრამაში?
  • არიან თუ არა მოცემულ ფაკულტეტზე პედაგოგები, რომელთა ინტერესები თქვენსას ემთხვევა და რომელ მათგანთან ისურვებდით სწავლის გაგრძელებას?
  • კონკრეტულად რა არის თქვენი მოლოდინი მოცემულ ფაკულტეტზე სწავლისას?
  • როგორია თქვენი კარიერული გეგმები და როგორ დაგეხმარებათ  არჩეული პროგრამა მათ მიღწევაში?
  • როგორ წარმოგიდგენიათ პროფესიაში თქვენი თავი 5,10,20 წლის შემდეგ?
  1. 2.    თქვენი პიროვნული თვისებები

 

  • პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, მიზანმიმართულობა.
  • გაქვთ ანალიტიკური, კომუნიკაციის, მართვის და ა.შ. უნარები.
  • რატომ თვლით, რომ თქვენ ხართ უფრო შესაფერისი კანდიდატი მოცემული პროგრამისთვის, და შეგიძლიათ უფრო მეტი წარმატების მიღწევა ამ სფეროში?
  • რითი შეიძლება იყოს თქვენი პიროვნება საინტერესო პედაგოგებისთვის, სხვა სტუდენტებისთვის და ზოგადად ფაკულტეტისთვის?
  • რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მიმღები კომისია უნდა დაინტერესდეს თქვენი კანდიდატურით?
  • რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ გაიკეთებთ წარმატებულ კარიერას მოცემულ სფეროში?

 

  1. 3.    გამოცდილება და პირადი მიღწევებ

 

  • რა იყო თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად  შთამბეჭდავი  და გამორჩეული. აქ უნდა მოუთხროთ იმ მოვლენებძე, რომლებიჩ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის , რომელთაც განაპირობეს თქვენი პროფესიული არჩევანი
  • გქონიათ თუ არა შემთხვევები, როცა მოგიწიათ გადაგელახათ თქვენი ყოფითი სიძნელეები ( ეკონომიკური, პოლიტიკური,ოჯახური და ა.შ.) და როორ გადალახეთ ისინი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ ამოიყურებოდეს ისე თითქოს ამით ცდილობდეთ თქვენი წარუმატებლობის გამართლებას.
  • თუ ქონიათ შემთხვევები, რომ გიწევდათ თქვეი ოჯახის წევრებზე მზრუნველობა და როგორ იმოქმედა ამ დატვირთვამ თქვენს სამუსაოზე, სწავლაზე, პროფესიონალურ გამოცდილებაზე, მიზნებზე და ღირებულებებზე. ისე არ გამოგივიდეთ, თითქოს ვიღაცას თავს აცოდებთ.
  • თუ გიმუშავიათ სწავლის პარალელურად და რა თვისებები შეიძინეთ ამ მუშაობით? იმოქმედა თ არა თქვენს განვითარებაზე?

 

     4.    სწავლა და აკადემიური მოსწრებ 

  • როდის დაინტერესდით პირველად არჩეული პროფესიით  და რა ცოდნა შეიძინეთ მას შემდეგ ამ სფეროში?
  • როგორ დაინტერესდით?  (სკოლის გაკვეთილები, წიგნის მეშვეობით, ადამიანებთან ურთიერთობით)
  • არის თუ არა თქვენი სწავლის პერიოდში მომენტები, რომლებიც განმარტებას მოითხოვს?
  • რამ გაგინმტკიცათ აზრი, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთეთ?

 

 

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ 2-4  მთავარი, თემა და გაშალოთ. ასევე შეგიძლიათ აიღოთ ერთი  მთავარი შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც ეხება რამდენიმე სხვა თემას მოცემული საკითხებიდან.

რეზულტატში, თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა შეიცავდეს პასუხებს სამ მთავარ შეკითხვაზე:

1. რატომ გადავწყვიტე სწავლა მოცემულ სპეციალობაზე

2. რატომ ვარ შესაფერისი კანდიდატურა

3. რა არის განსაკუთრებული,  უნიკალური, ან შთამბეჭდავი  ჩემს გამოცდილებაში.

 

 

 

  

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია