LOGO.COM
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი  

ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
(ოთხი თავისუფლება)

  ბატონო სპიკერო, 77 -ე კონგრესის წევრებო!
  მოგმართავთ თქვენ, ახალი კონგრესის  წევრებს, ჩვენი კავშირის ისტორიის უპრეცედენტო მომენტში.  მე ვიხმარე სიტყვა „უპრეცედენტო“, რადგან  დღემდე ამერიკის უსაფრთხოებას არასოდეს დამუქრებიან ასე სერიოზულად გარედან, ისე როგორც დღეს.

იმ დროიდან, როცა ჩვენ 1789 წელს საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად,  ჩვენი ისტორიის კრიზისული პერიოდების უმეტესობა  დაკავშირებული იყო ჩვენს შიდა საქმეებთან.  და, საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი მათგანი - ოთხწლიანი ომი შტატებს შორის - პირველად დაემუქრა ჩვენს ნაციონალურ ერთობას. დღეს, მადლობა ღმერთს,  130 მილიონიმა ამერიკელმა 48 შტატში  დაივიწყა, საით მიანიშნებდა ჩვენი ნაციონალური ერთობის კომპასის ისრები.  მართალია, 1914 წლამდე შეერთებულ შტატებს ხშირად აწუხებდა სხვა კონტინენტებზე მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ორ ომშიც კი მივიღეთ მონაწილეობა ევროპულ სახელმწიფოების წინააღმდეგ და რამოდენიმე გამოუცხადებელ ომში ვესტ ინდოეთში, ხმელთაშუა ზღვასა და წყნარ ოკეანეში, ვიცავდით რა  ამერიკის უფლებებსა  და  მშვიდობიანი ვაჭრობის პრინციპებს.  მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ აღმოცენებულა სერიოზული საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის  ანდა  ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

მე მინდა მოვიტანო თქვენს ცნობიერებამდე  ისტორიული სიმართლე, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ  შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო, ყველა დროში  გამოდიოდა- მკაფიოდ და განსაზღვრულად - ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ , ჩავეკეტეთ უძველესი ჩინური კედლის მიღმა, მაშინ, როცა  ცივილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა ჩვენი გვერდის ავლით. დღეს, ვფიქრობთ -რა ჩვენს შვილებზე და მათ შვილებზე, ჩვენ გამოვდივართ თავსმოხვეული იზოლაციის წინააღმდეგ ჩვენდამი ან  ამერიკის ნებისმიერი სხვა ნაწილისადმი.

ჩვენი ეს გადაწყვეტილება, რომლის  დემონსტრაციას ვახდენდით მთელი ეს წლები, ჩვენ დავამტკიცეთ, მაგალითად, 25 წლიანი ომის პერიოდის დასაწყისში, რომელიც მოყვა ფრანგულ  რევოლუციას.  ნათელია, არც მაშინ, როცა ნაპოლეონის მებრძოლები ნამდვილად ემუქრებოდნენ შეერთებული შტატების ინტერესებს, ვესტ ინდოეთსა და ლუიზიანაში ფრანგული დასაყრდენის გათვალისწინებით, არც მაშინ, როცა ჩვენ მონაწილეობას ვღებულობდით 1812 წლის ომში,  ჩვენი მშვიდობიანი ვაჭრობის უფლებების დასაცავად, არც საფრანგეთი, არც დიდი ბრიტანეთი,  არც რომელიმე  სხვა სახელმწიფო არ მიისწრაფოდა  მსოფლიო ბატონობისაკენ.

ანალოგიურად,  1815 დან 1914 წლამდე- 99 წლის განმავლობაში- ევროპის ან აზიის არცერთი ომი  არ უქმნიდა რეალურ საფრთხეს ჩვენს მომავალს  ან ამერიკის რომელიმე ნაციის მომავალს.
მექსიკაში  მაქსიმილიანის ხანმოკლე ეპიზოდის გამოკლებით, არცერთი უცხოური სახელმწიფო არ ილტვოდა დამკვიდრებულიყო ჩვენს ნახევარსფეროში. ხოლო ატლანტიკის ოკეანის ბრიტანული ფლოტის ძალა ჩვენდამი მეგობრული იყო და ასეთად  რჩება დღემდე.

მაშინაც კი, როცა 1914 წელს მსოფლიო ომი გაჩაღდა, იგი მოიცავდა მხოლოდ მცირედ  საფრთხეს ჩვენი ამერიკული მომავლისათვის. მაგრამ, როგორც ჩვენ გვახსოვს, დროთა განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა დაიწყო იმის გაცნობიერება, თუ რას შეიძლება  ნიშნავდეს ჩვენი დემოკრატიისათვის სხვა დმოკრატიული ქვეყნების დამხობა.

ჩვენ არ უნდა გავაზვიადოთ ვერსალის ზავის ნაკლოვანებები.  ჩვენ არ უნდა ვამტკიცოთ გაუთავებლად, რომ დემოკრატიები უუნარონი გამოდგნენ, რათა გაუმკლავდნენ მსოფლიოს ხელახალი  მოწყობის პრობლემებს.  ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ  ზავი, დადებული 1919 წელს, უფრო ნაკლებად  უსამართლო იყო  ვიდრე  „მშვიდობის“ ის ფორმა, რომელიც დაიწყო მიუნხენამდე და რომელიც გრძელდება ახალი ფორმის ტირანიის  პირობებში,  რომელიც მიილტვის  გავრცელდეს ყველა კონტინენტზე.  ამერიკელი ხალხი შეუვალად დადგა პირისპირ ამ ტირანიის წინააღმდეგ.  მე ვფიქრობ , რომ  თვითოეულმა რეალისტმა იცის, რომ ამ მომენტში, მსოფლიოს ყველა კუთხეში  ცხოვრების დემოკრატიული გზა განიცდის თავდასხმას - თავდასხმას იარაღით ან  შხამიანი პროპაგანდის მალულად გავრცელებით  იმათი მხრიდან, ვინც  მიილტვის  დაანგრიოს ერთიანობა  და დათესოს შუღლი  ჯერ კიდევ მშვიდობიან სახელმწიფოთა შორის.

ხანგრძლივი თექვსმეტი თვის განმავლობაში ამ თავდასხმებმა დაანგრიეს დემოკრატიული ცხოვრების მოდელი უზარმაზარი რაოდენობის დიდსა თუ მცირე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.  და თავდამსხმელი ქვეყანა კვლავინდებურად  მარშზეა, ემუქრება -რა სხვა დიდ თუ მცირე სახელმწიფოებს.

ამგვარად, როგორც თქვენი პრეზიდენტი, ვასრულებ ჩემს კონსტიტუციურ მოვალეობას -წარვუდგინო კონგრესს ანგარიში კავშირის მდგომარეობის შესახებ, სამწუხაროდ, იძულებული ვარ  გაცნობოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი  და უსაფრთხოება  და ჩვენი დემოკრატია განსაკუთრებით  დამოკიდებულია მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი საზღვრებიდან შორს.
დემოკრატიული ცხოვრების წესის  შეიარაღებული დაცვა მამაცურად მიმდინარეობს ოთხ კონტინენტზე. თუ ეს თავდაცვა განიცდის მარცხს, ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის მთელი მოსახლეობა და მთელი რესურსები აღმოჩნდება დამპყრობელთა განკარგულებაში.  და მოდით გავიხსენოთ, რომ  ამ ოთხი კონტინენტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა  და რესურსების საერთო მოცულობა დიდად აღემატება დასავლეთის ნახევარსფეროს მოსახლეობის საერთო რაოდენობასა და რესურსების საერთო მოცულობას - დიახ, მრავალჯერ.

ასეთ დროს , ვგონებ,  არაგონიერია, და ამასთანავე არასწორი ზოგიერთების  მტკიცება, თითქოს მოუმზადებელი ამერიკა მარტო, ცალი ხელით ზურგსუკან აკრული, შეძლებს მთელი მსოფლიოს შეკავებას.  არცერთ საღად მოაზროვნე  ამერიკელს არ შეუძლია ქონდეს დიქტატორის  მიერ თავსმოხვეული  საერთაშორისო მშვიდობისა და სულგრზელობის მოლოდინი, ჭეშმარიტი თავისუფლების მინიჭების,  საყოველთაო განიარაღების, სიტყვის თავისუფლების დაცვის, რელიგიური თავისუფლებისა და სამეწარმეო საქმიანობის ღირსეული პირობების მოლოდინიც კი.  სგავსი მშვიდობა ვერ მოგვიტანდა უსაფრთხოებას ვერც ჩვენ და ვერც ჩვენს მეზობლებს.  ის, ვინც მზად არის მსხვერპლად შეწიროს ფუძემდებლური თავისუფლება დროებითი შეზღუდული უსაფრთხოებისათვის, არ იმსახურებს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას.

როგორც სახელმწიფომ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმითი, რომ ვართ კეთილმოსურნეები, მაგრამ ვერ მივცემთ უფლებას ჩვენ თავს, ვიყოთ სულელები. ჩვენ ყოველთვის უნდა გვეშინოდეს იმათი, ვინც სცემს ბუკსა და ნაღარას და ქადაგებს ვიყოთ ყოველგვარი „იზმ“-ების შემწყნარებლები.  ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ ეგოისტურად განწყობილი ადამიანების იმ პატარა ჯგუფს, რომლებიც მზად არიად შეკვეცონ ფრთები ამერიკულ არწივს, რათა მისი ბუმბულით მოფინონ თავიანთი საბუდარი.

  ცოტახნისწინ  მე მივუთითებდი, თანამედროვე საომარი ხელოვნების პირობებში რამდენად სწრაფად შეიძლება ჩვენი  ყოველდღიური ყოფა გახდეს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი,  საბოლოო ჯამში, რომლის მოლოდინიც უნდა გვქონდეს, თუ სახელმწიფო-დიქტატორი მოიპოვებს ამ ომში გამარჯვებას.
დღეს ადგილი აქვს უსაგნო საუბრებს  ჩვენი იმუნიტეტის შესახებ ოკეანის გაღმიდან  სწრაფი და პირდაპირი ინტერვენციის საწინააღმდეგოდ.  ცხადია, რომ მანამ, სანამ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი ინარჩუნებს თავის ძლევამოსილებას, ასეთი საფრთხე არ არსებობს.ბრიტანეთის საზღვაო ფლოტს რომც არ  ეარსება, საეჭვოა, რომ მტერი გამოდგეს იმდენად სულელი, რომ დაგვესხას თავს, გადმოსხას ათასობით საოკეანო მილიდან ჩამოყვანილი ჯარები  ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდე, სანამ  შექმნიან სტრატეგიულ  ბაზებს, საიდანაც მათ მოუწევთ მოქმედება.  მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ევროპაში გასულ წლებში მომხდარ გაკვეთილებზე, განსაკუთრებით, ნორვეგიის გაკვეთილებზე, რომლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტები დაპყრობილი იქნა ღალატის შედეგად, ასევე თავდასხმის მოულოდნელობის გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მზადდებოდა.

ჩვენს ნახევარსფეროში შემოჭრის პირველი ფაზა არ იქნება რეგულარული ჯარების გადმოსხმა.  მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები იქნება ოკუპირებული საიდუმლო აგენტებისა და მათი ხელშემწყობების მიერ, მათი დიდი რაოდენობა უკვე არიან აქ და ლათინურ ამერიკაში.
რამდენადაც აგრესორი სახელმწიფო აგრძელებს სამხედრო აგრესიას, სწორედ ისინი აირჩევენ დროს, ადგილს და თავდასხმის ფორმას.
სწორედ ამიტომ  ყოველი ამერიკული შტატის მომავალი დღეს უდიდესი საფრთის წინაშე დგას.
სწორედ ამიტომ ეს ყოველწლიური მიმართვა კონგრესისადმი არის უნიკალური ჩვენს ისტორიაში.
სწორედ ამიტომ  აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეული წევრისა და კონგრესის თითოეული წევრის წინაშე დგას უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ანგარიშვალდებულება.

ახლანდელი მდგომარეობის  მოთხოვნილება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოქმედებები და ჩვენი პოლიტიკა დაქვემდებარებული უნდა იყოს -პრაქტიკულად ექსკლუზიურად - გარეშე საფრთხი წინააღმდეგ ბრძოლისადმი. ყველა ჩვენი საშინაო პრობლემა ახლა წარმოადგენს ამ დიდი საგანგებო მდგომარეობის  მხოლოდ ნაწილს.

სწორედ ისევე, როგორც ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა საშინაო საქმეებში ეფუძნებოდა ყოველი ჩვენი თანამემამულის  უფლებებისა და  ღირსების სათანადოდ პატივისცემას, ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა საგარეო საქმეებში ეფძნებოდა ყოველი სახელმწიფოს, დიდისა თუ პატარის უფლებებისა და  ღირსების სათანადოდ პატივისცემას. და ზნეობრივმა სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს, და საბოლოოდ,  გაიმარჯვებს კიდეც.
ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში.
პირველი. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, ჩვენ ვართ ყოვლისმომცველი ნაციონალური თავდაცვის ერთგული გამტარებლები.
მეორე. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი  პარტიული მიკერძოების გარეშე, ჩვენ  ყველგან  ერთგულად მოვახდენთ სრულ მხარდაჭერას  იმ შეუდრეკელი ადამიანებისა, რომლებიც წინაღუდგებიან აგრესიას და ამით ჩვენ სნახევარსფეროს დაიცავენ ომის გავრცელებისგან.  ამ მხარდაჭერით ჩვენ გამოვხატავთ  რწმენას, რომ დემოკრატიის გზა უპირატესია და ვაძლიერებთ თავდაცვასა და ჩვენი ნაციის უსაფრთხოებას.
მესამე. ვეყრდნობით-რა საზოგადოებრივი ნების შთამბეჭდავ გამოხატულებას, ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, ერთგულად დავიცავთ მაღალ მორალურ პრინციპებსა და ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს, რათა არასოდეს დავთანხმდეთ აგრესორისა და შემრიგებლური პოლიტიკის გამტარებლების  მიერ ნაკარნახევ   ზავს. ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობა მტკიცე ვერ იქნება  სხვა ხალხების  თავისუფლების ფასად.

ამასწინანდელი საერთონაციონალური არჩევნებისას ორ ძირითად პარტიას შორის არ აღინიშნებოდა  მნიშვნელოვანი განსხვავებები ეროვნული პოლიტიკის საკითხებში. არცერთ საკითხს არ გამოუწვევია  სერიოზული დაპირისპირება ამერიკული ელეკტორატის წიაღში.  და დღეს აბსოლიტურად ცხადია, რომ ამერიკის მოქალაქეები,  აღიარებენ რა რეალური საფრთხის არსებობას,  ყველგან მოითხოვენ გადაუდებელ  და  ყოვლისმომცველ მოქმედებებს.  ასე რომ,  გადაუდებელი მოთხოვნილებას წარმოადგენს  სასწრაფო და აუცილებელი გაზრდა ჩვენი სამხედრო წარმოებისა. საწარმოებისა და პროფკავშირების ლიდერები გამოეხმაურნენ ჩვენს მოწოდებას. განისაზღვრა ტემპის ზრდის  საბოლოო მიზნები.  რიგ შემთხვევებში ამ მიზნებს  ვადაზე ადრე ვაღწევთ. რიგ შემთხვევებში ჯდება ვადებში. ზოგიერთ შემთხვევაში  აღინიშნება უმნიშვნელო შეფერხებები. ხოლო რიგ შემთხვევებში - მეც არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი,- რიგ ძალიან სერიოზულ შემთხვევებში ჩვენ ყველას გვაღელვებს ჩვენი გეგმების განხორციელების ნელი ტემპი.
თუმცაღა ბოლო წლებში არმიამ და სამხედრო- საზღვაო ფლოტმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს.  ყოველდღიურად გროვდება  პრაქტიკული გამოცდილება

ხდება ჩვენი მრეწველობის საშუალებების სრულყოფა. და ჩვენი დღევანდელი საუკეთესო სახვალიოდ უკვე არასაკმარისად კარგია.
მე არ ვარ კმაყოფილი მიღწეული წარმატებით. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ პროგრამით, არიან საუკეთესონიმომზადების თვალსაზრისით, ნიჭითა და პატრიოტიზმით, და ისინი არ არიან კმაყოფილნი მიღწეული წარმატებით.  ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ სამუშაო არ შესრულდება.
იმის მიუხედავად, ძალიან გაზრდილია თუ შემცირებულია ჩვენი საწყისი გეგმები, ჩვენ მიზანია მივაღწიოთ სწრაფ და საუკეთესო რეზულტატებს.
ჩვენ ჩამოვრჩებით თვითმფრინავების წარმოების პროგრამაში.  ჩვენ ვმუშაობთ დღდაღამ, რომ  გადავჭრათ ურიცხვი პრობლემები და ჩავდგეთ გრაფიკში.
ჩვენ ვუსწრებთ სამხედრო გემების მშენებლობის გრაფიკს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე  რომ მომავალშიც ვუსწრებდეთ ამ გრაფიკს.
მთელი ქვეყნის მშვიდობიანი სამრეწველო წარმოების მშვიდობიანი პერიოდში გარდაქმნა სამხედრო წარმოებაზე ომიანობის პერიოდში არ არის იოლი ამოცანა. ყველაზე სერიოზული სირთულეები წარმოიშობა სამხედრო პროგრამის საწყის ეტაპზე, როცა უპირველესად საჭიროა შეიქმნას  ახალი ინსტრუმენტები, ახალი ქარხნების ნაგებობები, ახალი ამწყობი კონვეიერები, გადაზიდვებისტვის ახალი გზები მანამ, სანამ გაიმართება მასალებისა და პროდუქციის სწრაფი და სტაბილური მიწოდება.

რათქმა უნდა, კონგრესი ყოველთვის უნდა ფლობდეს ინფორმაციას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.  თუმცაღა არსებობსგარკვეული მონაცემები, რომლებსაც, თავად კონგრესიც კი აღიარებს, რომ  აუცილებლად უნდა იყოს გასაიდუმლოებული  როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,  ასევე იმ სახელმწიფოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.
ახლადაღმოცენებული გარემოებები გამუდმებით  წარმოქმნის ახალ მოთხოვნილებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად..
მე მივმართავ კონგრესს თხოვნით ასიგნაციების მნიშვნელოვნად გასაზრდელად და უფლებამოსილებების გასაფართოებლად იმ საქმის განსახორციელებლად, რომლის კეთებაც უკვე  დავიწყეთ.

მე ასევე ვთხოვ ახლანდელ კონგრესს დაამტკიცოს საკმარისი უფლებამოსილებები და ასიგნაციები, დამატებითი შეიარაღებისა  და სხვადასხვა სახის ტყვია-წამლის  საწარმოებლად საწარმოებლად  იმ ქვეყნებისთვის გადაცემის მიზნით რომლებიც მოცემულ მომენტში არიან საომარ მდგომარეობაში აგრესორ ქვეყნებთან.
დღეს ჩვენი ყველაზე სასარგებლო და გადაუდებელი როლი მდგომარეობს იმაში, რომ  მოვემსახუროთ როგორც იმათ, ასევე ჩვენს არსენალს.
მათ არ ჭირდებათ ცოცხალი ძალა, მაგრამ მათ თავდაცვისათვის ჭირდებათ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი.
დადგება დრო, როცა ისინი ვერ შეძლებენმთლიანად  გადაიხადონ ნაღდი ფულით. ჩენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ და არც ვეტყვით მოახდინონ კაპიტულაცია  არაგადამხდელუნარიანობის გამო  იმიარაღისთვის, რომელიც , როგორც ჩვენ ვიცით მათ ასე სჭირდებათ.
მე არ გთავაზობთ გამოვუყოთ  მათ სესხი დოლარში, რითაც ისინი  იარაღს შეისყიდიან, სესხი, რომელიც დოლარებში იქნება დასაბრუნებელი.
მე გთავაზობთ,  რომ შევქმნათ ამ სახელმწიფოებისათვის შესაძლებლობა,  განაგრძონ სამხედრო დანიშნულების საქონლის მიღება შეერთებულ შტატებში, მათ შორის ჩვენს საკუთარ პროგრამებში შეკვეთების სახით.
და პრაქტიკულად, მთელი მათი სამხედრო ქონება შეიძლება სასარგებლო გახდეს ჩვენთვისაც, თუ ამის საჭიროება დადგება, გახდეს  სასარგებლო ჩვენი საკუთარი  თავდაცვისათვის.
ვითვალისწინებ-რა  გავლენიანი სამხედრო და სამხედრო- საზღვაო ექსპერტების რჩევებს,  ვიღებ ადაწყვეტილებას, რა უფრო მეტად საუკეთესოა ჩვენი საკუთარი უსაფრთხოებისთვის,

ჩვენ თავისუფალი ვართ არჩევანში, რა სახის საქონელი უნდა დარჩეს ჩვენთან  და რა სახის საქონელი უნდა გაიგზავნოს ჩვენს საზღვარგარეთელ მეგობრებთან, რომლებიც თავისი მტკიცე  და გმირული  წინააღმდეგობით გვაძლევენ დროს მოვემზადოთ ჩვენი საკუთარი თავდაცვისათვის.
რასაც ჩვენ ვგზავნით საზღვარგარეთ უნდა იყოს ანაზღაურებული, ანაზრაურებული  გონივრულ ვადებში ანალოგიური ქონებით, ან და ჩვენი სურვილის მიხედვით სხვადასხვა საქონლით, რომლის წარმოებაც მათ შეუძლიათ  და რომელიც ჩვენ გვჭირდება.
მოდით ვუთხრათ ამ დემოკრატიულ ქვეყნებს:  „ ჩვენ, ამერიკელები, სასიცოცხლოდ დაინტერესებული ვართ  თქვენი თავისუფლების დაცვაში. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ენერგიას, ჩვენს რესურსებს და ჩვენს საორგანიზაციო  ძლიერებას, რათა მოგანიჭოთ თქვენ ძალა თავისუფალი სამყაროს აღდგენისა და შენარჩუნებისათვის. ჩვენ მზარდი რაოდენობით მოვმართავთ თქვენსკენ გემებს, თვითმფრინავებს,ტანკებს, ზარბაზნებს. ამაში მდგომარეობს ჩვენი მიზანი და ჩვენი დაპირება.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვერ შეგვაშინებს დიქტატორების მუქარა, რომ ისინი განიხილავენ დემოკრატიული ქვეყნებისადმი, რომლებმაც გაბედეს წინ აღდგომოდნენ მათ აგრესიას  ჩვენს დახმარებას, როგორც საერთაშორისო წესების დარღვევას ან ომის აქტს.  ასეთი დახმარება არ წარმოადგენს ომის აქტს, მაშინაც კი , თუკი დიქტატორი  ცალმხრივად გამოაცხადებს მას.

იმ შემთხვევაში, თუკი დიქტატორები მზად იქნებიან ომით წამოვიდნენ ჩვენზე, მათ  არ დაჭირდებათ ლოდინი ჩვენს მიერ ომის გამოცხადებისა.  მათ არ გამოუცხადებიათ ომი ნორვეგიისთვის, ბელგიისთვის, ნიდერლანდედბისთვის.
ისინი დაინტერესებული არიან მხოლოდ ახალი  ცალმხრივი საერთაშორისო სამარტალით და მისი დაცვით, რომელიც ამგვარად გახდება ჩაგვრის ინსტრუმენტი.
მომავალი თაობის ამერიკელების ბედნიერება შეიძლება მთლიანად დამოკიდებული  გახდეს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად და სწრაფად შევძლებთ გავხადოთ ჩვენი დახმარება  საგრძნობი.

ვერავინ იწინასწარმეტყველებს ზუსტად საგანგებო მდგომარეობის ხასიათს, რომელსაც შესაძლოა შევეჩეხოთ. სახელმწიფოს ხელები არ უნდა ქონდეს შეკრული, როცა ეს სახელმწიფო საფრთხის წინაშე დგას.

დიახ, ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ გავიღოთ მსხვერპლი, რომელსაც მოითხოვს ისეთივე სერიოზული საგანგებო მდგომარეობა, როგორიც ომია.
ყველაფერმა, რაც ხელს უშლის სწრაფ და ეფექტურ თავდაცვას, მუდმივ თავდაცვით მზადყოფნას, გზა უნდა დაუთმოს ნაციონალურ მოთხოვნილებებს.
თავისუფალ სახელმწიფოს უფლება აქვს   მოსახლეობის ყველა ჯგუფის მხრიდან სრული თანამშრომლობის იმედი ქონდეს.
თავისუფალ სახელმწიფოს უფლება აქვს ქონდეს მოლოდინი ბიზნეს ლიდერების, პროფკავშირების, არარული სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი სათავეში ჩაუდგებიან  ენთუზიასტების მოძრაობებს თავიანთი ჯგუფების შიგნით.

ქვეყნის დასაცავად საჭიროა ბრძოლა უსაქმურებთან და პროვოკატორებთან, რომლებიც ცოტანი არიან, მაგრამ ისინი არიან ჩვენს შორის. პირველ რიგში უნდა შევარცხვინოთ ისინი პატრიოტული მაგალითით, ხოლო ეს თუ არ მოიტანს სასურველ შედეგს, მივმართოთ სახელისუფლებო ორგანოებს.
„არა მხოლოდ პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი“ ამ მცნების მსგავსად, არა მხოლოდ იარაღით იბრძვის ის.  ის ვინც დგას თავდეცვის ხაზზე და ის ვინც დგას მათ უკან და აშენებს ამ თავდაცვას უნდა ფლობდნენ გამძლეობასა და სიმამაცეს, რომლის წყაროსაც წარმოადგენს  შეურყეველი რწმენა ცხოვრების იმ წესისა, რომელსაც ისინი იცავენ.

დიადი საქმე, რომლისკენაც ჩვენ მოგიწოდებთ, არ შეიძლება ემყარებოდეს ყოველივე იმის იგნორირებას, რისთვისაც უნდა იბრძოლო.
ერი იკრებს უდიდეს ძალას იმით, რომ მისი თითოეული წევრი გაცნობიერებულად დაინტერესებულია ამერიკაში დემოკრატიული ცხოვრების წესისი დაცვაში. ყოველივე ამან გაამყარა ხალხის მორალური ღირებულებები, ააღორძინა მისი რწმენა და გააძლიერა მისი ერთგულება იმ ინსტიტუტებისადმი, რომლის დასაცავადაც ვჩვენ ვემზადებით.

რათქმაუნდა, ახლა არ არის დრო დავივიწყოთ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც წარმოადგენს  ძირითად მიზეზს სოციალური რევოლუციებისათვის, რაც  დღეისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მღელვარებებისათვის  მსოფლიოში. 
ის, თუ რა წარმოადგენს საფუძველს ჯანმრთელი და ძლიერი დემოკრატიისათვის, საიდუმლო არ არის. ძირითადი, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისგან, სირთულეს არ წარმოადგენს. ესენია:
თანასწორი შესაძლებლობები ახალგაზრდობისთვისა და ყველასთვის;
სამუშაო ყველასთვის, ვისაც შეუძლია მუშაობა;
უსაფრთხოება მათთვის, ვისაც ეს ჭირდება;
რჩეულთათვის განსაკუთრებული პრივილეგიების ლიკვიდაცია;
სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა ყველასთვის;
სასარგებლოდ გამოყენება,... სასარგებლოდ გამოყენება მეცნიერული პროგრესის შედეგებისა უფრო მაღალი და გამუდმებლად მზარდი ცხოვრების დონისათვის.
ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებიც არასოდე უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა ჩვენს არეულ და რთულ დროში.
ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით შეესაბამება ის ჩვენს მოლოდინს.
მრავალი ჩვენი სოციალური ეკონომიკის პრობლემა მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაჭრას. მაგალითად:
ჩვენ უნდა მოვიცვათ  მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ასაკობრივი პენსიებითა და  უმუშევრობის დაზღვევით.
ჩვენ უნდა გავზარდოთ სამედიცინო მომსახურება სათანადო დონემდე.
ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო სრულყოფილი სისტემა, რომლის საშუალებითაც  ადამიანებს, რომელთაც ჭირდებათ  უფრო ხელსაყრელი სამუშაო და იმსახურებენ მას, შეეძლოთ მისი მიღება.

მე მოვუწოდებ პირადი შემოწირულობებისკენ და დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა ამერიკელის მზადყოფნაში გამოეხმაურონ ჩემს მოწოდებას.
ამ შემოწირულობის ნაწილია  უფრო მსხვილი თანხების გადახდა გადასახადების სახით.
ჩემს საბიუჯეტო მიმართვაში მე რეკომედაციას გავუწევ, რომ დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი  უზარმაზარი  თავდაცვისა დაფინანსდეს საგადასახადო შემოსავლებიდან.
არავინ უნდა შეეცადოს  და არავის მიეცემა უფლება  ხელი მოითბოს ამ პროგრამაზე, და ჩვენი კანონმდებლობის შემუშავების დროსაც  ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ  გადასახადის გადახდის   პრინციპით შესაძლებლობის შესაბამისად.
თუ კონგრესი მხარს დაუჭერს ამ პრინციპებს, ამომრჩევლები, რომლებიც პატრიოტიზმს აყენებენ საკუთარ ჯიბეზე უფრო მაღლა, დაგაჯილდოებენ აპლოდისმენტებით.

მომავალში, რომლის უსაფრთხოებისკენაც ჩვენ მივილტვით, იმედი გვაქვს შევქმნათ სამყარო,  დამყარებული ოთხ ფუნდამენტურ ადამიანის თავისუფლებაზე.
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგან მსოფლიოში.
მეორე     -  ეს არის თითოეული ადამიანის თავისუფლება  თაყვანი სცეს ღმერთს იმ სახით,     რომელსაც თავად აირჩევს -  ყველგან მსოფლიოში.
მესამე     -  ეს არის გაჭირვებისგან თავისუფლება, რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ , ნიშნავს ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახელმწიფოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელ და მშვიდობიან ცხოვრებას, - ყველგან მსოფლიოში.
მეოთხე    -  შიშისგან თავისუფლება,  რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს მთელ მსოფლიოში  შეიარაღების ისეთ საფუძვლიან შემცირებას, რომ არცერთ სახელმწიფოს არ შეეძლოს განახორციელოს ფიზიკური აგრესიის აქტი რომელიმე თავისი მეზობლის მიმართ,- ყველგან მსოფლიოში.
ეს შორეული ათასწლეულების ოცნება არ არის.  ეს არის იმ სამყაროს საფუძველი, რომელსაც შეგვიძლია მივაღწიოთ ჩვენს დროში  და ჩვენი თაობის სიცოცხლეშივე.

ეს არის სამყარო, რომელიც წარმოადგენს ახალი წესრიგის ტირანიის, რომელსაც უნდა დაბომბვებით დიქტატურის შემოღება,  საპირისპირო მხარეს.
ამ ახალ წესრიგს  ჩვენ ვუპირისპირებთ  მორალური წესრიგის უფრო დიად კონცეფციას.
კეთილსინდისიერ  საზოგადოებას  შეუძლია უშიშრად წინაღუდგეს მსოფლიოზა ბატონობის მცდელობას  ან რევოლუციის მოხდენას.
ჩვენი ამერიკული ისტორიის დასაწყისიდანვე  ჩვენ ვვითარდებით  გამუდმებული მშვიდობიანი რევოლუციებით, ისეთით, რომლებიც ერგებიან ცვალებად პირობებს, ხდებიან თანაზომიერად, წყნარად, საკონცენტრაციო ბანაკების  ანდა ორმოში ჩაყრილი ჩაუმქრალი კირის გარეშე. მსოფლიო წესრიგი, რომლისკენაც ჩვენ მივილტვით,  ითვალისწინებს თავისუფალი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობას,რომლებიც შრომობენ კეთილმეგობრულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში.

ჩვენმა ქვეყანამ  თავისი ბედი მიანდო ღმერთის მფარველობის ქვეშ  საკუთარი თავისუფლების რწმენის მქონე მილიონობით  მამაკაცისა და ქალის  ხელებს, გონებასა და გულებს.

თვაისუფლება ნიშნავს ადამიანის უფლებების  ბატონობას ყველგან.

ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია მათკენ, ვინც იბრძვის  ამ უფლებების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად.
ჩვენი ძალა ჩვენი მიზნების ერთობაშია.

ამ უდიდესი კონცეფციის განხორციელებისათვის უნდა ვიღვაწოთ დაუსრულებლად, გამარჯვების მოპოვებამდე.



უკან
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გევრდი?
მშვენიერია
კარგია
არაუშავს
არ მომწონს
 
პოპულარული კატეგორიები
Goldman Sachs -ის ექსპერტების პროგნოზით Brent დ ა WTI მარკის ნავთობის ფასი 2015-2016 წლებში უფრო დაეცემა
საუდის არაბეთი ვერ ხედავს ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან თათ...
ტიპიური შეცდომები, რომლებსაც ხშირად უშვებენ გრანტის მაძიებელნი
აქ განვიხილავთ ტიპიურ შეცდომებს, რომელთაც ხშირად უშვებენ გრა...
სათაური სათაური სათაური სათაური
მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლე აღწერა მოკლ...
ობამა, პუტინი, როუჰანი, ქსი ჯინპინგი და ოლანდი ერთ დღეს გამოდიან სიტვით გაეროში
გამომსვლელთა რიგმა გაეროს 70 წლისთავთან დაკავშირებით გენერალ...
გრანტის მაძიებელი იდეალური აბიტურიენტი
თვითეულ საგრანტო თუ სასტიპენდიო კონკურსს განსხვავებული მოთხო...
Apple -მა ახალი iPhone პრეზენტაციის თარიღი დაასახელა
Apple -ის კორპორაციამ iPhone -თან დაკავშირებული ტრადიციულ...
ჰოკინგმა შავ ხვრელებში იპოვა გასასვლელი სხვა სამყაროებში
ინფორმაცია რომელიც მოხვდა შავ ხვრელში, უკვალოდ კი არ იკარგე...
კოსმოსური პეპელას ფრთები
M2-9 ნისლი აღმოჩენილ იქნა მე-20 საუკუნის შუაწლებში ცნობილი ...
ლაო ძი
"უჩინონი არიან საფუძველი ჩინიანთათვის. დაბალი არის საფუძველ...
პოდპოლკოვნიკი პუტინის გადასარჩენად
ანდრეი პიონტკოვსკი დიახ, დასავლეთი არასოდეს იომებს უკრაინაშ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი (აგრძელება)
პირველი- ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, -ყველგა...
ჩეჩნური კვალი. კადიროვი და ტერაქტები აშშ-ში
როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვში ამასწინათ მომხდარი ...
ფრანკლინ დელანო რუზველტის მიმართვა 77 კონგრესისადმი
ოთხი თავისუფლება ...
მონტესკიე
"თავისუფლება არის უფლება გააკეთო ყველაფერი რის ნებასაც კანონ...
რითი დავიწყოთ გრანტის მოძიება
ყველაფერი იწყება ინფორმაციის მოძიებით. ეს საკმაოდ გრძელი და ...
მონტენი
მიშელ დე მონტენი: ფილოსოფოსობა ,როგორც სიკვდილისთვის მზადება...
სწავლა საზღვარგარეთ
უპირველესი პრობლემა, რასაც ქართველი ახალგაზრდობა აწყდება საზ...
სამოტივაციო წერილის ტექსტის ორგანიზაცია
1 ქრონოლოგიური,რაც გულისხმობს მოვლენების თანმიმდევრობით გადმ...
გრძელი ტელეგრამა ( დასასრული)
საბჭოთა ხელისუფლება, ჰიტლერული გერმანიისაგან განსხვავე...
ილონ მასკი
როგორ აპირებს სპეის იქსისა და ტესლა მოტორსის დამაარსებელი, შ...
 
ჩვენს შესახებ | პარტნიორები | კონტაქტი
2015 ყველა უფლება დაცულია