LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

გრძელი ტელეგრამა

ტელეგრამის ავტორი - ამერიკელი დიპლომატი  ჯორჯ კენან უმცროსი  1946 წლის თებერვალში იყო ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის  მოვალეობის შემსრულებელი რუსეთში. იგი ამ პოსტზე დროებით ცვლიდა ამერიკის ელჩს  მოსკოვში ავერელ გარიმანს. ამ პერიოდში საელჩომ მიიღო  თხოვნა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანასთა სამინისტროდან, გაეანალიზებინა საბჭოთა კავშირის განცხადებები ომის შემდგომ შექმნილი „სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რათა გაერკვიათ საბჭოთა ბელადების  ჭეშმარიტი მიზნები და მოტივები ომის შემდგომ პოლიტიკაში. 

ჯორჯ კენანმა ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და  „რძელი ტელეგრამა“ გაგზავნილი იქნა მოსკოვიდან ვოშინგტონში 1946 წლის 22 თებერვალს. ტელეგრამა N 511 იქცა ყველაზე გრძელ და ყველაზე ცნობილ ტელეგრამად ისტორიაში. იგი მოიცავდა 8000 სიტყვას.  ეს ტელეგრამა იქცა აშშ-ს საეტაპო, კონცეპტუალურ დოკუმენტად, რომელსაც დაედო გრიფი  „საიდუმლო“  და იგი გახდა დასაბამი ინფორმაციული ომის ახალი ეტაპისა. მოგვიანებით, 1947 წლის ივლისში   ჟურნალ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „The Sources of Soviet Conduct“ ფსევდონიმით "X" სადაც გადმოცემული იყო „გრძელი ტელეგრამის „ ტექსტი“ . ოფიციალურად დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა  1972 წლის 10 აგვისტოს.

„გრძელი ტელეგრამის“ ტექსტის ორიგინალი წარმოადგენს  მრავალმეტრიან ტელეგრაფის ლენტას , რომელიც დაცულია მუზეუმში, ხოლო თავად ტექსტი ბეჭდური სახით მოიცავს 7 გვერდს.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ტექსტის სრულ თარგმანს. ხოლო აქ შეგიძლიათ იხილოთ ჰარი ტრუმენის  მუზეუმში დაცული საარქივო დოკუმენტი: Telegram, George Kennan to George Marshall ["Long Telegram"], February 22, 1946. Harry S. Truman Administration File, Elsey Papers.

 

ტექსტი

დეპარტამენტის 13 თებერვლის N 284 შეკითხვებზე პასუხი მოიცავს იმდენად ჩახლართულ, დელიკატურ  და  ჩვენი აზროვნების წესისთვის  უჩვეულო ფორმულირებებს, რომლებიც ამავდროულად  უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემოცვის ანალიზისთვის, რომ  საკითხის ზედმეტად გამარტივების რისკის გამო მე არ შემიძლია ამ კითხვებზე  პასუხები ჩავატიო ერთ პატარა შეტყობინებაში. მე იმედი მაქვს დეპარტამენტი უარზე არ იქნება თუ პასუხს გადმოვცემ 5 ნაწილად, რომელთაგან თითოეული შეეხება შემდეგ საკითხს:

  1. ომის შემდგომი საბჭოთა მსოფლმხედველობის ძირითადი მახასიათებლები.
  2. ამ მსოფლმხედველობის საფუძვლები.
  3. მათი გატარება ოფიციალურ დონეზე რეალურ პოლიტიკაში.
  4. მათი გატარება არაოფიციალურ დონეზე.
  5. აშშ-ს პოლიტიკის თვალსაზრისით პრაქტიკული დასკვნები.

ბოდიშს ვიხდი სატელეგრაფო არხის დაკავებისთვის; მაგრამ ამ ტელეგრამაში განხილული საკითხები, განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი მომხდარი მოვლენების ფონზე,  და  ამ კითხვებზე  ჩვენი პასუხები, ჩემის აზრით სასწრაფოდ ყურადსაღებია სხვა საყურადღებო საკითხებთან ერთად.

პირველი ნაწილი: ომის შემდგომი საბჭოთა მსოფლმხედველობის ძირითადი მახასიათებლები, წარმოდგენილი საბჭოთა ოფიციალური პროპაგანდისტული მანქანის თვალსაზრისით, არის შემდეგი:

ა. სსრკ დღემდე  ანტაგონისტურ „კაპიტალისტურ  ალყაშია“, რომელშიც შეუძლებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში. 1927 წელს სტალინის ამერიკელი მუშების დელეგაციისადმი მიმართვის თანახმად:  „ მსოფლიო რევოლუციის შემდგმი განვითარების პირობებში წარმოიქმნება ორი მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი: სოციალისტური ცენტრი, რომელიც მიიზიდავს თავისკენ სოციალიზმის მომხრე ქვეყნებს, და კაპიტალისტური ცენტრი, რომელიც მიიზიდავს თავისკენ კაპიტალიზმის მომხრე ქვეყნებს. ამ ორ ცენტრს შორის ბრძოლა მსოფლიო ეკონომიკის სამართავად გადაწყვიტავს კაპიტალიზმისა და კომუნიზმის ბედს მსოფლიო მასშტაბით.“

ბ. კაპიტალისტური სამყარო დაკავებულია შიდა კონფლიქტებით, რომლებიც დამახასიათებელია  კაპიტალისტური საზოგადოებისთვის. ეს კონფლიქტები არ გადაიჭრება მშვიდობიანი კომპრომისის გზით. ძირითადად ეს არის კონფლიქტი აშშ-სა და ინგლისს შორის.

გ. კაპიტალიზმის შიდა კონფლიქტებს აუცილებლად მივყავართ ომებამდე. და ასეთი ომები შეიძლება იყოს ორი სახის: ორ კაპიტალისტურ სახელმწიფოს შორის შიდა ომი და სოციალისტურ სამყაროში ჩარევა.  გონიერი კაპიტალისტები, რომლებიც ამაოდ ცდილობენ იპოვონ გამოსავალი კაპიტალიზმის შიდა კონფლიქტებიდან, იხრებიან ამ უკანასკნელისკენ.

დ. სსრკ-ზე თავდასხმა დამღუპველია  მათთვის,  ვინც ამას განახორციელებს, შეაჩერებს სოციალიზმის მშენებლობას სსრკ-ში და შედეგად, ნებისმიერ ფასად უნდა იქნას აღკვეთილი.

ე. კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის კონფლიქტები კი უქმნიან გარკვეულ საფრთხეს სსრკ-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა თავის თავში მოიცავენ დიდ შესაძლებლობებს სოციალიზმის საქმეების წინსვლისათვის, იმ პირობით, თუ სსრკ შეინარჩუნებს სამხედრო ძლიერებას, იდეოლოგიურ ერთსულოვნებასა რწმენას მისი ბრწყინვალე ხელმძღვანელი როლისა.

ვ. აუცილებელია გამუდმებით გვახსოვდეს ის, რომ  კაპიტალისტური სამყარო არც ისე ცუდია თავისი არსით.  უიმედოდ რეაქციონისტულ და ბურჟუაზიული ელემენტების პარალელურად ის მოიცავს 1. განათლებულ და პოზიტიურ ძალებს, რომლებიც შედიან კომუნისტურ პარტიებში და 2. სხვა ძალები ( რომლებიც ახლა ტაქტიკური მოსაზრებებით შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც პროგრესული ან დემოკრატიული.)  რომელთა რეაქცია, სწრაფვა, და მოღვაწეობა ობიექტურად სასიკეთოა სსრკ-ს ინტერესებისათვის. ისინი უნდა იქნან მხარდაჭერილი და გამოყენებული საბჭოთა მიზნებისათვის.

ზ. ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური საზოგადოების ნეგატიურ ელემეტებს შორის ყველაზე საშიში არიან ისინი, რომელთაც ლენინი უწოდებდა ხალხის ყალბ მეგობრებს, კერძოდ ზომიერი სოციალისტები და სოციალ-დემოკრატი ლიდერები ( სხვა სიტყვებით, არაკომუნისტური ლიბერალური ძალები) ისინი უფრო საშიშები არიან, ვიდრე იდეური რეაქციონერები, რამდენადაც ეს უკანასკნელნი გამოდიან უკიდურეს შემთხვევაში საკუთარი დროშით, მაშინ, როცა ზომიერი ლიბერალური ძალების ლიდერებს ხალხი შეყავთ შეცდომაში, იყენებენ -რა სოციალიზმის საშუალებებს რეაქციული კაპიტალიზმის მიზნებისათვის.

(გაგრძელება იქნება)

უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია